იყალთოს სამაროვნები
იერსახე
იყალთოს სამაროვნები — არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს სოფელ იყალთოში, სანიორის მთის კალთებზე. 1933 წელს შეისწავლა გ. გოზალიშვილმა. ერთი სამაროვანი თარიღდება გვიანდელი ბრინჯაო-ადრინდელი რკინის ხანით. მეორე — გვიანდელი შუა საუკუნეებისაა. ორმოსამარხებში მიცვალებულები ესვენა კიდურებმოხრილი, მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე. არქეოლოგიური მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფონდებში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 236.