ატლანტისი (შატლი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კოსმოსური შატლი ატლანტისი

კოსმოსური შატლი ატლანტისი (Space Shuttle Orbiter Atlantis. OV-104) აშშ-ის ნაციონალური აერონავტიკისა და კოსმოსის ადმინისტრაციის (NASA) ერთ-ერთი მრავალჯერადი გამოყენების სატრანსპორტო კოსმოსური ხომალდია. რიგით მეოთხე შატლი, ექსპლოატაციაში 1985 წლის აპრილიდან შევიდა. 2003 წლის თებერვლიდან მხოლოდ სამ მოქმედ შატლს შორისაა (დისკავერი და ენდევორისთან ერთად).