შინაარსზე გადასვლა

ვიკიპედია განხილვა:ახალი თავფურცელი 4

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

alsandro, დიდ სამუშაოს აკეთებ და იქნებ ორმაგი სამუშაო, რომ არ გამოგივიდეს, რაღაცეებზე შევთანხმდეთ, უმვნიშველოდ შევცვალოთ და ა. შ.

  • 1. ცოტა რაღაც ვთარგმნე (შეიძლება დასახვეწია), ზოგიერთი ჩავთვალე, რომ შენთვის მისახვედრია.
  • 2. ალბათ ზოგიერთი საკითხების ან ამოღება ან ჩამატება ან შეცვლა დაგვჭირდება. რას ვგულისხმობ? მაგ. გერმანელები თავის პორტალებში უფრო ძირითად გერმანიაზე (ყველა დარგში) ამახვილებენ ყურადღებას (ეს ნორმალურიც არის). ჩვენ უფრო ქართულს (ინფორმაციები არ გვაქვს, მაგრამ იყოს ბმული წითელი). მაგრამ დაიწეროს ცალ-ცალკე ევროპა (შეიძლება კიდევ ქვეკატეგორია ცალ-ცალკე ქვეყნები), აშშ, აფრიკა, რუსეთი, ყოფილი სსრკ (ჩემი აზრით ეს ჩვენი სახელმწიფოს 70-წლიანი არსებობაა). გერმანელები გდრ-ზე ცალკე პორტალი აქვთ. ყველაფერში სამაგალითო შეიძლება არ არის სხვა ვიკიპედიები, მაგრამ უნდა ვეცადოთ კარგი ყველაფერი ქართულში შემოვიტანოთ.
  • 3. მე-4 ვარიანტი ჩემი აზრით შესალი დასახვეწია. ვგულისხმობ როგორც ვიკიპედია:ახალი თავფურცელი 2/მოკლე ვგულისხმობ პირველი ნაბიჯები · მეგზური · ხშირი შეკითხვები · | საავტორო უფლებები | გვერდის განახლება | შეწირულობები - ეს ყველა არ იყოს შესაყვანი, მაგრამ პირველი ნაბიჯები ან რა არის ვიკი ან რა არის ვიკი - ასეთ ინფორმაციაზე, რომ გადავდიოდეთ, როგორც გერმანული აკეთებს. შეიძლება შენ უკეთესი შემოთავაზება გაქვს. ჯერჯერობით ამას დავწერ, რომ ნელ-ნელა მივყვეთ თავფურცლის დახვეწას, თუ რასაკვირველია შენ წინააღმდეგი არ ხარ.
  • 4. იმის გამო, რომ ქართულში პორტალები არ გვაქვს, ვიცი, რომ შრომატევადი სამუშაოა, მაგრამ ხომ არ აჯობებდა კატეგორიები აქედანვე შეგეცვალა "შავი-პორტალებით". ჩამონათვლები გაგეკეთებინა უკვე პორტალებში, რომ მომავალში რაც, შეგხვდებოდა ვიკიში დაუმატებდი პარალელურად პორტალის გაუმჯობესებასთან ერთად. ჯერჯერობით რაც პირველი ნახვით მომხვდა თვალში. პატივისცემით და იმედს ვიქონიებ ერთიან აზრამდე მივალთ ქართული ვიკიპედიის ყველა აქტიური მომხმარებელი.Zangala 12:17, 13 ივლისი 2006 (UTC)[უპასუხე]


