ვიკიპედია:ახალი თავფურცელი 4

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Misalmeba.png

ეს არის ვიკიმედიის თავისუფალი მრავალენოვანი ენციკლოპედიის პროექტი.

ამჟამად ქართულ ენაზე დამუშავების პროცესშია 139,273 სტატია.

Fall-leaves1.png
რჩეული სტატია
შებუმბვლა გამრავლების პერიოდში

დიდი ოყარი, დიდი თეთრი ყანჩა (ლათ. Ardea alba) — ფრინველი ყანჩისებრთა ოჯახისა. ადრე შედიოდა ოყარის გვარში. დიდი ზომის ფრინველია. სხეულის სიმაღლეა 94–104 სმ, ფრთების შლილი 131–145 სმ, მასა 912–1140 გრამი. აქვს თეთრი ბუმბული, გრძელი შავი ფეხები და ყვითელი ნისკარტი, რომელიც შეჯვარების პერიოდში მოყვითალო უხდება. გავრცელებულია დასავლეთ და აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ზომიერ და ტროპიკულ სარტყლებში. ბინადრობს წყალსატევებთან ახლოს, როგორც სანაპირო ზოლთან, ისე კონტინენტის შიდა ადგილებში. საქართველოში გვხვდება როგორც მობუდარი გადამფრენი ან, ზოგჯერ, მობინადრე ფრინველი. აღწევს ზღვის დონიდან 1800 მეტრამდე. ჩრდილოეთით მობუდარი პოპულაცია გადამფრენია, დანარჩენის დიდი ნაწილი — მკვიდრი. დროს ხეებზე ატარებს. ფრენისას (საშუალოდ ავითარებს 28–51 კმ/სთ სიჩქარეს) უკან სწევს თავს და კისერს ლათინური S-ის ფორმას აძლევს. სეზონურად მონოგამური ფრინველია; სქესობრივ სიმწიფეს 2 წელში აღწევს. ბუდობს კოლონიებად, ხშირად სხვა ყანჩებთან ერთად. ბუდეს, ერთ ადგილზე შეგროვილ ჯოხებისა და ტოტების გროვას, აგებს ნაყარ ლერწამზე, მიწაზე ან ხეზე. დებს 3–6 მოცისფრო-მწვანე კვერცხს. ორივე მშობელი კრუხობს 23–26 დღის განმავლობაში. ბარტყები 42–49 დღეში ბუმბულით იმოსებიან, 7 კვირაში ფრენას სწავლობენ. ძირითად შემთხვევაში მხოლოდ ერთი ბარტყი აღწევს ზრდასრულობამდე. ზომიერ განედებში მრავლდება გაზაფხულზე ან ზაფხულში, ტროპიკებში — ნებისმიერ სეზონზე; ჩვეულებრივ წელიწადში ერთხელ, იშვიათად — ორჯერაც. იკვებება თევზებით, ამფიბიებით, ქვეწარმავლებით, კიბოსნაირებით, მღრღნელებითა და მწერებით. ბუნებაში — 15, ხოლო ტყვეობაში 22 წლამდე ცოცხლობს. მისი ლამაზი თეთრი ბუმბულის გამო დიდი რაოდენობით ანადგურებდნენ XIX–XX საუკუნეებში, რამაც დიდი ოყარის რაოდენობა მნიშვნელოვნად შეამცირა. დღეისათვის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. განირჩევა 4 ქვესახეობა, რომელთაგან საქართველოში გვხვდება ჩრდილოური დიდი თეთრი ყანჩა.

Fall-leaves1.png
იცოდით, რომ...
ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
მოზამბიკის დროშა


Fall-leaves.png
მთავარი სიახლეები
კორონავირუსის პანდემია საქართველოში
ანჯეი დუდა
  • ანჯეი დუდა (სურათზე) პოლონეთის პრეზიდენტად ხელმეორედ აირჩიეს.
  • თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის გადაწყვეტილებით აია-სოფიას ტაძარს მეჩეთის სტატუსი დაუბრუნდა.
  • ლაზარუს ჩაკუერა მალავის პრეზიდენტად აირჩიეს.
  • ბურუნდის პრეზიდენტი პიერ ნკურუნზიზა 55 წლის ასაკში გარდაიცვალა.
  • ილონ მასკის SpaceX-ის ხომალდმა Crew Dragon-მა NASA-სთან ერთად პირველი ეკიპაჟიანი გაფრენა განახორციელა.
  • ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ (ლიკუდი) და ქნესეთის სპიკერი ბენი განცი (კახოლ-ლავანი) კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ.
  • Fall-leaves.png
    5 აგვისტო — ამ დღეს...
    მერილინ მონრო
  • 1100 : ვესტმინსტერის სააბატოში ჰენრი I ინგლისის მეფედ აკურთხეს.
  • 1772 : პოლონეთის პირველი დაყოფა მოხდა რუსეთს, პრუსიასა და ავსტრიას შორის.
  • 1861 : სამოქალაქო ომის დანახარჯების ანაზღაურების მიზნით აშშ-ის მთავრობა აწესებს პირველ საშემოსავლო გადასახადს ($800-ზე მეტი საერთო შემოსავლების 3%; გაუქმდა 1872-ში).
  • 1914 : კლივლენდში (ოჰაიო) მსოფლიოში პირველი ელექტრო საგზაო შუქნიშანი დამონტაჟდა.
  • 1924 : თურქეთში ათათურქის ინიციატივით აკრძალეს პოლიგამია.
  • 1949 : ეკვადორში მიწისძვრამ 50 ქალაქი დაანგრია და 6000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
  • 1962 : კინოვარსკვლავი და სექს-სიმბოლო მერილინ მონრო (სურათზე) საკუთარ ბინაში, ლოს-ანჯელესში მკვდარი იპოვეს, სავარაუდოდ ძილის წამლების დოზის გადამეტების გამო.
  • 1995 : ოპერაცია „შტორმის“ შედეგად ხორვატებმა სერბების მნიშვნელოვანი გამაგრება აიღეს ქალაქ კნინში.
  • Fall-leaves.png
    კვირის პროექტი
    Fall-leaves1.png
    დღის ფოტოსურათი
    ტორეს-დელ-პაინეს ეროვნული პარკი

    ტორეს-დელ-პაინეს ეროვნული პარკი (ესპ. Parque Nacional Torres del Paine) — ეროვნული პარკი ჩილეში, სამხრეთ პატაგონიაში. პარკი გამოირჩევა ულამაზესი მთებით, ტბებით, მყინვარებით და მდინარეების სიუხვით. პარკი მდებარეობს მაგელანური სუბპოლარული ტყეებისა და პატაგონიის სტეპების ერთმანეთში გარდამავალ შუალედში, ქალაქ პუნტა-არენასიდან 312 კმ-ით ჩრდილოეთით. დასავლეთიდან ესაზღვრება ბერნარდო ო'ჰიგინსის ეროვნული პარკი, ხოლო ჩრდილოეთით არგენტინაში მდებარე ლოს-გლასიარესის ეროვნული პარკი.

    ავტორი: Winky
    Fall-leaves1.png
    ვიკიპედიის დობილი პროექტები