რუალ ამუნდსენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რუალ ამუნდსენი

რუალ ამუნდსენი (დ. 16 ივლისი, 1872 — გ. 18 ივნისი, 1928) — ნორვეგიელი მოგზაური, პოლარეთის მკვლევარი.

დაიბადა ვერვენის გემთსაშენის მფლობელი კაპიტნის ოჯახში. 1890–1892 წლებში სწავლობდა ქალაქ კრისტიანის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. პირველმა გაიარა (1903–1906) ხომალდით „იოა“ ამერიკის ჩრდილოეთ სანაპირო გრენლანდიიდან ალასკამდე (ჩრდილო-დასავლეთ გასასვლელით) და გამოიკვლია კანადის არქტიკული არქიპელაგის რამდენიმე კუნძული. ჩაატარა ანტარქტიკული ექსპედიცია (ხომალდით „ფრამი“), პირველმა მიაღწია სამხრეთ პოლუსს 1911 წლის 14 დეკემბერს (ერთი თვით დაასწრო ინგლისელ რობერტ სკოტს). 1918–1920 წლებში ხომალდ „მოდით“ გაიარა ევრაზიის ჩრდილოეთ სანაპირო დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ. 1926 წელს განახორციელა პირველი ტრანსარქტიკული გადაფრენა დირიჟაბლით „ნორგე“ — მარშრუტით: შპიცბერგენი — ჩრდილოეთ პოლუსი — ალასკა. 1928 წელს ჰიდროთვითმფრინავ „ლატამით“ გაემგზავრა უმბერტო ნობილეს იტალიური ექსპედიციის მოსაძებნად და დაიღუპა ეკიპაჟთან ერთად ბარენცის ზღვაში. ამუნდსენის პატივსაცემად მისი სახელი დაერქვა ზღვას, მთასა და აშშ-ს სამეცნიერო სადგურს (ამუნდსენ-სკოტი) ანტარქტიდაში, აგრეთვე ყურესა და ქვაბულს ჩრდილო ყინულოვან ოკეანეში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: