გიორგი თვალჭრელიძე (რევოლუციონერი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თვალჭრელიძე.

გიორგი გრიგოლის ძე თვალჭრელიძე (დ. 19 სექტემბერი, 1896, პატარა ონი, ამბროლაურის რაიონი — გ. 13 აპრილი, 1968) — რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე საქართველოში. სკკპ-ს წევრი 1917 წლიდან.

1913 წელს სოჭში მუშაობდა შავი ზღვის რკინიგზის მშენებლობაზე. 1915 წელს მეფის არმიაში იბრძოდა თურქეთის ფრონტზე, სადაც ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. 1918 წელს მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა და განაგრძო რევოლუციური საქმიანობა. ამავე წლის ივნისში გაიწვიეს მენშევიკური არმიის მე-3 ქვეით პოლკში, რომელიც ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე იყო განლაგებული. ფოთის საქალაქო პარტიული ორგანიზაციის დავალებით, სხვა ამხანაგებთან ერთად პოლკში ჩამოყალიბდა ბოლშევიკური უჯრედები და ჯარისკაცთა შორის აქტიურ არალეგალურ პარტიულ-პოლიტიკურ მუშაობას ეწეოდა. 1919 წლის მაისში დააპატიმრეს. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ გ. თვალჭრელიძე ჯერ პატარა ონის რევკომის თავმჯდომარედ მუშაობდა, შემდეგ სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე იყო. სწავლობდა მოსკოვში სვერდლოვის სახელობის უნივერსიტეტში. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ხელმძღვანელ პარტიულ სამუშაოზე იყო. პარტიის თბილისის ლენინის რაიკომის, გურჯაანისა და მახარაძის რაიკომების, აჭარის საოლქო და ბათუმის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი. საქართველოს კპ. ცკ-ის მრეწველობისა და ტრანსპორტის განყოფილების გამგე, საქართველოს კპ ცკ-თან არსებული პარტკომისიის თავმჯდომარე, საქართველოს სახელმწიფო კონტროლის მინისტრი და სხვა პარტიის მე-17-19 ყრილობის დელეგატი, საქართველოს სსრ 1-2 და სსრკ III მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოებულია ლენინის წითელი დროშის ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენით, სამამულო ომის 1 ხარისხის ორდენით და მედლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]