ერმილე ბურჭულაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ერმალოზ ბურჭულაძე)
ერმილე ბურჭულაძე
დაბადების სახელი ერმილე ესეს ძე ბურჭულაძე
დაბადების თარიღი 4 ოქტომბერი, 1901
სოფელი სამება, ახლანდელი ჩოხატაურის რაიონი
გარდაცვალების თარიღი 5 სექტემბერი, 1970
თბილისი
პროფესია ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1950), პროფესორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1962).
ჯილდოები "საპატიო ნიშნის" ორდენი

ერმილე (ერმალოზ)[1] ესეს ძე ბურჭულაძე (დ. 4 ოქტომბერი, 1901, სოფ. სამება, ახლანდელი ჩოხატაურის რაიონი ― გ. 5 სექტემბერი, 1970, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1950), პროფესორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1962).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1928–1934 წლებში სწავლობდა და დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იქვე ასპირანტურა. 1934 წლიდან მუშაობდა სკკპ ცკ-თან არსებული მარქსიზმ-ლენინიზმის ინტიტუტის საქართველოს ფილიალში უფროს მეცნიერ მუშაკად. 1935–1937 წლებში იყო გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანი, 1937–1939 წლებში — საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისარი. 1939–1947 წლებში — თბილისის ალექსანდრე პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის დირექტორი და მარქსიზმ-ლენინიზმის კათედრის გამგე. 1953–1954 წლებში სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის[2] რექტორი. 1954–1957 წლებში საქართველოს კპ ცკ-თან არსებული პარტსკოლის პროფესორი. 1957 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სკკპ ისტორისს, ხოლო 1968 წლიდან მეცნიერული კომუნიზმის კათედრის პროფესორი. ბურჭულაძე ავტორია მონოგრაფიებისა მეცნიერული კომუნიზმის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. იყო საქართველოს სსრ I-III მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
  2. ენციკლოპედია „საქართველო“ ტ. 3, გვ. 602, თბ. 2014