ოსიაურის საჯარო სკოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სსიპ - ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლა
დირექტორი: თამარ გაგლოშვილი
ტიპი: საჯარო
მოსწავლე: 250[1]
მისამართი: ხაშურის მუნიციპალიტეტი, სოფ. ოსიაური, ვეზირიშვილის №1
ელ. ფოსტა: tamunagagloshvili@gmail.com

ოსიაურის საჯარო სკოლა (სრული სახელი - სსიპ - ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლა) — ხაშურის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1891 წლის 24 სექტემბერს გაზეთი ,,ივერია" წერდა, რომ ზემო ოსიაურში არ არსებობდა სასწავლებელი. ამიტომ ოსიაურელი ახალგაზრდების ერთი ნაწილი სოფლიდან მოშორებით, ზემო ჭალის, ხოლო შემდეგ XIX საუკუნის 90–იანი წლებიდან, რკინიგზის ხაშურის ორკლასიან სკოლაში ეუფლებოდნენ განათლებას. ოსიაურში მხოლოდ 1912 წელს გაიხსნა პირველდაწყებითი სკოლა, რომლის გამგეც ყვავაძე ყოფილა. სკოლა თავდაპირველად ოსიაურის მკვიდრის, გორა მახარაშვილის სახლში იყო გამართული. 1932 წლისათვის ოსიაურის დაწყებით სკოლაში იყო ოთხი ჯგუფი 173 მოსწავლით. ლუბრუმის დაწყებით სკოლაში, ამ დროს 3 ჯგუფი 66 მოსწავლით. აზარმის დაწყებით სკოლაში გახსნილი იყო 4 ჯგუფი 97 მოსწავლისთვის. 1939 წელს ოსიაურის დაწყებითი სკოლა გადაკეთდა რვაწლიან სკოლად. 1941 წლისთვის სკოლაში სწავლობდა 427 მოსწავლე.

1920–იან წლებში, ოსიაურის საშუალო სკოლას გადაეცა ვეზირიშვილების სასახლე. შენობაში სასწავლო პროცესი 1974 წლამდე მიმდინარეობდა, ვიდრე ახალი შენობა არ აშენდა ოსიაურის სკოლისთვის. დღეის მდგომარეობით ვეზირიშვილების სასახლის შენობა კვლავ სკოლის შემადგენლობაშია და მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი, თუმცა შენობა ნგრევის პირასაა და უფუნქციოდაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლაცაბიძე თ., ,,ოსიაური", ხაშური, 2013 წ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]