გეთანხმები, ამ ვარიანტში არ არის შეტანილი ბმულები : /პირველი ნაბიჯები · მეგზური · ხშირი შეკითხვები · | საავტორო უფლებები | გვერდის განახლება | შეწირულობები /, უბრალოდ ვერ მოვიფიქრე სად ჩავსვათ. შესავალი სხვა ვარიანტებივით თავკომბალა რომ არ გამოვიდეს ვფიქრობდი დღის ფოტოს ქვემოთ კადრში მომექცია ყველა მნიშვნელოვანი ტექნიკური ბმული. ყოველ შემთხვევაში თავშიც ვცდი ჩამატებას და ბოლოშიც და ვნახოთ რომელი აჯობებს.
  • თარგმნაზე ალბათ თემატურ საძიებელს გულისხმობ არა? აქაც გეთანხმები, შაბლონი გერმანულიდან გადმოვიტანე, შიგთავსი კი ჩვენი მასალის მიხედვით შეგვიძლია შევცვალოთ.
  • შავ პორტალზე მეც იგივე აზრის ვარ, მაგრამ ვერ შევქმნით ჯერ, ნებართვა არ გვაქვს სახელთა სივრცის, სადღაც არის მედიავიკი თუ ვიკიპედია:სახელთა სივრცეები, სადაც ჩამოთვლილია ჩვენთვის გამოყოფილი სივრცეების რაოდენობა, შეგვიძლია დამატებით 10-მდე ახალი სახელთა სივრცე მოვითხოვოთ (უნდა ავირჩიოთ თავისუფალი ნომერი). როგორც მედიავიკიში მითხრეს, ფორმალური მოთხოვნა უნდა გავაკეთოთ და მივუთითოთ რომ ამაზე განხილვა და შეთანხმება ადგილობრივად უკვე მოხდა (ამის დოკუმენტურად ”გაფორმება” ყავახანაში შეგვიძლია). სახელთა სივრცე ”პორტალი” ხომ არ ჯობია ქართულად გვქონდეს როგორც ”თემა”, ანუ იქნება თემა:ხელოვნება, თემა:ისტორია, და ა.შ. არ რაიმე სხვა თუ გაქვს იდეა (რათქმა უნდა თუ სიტყვა პორტალი არ მოგვწონს)...
  • თავფურცელში შესავალში კატეგორიებზე ბმულების გადატანა პორტალზე ძალიან ადვილი იქნება და როგორც კი სახელთა სივრცეს მოგვცემენ ეგრევე გადავიტანოთ, მანამდე კი მთავარ გვერდზე ამდენი წითელი ბმული არ ივარგებს. თემატურ საძიებელშიც მაშინვე გადავაკეთებთ. - Alsandro 13:30, 13 ივლისი 2006 (UTC)[უპასუხე]


2004 წელს ქართული ვიკიპედიის დაარსებიდან დღემდე დამუშავების პროცესშია 7,593 სტატია - სადაც ეს ტექსტი გიწერია. აქ, რომ ჩაიწეროს მხოლოდ "ორი სიტყვა" გთხოვთ სანამ თქვენს სტატიებს შეიტანთ ან უფრო ლამაზი სიტყვები, რომ გთხოვთ გაეცნოთ, და შემდეგ ბმული გაკეთდეს. ე.ი. მთვარ გვერდზე, რომ არ იყოს ყველა ეს ჩამონათვალი ისტრუმენტები, როგორც სხვა ვერსიაში გაქვს გაკეთებელი. გთხოვ, ნახო გერმანული. ჩემი აზრით ეს ინფორმაცია დასაწყისში უნდა იყოს და არა დღის ფოტოს ქვემოთ კადრში.

თუ სწორედ გავიგე - პორტალებზე ცენტრიდან უნდა მოგვცენ ნებართვა?

კატეგორიას აცილებას იმიტომ ვუკეთებ, რომ ბევრი კატეგორია მაგ. ისტორიის კატეგორიაში არ იქნება შესული ყველა ქვეკატეგორიები ან კატეგორიები. ე.ი. მომხმარებელი, რომელიც დააწკაპუნებს ისტორიაზე და გადავა კატეგორია:ისტორიაზე - სრული ინფორმაცია არ ექნება.Zangala 13:53, 13 ივლისი 2006 (UTC)[უპასუხე]

