სურამის მეორე საჯარო სკოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სურამის მეორე საჯარო სკოლა
დაარსდა: 1939
ტიპი: საჯარო
მოსწავლე: 294
მასწავლებელი: 27
მისამართი: სურამი, ხაშურის მუნიციპალიტეტი, საქართველო
ტელეფონი:

სურამის მეორე საჯარო სკოლასაჯარო სკოლა დაბა სურამში. დაარსებულია 1939 წელს.

1902 წელს გაზეთ „ცნობის ფურცელის“ მიხედვით სურამში ორკლასიანი სამრევლო სკოლაა, რომლის ბაზაზეც 1908 წლის სექტემბერში ადგილობრივი მოსახლეობის თაოსნობით ჩამოყალიბდა ე. წ. პროგიმნაზია, რომელშიც 100 მოსწავლე სწავლობდა.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ჩამოყალიბდა 7-წლიანი სკოლა, რომელიც 1936 წელს გადაკეთდა სურამის საშუალო სკოლად. სულ მალე სკოლას გამოეყო ასევე 7-წლიანი სკოლა და ეწოდა სურამის მეორე სკოლა, რომლის პირველი დირექტორიც გახდა ალექსანდრე ჭურაძე.

1938 წელს მეორე სკოლა გადავიდა სურამის ყოფილი ფოსტის შენობაში. სკოლის მოსწავლეთა რაოდენობის ზრდის გამო, 1939 წელს 7-წლიანი სკოლა გადაკეთდა საშუალო სკოლად და ეწოდა სურამის მეორე საშუალო სკოლა.

სურამის მეორე საჯარო სკოლაში დღეს სწავლობს 294 მოსწავლე, ასწავლის 27 მასწავლებელი.

დირექტორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ალექსანდრე ჭურაძე – 1936-1938
  • ნიკოლოზ გოცირიძე – 1938
  • კონსტანტინე ორჯონიკიძე – 1938-1939
  • ალექსანდრე დიხამინჯია – 1939-1941
  • მექი თოფურია – 1941-1942
  • ივანე ჩახუნაშვილი – 1942-1965
  • კონსტანტინე მესხი – 1965–1979
  • გიორგი ხაჩიძე – 1979–2005
  • მარინა სახვაძე – 2005-2007
  • მიხეილ გიორგაძე – 2007-2014
  • დალი ბროლიძე – 2014-2023

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]