ილია თავაძე
ილია თავაძე | |
---|---|
![]() ილია თავაძე მეუღლესთან ერთად, პარიზი, 1948 წელი | |
დაბ. თარიღი |
26 დეკემბერი, 1905 ნატანები, გურია, საქართველო |
გარდ. თარიღი |
9 ნოემბერი, 1973 (67 წლის) თბილისი, საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
ალმა-მატერი | მოსკოვის პედაგოგიური ინსტიტუტი |
საქმიანობა | ფილოსოფოსი, დიპლომატი |
ჯილდოები | საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე |
ილია თავაძე (დ. 26 დეკემბერი, 1905, ნატანები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი — გ. 9 ნოემბერი, 1973, თბილისი) — ქართველი ფილოსოფოსი. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1965). საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967). სკკპ-ის წევრი 1931 წლიდან. დაამთავრა მოსკოვის პედაგოგიური ინსტიტუტი (1934). 1938 წლიდან იყო საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი აგიტაციისა და პროპაგანდის დარგში, 1943–1946 წლებში — საქართველოს სახელმწიფო კონტროლის სახალხო კომისარი, 1946-1949 წლებში – სსრკ-ის საელჩოს პირველი მდივანი პარიზში, 1951-1953 წლებში სსრკ-ის ელჩი სირიასა და ლიბანში, 1953–1955 წლებში სსრკ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის განყოფილების გამგე, 1955-1973 წლებში — შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრის ინტსტიტუტის რექტორი. საქართველოს სსრ I მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი (1938–1947), ცენტრალური კომიტეტის ბიუროს წევრი (1938–1943). იკვლევდა მატერიალისტური დიალექტიკისა და მარქსისტული ესთეტიკის პრობლემებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, გვ. 427, თბ., 2014 წელი.