ჯონ რის-დეივისი
ჯონ რის-დეივისი | |
---|---|
მშობლიური სახელი | John Rhys-Davies |
დაბადების თარიღი |
5 მაისი, 1944 სალსბური, ვილტშაირი, ინგლისი |
ეროვნება | უელსელი |
მოქალაქეობა | დიდი ბრიტანეთი |
ალმა-მატერი | დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემია |
საქმიანობა | მსახიობი, გამხმოვანებელი |
მეუღლე(ები) |
სუზან ვილკინსონი (დაქ. 1966 წელს; გარდაიცვალა: 2010 წელს) |
პარტნიორ(ებ)ი | ლიზა მანინგი (2000-დან - დღემდე) |
შვილ(ებ)ი | 3 |
ხელმოწერა |
ჯონ რის-დეივისი (დ. 5 მაისი, 1944) — უელსელი მსახიობი და გამხმოვანებელი. ის ცნობილია ბეჭდების მბრძანებელი ტრილოგიაში გიმლის როლის შესრულებისთვის და ხეწვერას გახმოვანებისთვის. ის ასევე პოპულარულია ინდიანა ჯონსის ფილმებში შესრულებული სალაჰის როლისათვის. ჯონმა ასევე ითამაშა მაიკლ მალონეს როლი 1950 წლის სატელევიზიო სერიალის 1993 წლის რიმეიქში ხელშეუხებლები. მან ითამაშა ვასკო როდრიგესის როლი მინი სერიალში შოგუნ, პროფესორი მაქსიმილიან არტურო ს როლიოსლაიდერსში, მეფე რიჩარდ I-ის როლი რობინ შერვუდში, გენერალი ლეონიდ პუშკინის როლი ჯეიმზ ბონდის ფილმში ნაპერწკლები თვალებიდან. მან გაახმოვანა კასიმის პერსონაჟი ფილმში ალადინი და ქურდების მეფე, მან რეი სპანჯბობში, ჰადესი სამართლიანობის ლიგაში და ტობიასი კომპიუტერული თამაშში ფრილანსერები.
ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯონ რის-დეივისი დაიბადა 1944 წლის 5 მაისს სოლსბერიში, ვილტშაირი, ინგლისი, და გაიზარდა ტანგანიიკასა და ამანფორდში, უელსი. დედამისი, ფილის ჯონსი, მედდა იყო, ხოლო მამა, რის-დეივისი, მექანიკოსი [1] და ოფიცერი.[2] 1950-იანი წლების დასაწყისში, მისი ოჯახი რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა: კონგვაში, დარ-ეს-სალამში, მოშიში და მვანზაში. ის ტანგანიკაში იმ პერიოდში ცხოვრობდა, როდესაც იქ მამამისი მსახურობდა. მან განათლება მიიღო ტრუროს სკოლაში და აღმოსავლეთ ანგლიის უნივერსიტეტში, სადაც ის ერთ–ერთი პირველი ჩარიცხულ 105 სტუდენტს შორის. მოგვიანებით მან დააარსა ,,დრამატული საზოგადოება". ნორფოლკის უოტონის ოლქის საშუალო სკოლაში სწავლების შემდეგ მან ჩააბარა დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიაში.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რის-დეივისმა იქორწინა სიუზან ვილკინსონზე 1966 წლის დეკემბერში. მათ ორი ვაჟი შეეძინათ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი 1985 წლიდან განცალკევებულად ცხოვრობდნენ, მაინც დაქორწინებულები იყვნენ 2010 წლამდე. 2010 წელს სიუზანი ალცჰეიმერის დაავადებით გარდაიცვალა. რის-დეივისი მასზე გარდაცვალებამდე ზრუნავდა. იგი ახლოს დარჩა მასთან და ზრუნავდა მასზე, სანამ იგი გარდაიცვალა.[3]
2004 წელს მან დაიწყო ცხოვრება ლიზა მენინგთან ერთად. მათ ჰყავთ ქალიშვილი და ცხოვრობენ უაიკატოში, ახალ ზელანდიაში [4] და კუნძულ მენზე.[5]
Რელიგიური შეხედულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რის-დეივისი არის თვითგამოცხადებული,, რაციონალისტი " და ,,სკეპტიკოსი ", როდესაც საქმე ეხება რელიგიას, თუმცა იგი დიდ ყურადღებას უთმობს ქრისტიანობას და აღნიშნა, რომ ,,ქრისტიანულმა ცივილიზაციამ სამყარო უკეთესად აქცია, ვიდრე ოდესმე იყო.[6][7]
მან ითამაშა რამდენიმე ქრისტიანულ ფილმში, მათ შორისაა მორდოქაის როლი ღამე მეფესთან ერთად, წმინდა პეტრე ფილმში „მოციქული პეტრე: გამოსყიდვა“, მახარებლის როლი მომლოცველის წინსვლაში (2019) და ჩარლზ კემპის როლი ნიღბის მიღმა.
