გიორგი ელისაბედაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

გიორგი ელისაბედაშვილი (დ. 8 ივნისი, 1881, სოფ. კავთისხევი, გორის მაზრა — გ. 14 თებერვალი, 1955) — ქართველი პოლიტიკოსი.

სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც შევიდა მარქსისტულ წრეში და ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. 1900 წელს სემინარიიდან გარიცხეს. იყო თბილისის მოსწავლეთა სოციალ-დემოკრატთა კომიტეტის წევრი. მონაწილეობდა თბილისსა და ქართლში გამართულ მაისობებში, 1905 წლის დეკემბერში ხარაგაულში მეფის ჯარის ნაწილების განიარაღებაში. რამდენჯერმე დააპატიმრეს. 1911-1917 წლებში იყო ემიგრაციაში — საფრანგეთში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ აქტიურად იბრძოდა მენშევიკების წინააღმდეგ. 1920 წლის სექტემბერში აზერბაიჯანში გაასახლეს, სადაც 1921 წლის თებერვლამდე მუშაობდა აზერბაიჯანის სსრ-ის შრომის სახალხო კომისრის მოადგილედ. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ იყო საქართველოს სსრ რევკომის წევრი. 1921-1923 — მუშგლეხინის სახალხო კომისარი. 1924-1925 — საქართველოს კპ(ბ) თელავის სამაზრო კომიტეტის მდივანი. 1930-1952 წლებში სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე მუშაობდა. საქართველოს სსრ I-III მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.სკკპ XIX, ამიერკავკასიის V და XIII ყრილობების დელეგატი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]