კონსტანტინე თარგამაძე
კონსტანტინე თარგამაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 15 სექტემბერი, 1910 |
დაბ. ადგილი | ნიგორზღვა |
გარდ. თარიღი | 3 აპრილი, 1994 (83 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | ამიერკავკასიის სატყეო ტექნიკური ინსტიტუტი |
კონსტანტინე მიხეილის ძე თარგამაძე (დ. 15 სექტემბერი [ძვ. სტ.2 სექტემბერი], 1910, ნიგორზღვა — გ. 3 აპრილი, 1994, თბილისი) — ქართველი მეტყევე, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1961), პროფესორი (1962), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1968). სატყეო ეკონომიკის მეცნიერების ფუძემდებელი საქართველოში.
1934 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის სატყეო ტექნიკური ინსტიტუტი. 1937–1952 წლებში მუშაობდა სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე. 1938 წლიდან იყო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის (ახლანდელი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი) სატყეო მეურნეობის ეკონომიკის და ტყის ტაქსაციის კათედრის გამგე (1983 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ამავე კათედრის პროფესორი), 1953–1956 წლებში კი ინსტიტუტის რექტორი. კონსტანტინე თარგამაძე მუშაობდა სატყეო მეურნეობის ეკონომიკის პრობლემებზე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტყის მეურნეობის წარმოების ორგანიზაცია და დაგეგმვა : სახელმძღვანელო სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტის სტუდენტთათვის, თბ., განათლება, 1965
- ხე-ტყის დამზადება-დამუშავების ნარჩენები და მათი გამოყენების ზოგიერთი საკითხი თბ., 1960
- სატყეო მეურნეობის ეკონომიკა, თბ., 1959
- სატყეო მეურნეობის საწარმოო-საფინანსო გეგმა და მისი შედგენის წესი, თბ., 1957
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კანდელაკი თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 470-471.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Pages with image sizes containing extra px
- დაბადებული 15 სექტემბერი
- დაბადებული 1910
- გარდაცვლილი 3 აპრილი
- გარდაცვლილი 1994
- ქართველი ეკონომისტები
- სამტრედიის მუნიციპალიტეტში დაბადებულები
- თარგამაძეები
- საქართველოს სსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწეები
- ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორები
- ქართველი პროფესორები
- ქართველი მეტყევეები