ოკ, აქ ჩანს რამდენი თავისუფალი ადგილი გვაქვს ახალ სახელთა სივრცეებისთვის {{Wikivar}}. როგორც კი გადავწყვეტთ რა დავარქვათ, მაშინვე შეგვიძლია მოვითხოვოთ. -Alsandro 14:07, 13 ივლისი 2006 (UTC)[უპასუხე]
ეხლა გადავხედე კიდევ მედიაზილაში ([1]) პორტალის სახელთა სივრცის მოთხოვნებს და ჩვენც შეგვიძლია ეხლავე მოვითხოვოთ. ეს ზემოთაღნიშნული დისკუსია საკმარისი იქნება თუ შევთანხმდებით რა სახელი გვინდა დავარქვათ პორტალს ქართულად. ამ მოთხოვნასთან ასევე შეგვიძლია დავამატოთ ძველი სახელთა სივრცის გასწორებაც, მაგ. გრამატიკულად არასწორია ”მომხმარებელი_განხილვა”, ”სტატია_განხილვა” და ა.შ. (იხ. {{Wikivar}}). ამის გასწორება შეიძლება მოთხოვნაში, სადაც სწორი ფორმების მითითება მოხდება, ანუ: ”მოხმარებლის განხილვა”, ”სტატიის განხილვა” და მისთ. (პრინციპში შეიძლება ძალიან ვჩქარობ ყველაფრის ერთად გაკეთებას, ეს მოგვიანებითაც შეიძლება). - Alsandro 14:52, 13 ივლისი 2006 (UTC)[უპასუხე]

ქართულად - ალბათ პორტალი:... - შენ რას ფიქრობ? რაც შეეხება შეცდომებს {{Wikivar}}) ამაზე ცალკე ვისაუბროთ, რადგან ახალი აღმოჩენა მაქვს. Zangala 15:35, 13 ივლისი 2006 (UTC)[უპასუხე]

ვიფიქრე - თემა:... - მაგრამ შეიძლება რაიმე გაუგებრობა გამოიწვიოს და პორტალი უფრო უნივერსალურია ალბათ. რა აღმოჩენა გაქვს? :) -Alsandro 16:07, 13 ივლისი 2006 (UTC)[უპასუხე]


შეიძლება დაერქვას თემის გავრცობა:...ეს როგორია?--Zangala 16:52, 13 ივლისი 2006 (UTC)[უპასუხე]

ძალიან გრძელია, ერთი სიტყვა უნდა იყოს, სულ ორი სახელთა სივრცე უნდა მოვითხოვოთ: პორტალი და პორტალის განხილვა, ჩაანაცვლე პორტალი ალტერნატივით და ნახე რა გამოვა. Alsandro 17:01, 13 ივლისი 2006 (UTC)[უპასუხე]


ოკ, შევთანხმდით - პორტალი:.... განხილვა, რედაქტირება, ავტორები. იგივე გვერდი როგორც სტატიებზე.Zangala 17:06, 13 ივლისი 2006 (UTC)[უპასუხე]

რეზიუმე: ვითხოვთ ორ სახელთა სივრცეს: ”პორტალი” და ”პორტალი_განხილვა” (”რედაქტირება” ცალკე სივრცე არ უნდა იყოს; გრამატიკულ შესწორებაზე სხვა დროს განვიხილავთ). ამ დისკუსიის ასლს ყავახანის ტექნიკურ განყოფილებაშიც გადავიტან ცალე ქვესათაურით თვალსაჩინოებისთვის. Alsandro 17:34, 13 ივლისი 2006 (UTC)[უპასუხე]

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვიკიპედიაში" ამას რომ ჩარჩო მოვაშოროდ უკეთესი იქნება? "ეს არის ვიკიმედიის თავისუფალი მრავალენოვანი ენციკლოპედიის პროექტი" უფრო კარგად გადაებმება. თუ არა და იქნებ ჯობია ამ უკანასკნელიდან "ეს არის" საერთოდ ამოვიღოთ ან ჩავანაცვლოდ "ვიკიპედია არის" –ით. Tamok 13:53, 14 ივლისი 2006 (UTC)[უპასუხე]

მგონი ურიგო არ უნდა იყოს... ვცდი სავარჯიშო ვერსიაში და შევხედოთ. Alsandro

შენიშვნა: გაითვალისწინეთ, რომ მთავარ გვერდზე რომ გადავა ზემო ხაზი ”თავფურცელი....” მოშორდება და მთელი გვერდი ზემოთ იწევს (როგორც ახლანდელი მთავარი გვერდია). -Alsandro 15:03, 14 ივლისი 2006 (UTC)[უპასუხე]