მუღანის ვაკე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მუღანის ვაკე, მუღანის სტეპი (აზერ. Muğan düzü) — მტკვარ-არაქსის დაბლობის ნაწილი მტკვრისა და არაქსის შესართავის სამხრეთით, აზერბაიჯანში. სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი ირანშია. სამხრეთით თანდათანობით გადადის ლენქორანის დაბლობში. მუღანის ვაკე ალუვიური ვაკეა, რომლის დიდი ნაწილი ოკეანის დონეზე დაბლა მდებარეობს. ნიადაგი — მდელოსი, მდელოს რუხი, რუხ-ყავისფერი, ადგილ-ადგილ დამლაშებულია. მცენარეულობა — ნახევარუდაბნოსი. ბამბის ნათესები, საზამთრო საძოვრები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]