ხაშურის მეექვსე საჯარო სკოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სკოლა
დაარსდა: 1893; 131 წლის წინ (1893)
დირექტორი: თამარ ხადური
ტიპი: საჯარო
მასწავლებელი: 710
მისამართი: ქ. ხაშური, ფალიაშვილი ქ.№10[1]
ტელეფონი:
ელ. ფოსტა: khashuri6@mes.gov.ge

ხაშურის მეექვსე საჯარო სკოლა (სრული სახელი - სსიპ - გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ხაშურის №6 საჯარო სკოლა) — ქალაქ ხაშურის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება. 1893 წ. არსებობდა ორ კლასიანი დაწყებითი სასწავლებელი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1918 წლიდან ორ კლასიანი სასწავლებელი გადაკეთდა რკინიგზის უმაღლეს პირველდაწყებით სკოლად. ამავე დროს მის ბაზაზე ჩამოყალიბდა I და II დაწყებითი სკოლები.

1921 წლიდან რკინიგზის მეორე პირველიდაწყებითი სკოლა გადაკეთდა რკინიგზის მეორე არასრულ შვიდ წლიან საშუალო სკოლად, შემდეგ რკინიგზის მეორე საფაბრიკო-საქარხნო სკოლად. 1938 წლიდან იგი იწოდებოდა ამიერკავკასიის რკინიგზის №16 საშუალო სკოლად.

1945-1946 წლებში სკოლაში 513 მოსწავლე სწავლობდა, 1948 წლისთვის მათი რაოდენობა 728-მდე გაიზარდა, 1950 წლისთვის 822-ს მიაღწია. 1956 წლიდან ეწოდა ამიერკავკასიის რკინიგზის ხაშურის №3 საშუალო სკოლა. 1959 წლიდან სკოლა გადავიდა ახალ შენობაში, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]