შინაარსზე გადასვლა

კალისტრატე გაბუნია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კალისტრატე გაბუნია
დაბ. თარიღი 22 იანვარი, 1888(1888-01-22)
დაბ. ადგილი ამაღლება, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 22 აგვისტო, 1937(1937-08-22) (49 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
საქმიანობა გეოლოგი
ალმა-მატერი ტომსკის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი
შვილ(ებ)ი ნოდარ გაბუნია და ლეონიდე გაბუნია

კალისტრატე გაბუნია (დ. 22 იანვარი, 1888, ამაღლება — გ. 22 აგვისტო, 1937, თბილისი) — ქართველი გეოლოგი, გამოყენებითი გეოლოგიის ფუძემდებელი, პროფესორი (1930), საქართველოს გეოლოგიური საზოგადოების დამაარსებელი და მისი პირველი თავმჯდომარე. პალეონტოლოგ ლეონიდე გაბუნიას და კომპოზიტორ ნოდარ გაბუნიას მამა.

დაამთავრა ტომსკის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1918 წელს. სტუდენტობაშივე ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას ვ. ობრუჩევისა და დ. უსევის ხელმძღვანელობით; 1919 წელს აირჩიეს პეტროგრადის გეოლოგიური კომიტეტის გეოლოგად. სწავლობდა შორეული აღმოსავლეთისა და მანჯურიის გეოლოგიას. ეწეოდა პედაგოგიკურ მოღვაწეობას,1923-1924 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ტომსკის უნივერსიტეტში; 1924 წლიდან მუშაობდა რუსეთის გეოლოგიური კომიტეტის ციმბირის განყოფილებაში, ამიერკავკასიის სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს სამთო განყოფილებაში.

კალისტრატე გაბუნია1924 წელს სამშობლოში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა გამოყენებითი გეოლოგიის დარგებს (სასარგებლო წიაღისეული ძიება, საინჟირო და ჰიდროლოგია, კაუსტო-ბიოლითების გეოლოგია). 1926 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე დააარსა გამოყენებითი გეოლოგიის კათედრა. 1928 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, 1932 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტის დეკანი. 1930 წლიდან ხელმძღვანელობდა ამიერკავკასიის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტის გამოყენებითი გეოლოგიია კათედრას. შესწავლილი აქვს საქართველოს წიაღისეულის მრავალი საბადო: ახალციხის დიატომიტი, ალგეთის ლითოგრაფიული ქვა, ჭიათურის მანგანუმი, ფოლადაურის რკინის საბადო, შროშის ცეცხლგამძლე თიხები. ასევე იკვლევდა საქართველოს გეოგრაფიული აგებულების საკითხებს, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საინჟინრო-გეოლოგიურ პირობებს.

1988 წელს საქართველოს გეოლოგიურმა საზოგადოებამ და საწარმოო გაერთიანება „საქგეოლოგიამ“ დააწესეს კალისტრატე გაბუნიას სახელობის პრემია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]