Პოლიტიკური შეხედულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რის-დეივისი არ არის არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი. როგორც უნივერსიტეტის სტუდენტი 1960 წელს, ის იყო რადიკალური მემარცხენე, მაგრამ შეიცვალა მისი შეხედულებები, როდესაც ის დაუპირისპირდა მარგარეტ ტეტჩერს. რის-დეივისი ამბობს, რომ ,,მან (იგულისხმება მარგარეტ ტეტჩერი) ორი ბრწყინვალე მოწინააღმდეგე ისე ბრწყინვალედ დაამარცხა, რომ გადავწყვიტე, ერთხელ მაინც გავჩუმებულიყავი და მომესმინა".[8]
2004 წელს რის-დეივისმა მსოფლიო ჟურნალთან ინტერვიუში განცხადება გააკეთა მუსლიმი მოსახლეობის შესახებ, რომელშიც ნათქვამია: ,,ევროპაში დემოგრაფიული კატასტროფა ხდება, რომელზედაც არავინ საუბრობს. ამას იმიტომ არ უსვამენ ხაზს, რომ არ უნდათ სხვა რასის ხალხი გაანაწყენონ. 2020 წლისთვის ნიდერლანდებში მოსახლეობის 50 %-ზე მეტი 18 წლამდე ახალგაზრდა მუსლიმი წარმოშობის იქნება.[9]
მისი კომენტარები მოიწონა ბრიტანეთის ნაციონალურმა პარტიამ.[10][11] მისი სიტყვები ასევე მოიწონეს National Vanguard- ის რედაქციაში.[12] კონსერვატულ ჟურნალ National Review-სთან ინტერვიუში მან თქვა, რომ ის წინააღმდეგია ისლამური ექსტრემიზმისა ზუსტად იმიტომ, რომ გრძნობს, რომ ასეთი მოქმედებები არღვევს თანასწორობის, დემოკრატიის, ტოლერანტობისა და მონობის გაუქმების ,,დასავლურ ღირებულებებს”.[13]
რის-დეივისი მხარს აქტიურად უჭერდა ბრექსიტს.[14]
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილმები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Year | Film | Role | Notes |
---|---|---|---|
1973 | პენი გოლდი | მორაგბე | |
1974 | შავი წისქვილი | სამხედრო პოლიციელი | არააკრედიტირებული |
1975 | შიშველი საჯარო მოხელე | ბარნდორი | |
1978 | ღვთიური შობა | ნესტორი | სატელევიზიო ფილმი |
1981 | დაკარგული კიდობნის მაძიებლები | სალაჰი | |
პეტრე და პავლე | სილასი | სატელევიზიო ფილმი | |
1982 | საუკეთესო შურისძიება | მუსტაფა | |
ვიქტორ / ვიქტორია | ანდრე კასელი | ||
თავგადასავლების კუნძული | სმიტი | ||
1983 | საჰარა | რაზოული | |
სადათი | გამალ აბდელ ნასერი | ||
1984 | ვალიანტის ხმალი | ბარონი ფორტინბრასი | |
კიმი | ბაბუ | ||
1985 | მეფე სოლომონის მახვილი | დოგატი | |
1986 | ცეცხლში მოსიარულე | კორქი ტაილორი | |
1987 | ნაპერწკლები თვალებიდან | გენერალი ლეონიდ პუშკინი | |
1988 | ცვილის ფიგურების მუზეუმი | მაქცია | |
სიყვარულის ქალღმერთი | ზევსი | სატელევიზიო ფილმი | |
1989 | Iინდიანა ჯოუნსი და უკანასკნელი ჯვაროსანი | სალაჰი | |
შტორმის დასაწყისი | დონვალდო | ||
1992 | დაკარგული სამყარო | პროფესორი ჩელენჯერი | |
დაკარგულ სამყაროში დაბრუნება | ჩელენჯერი | ||
1993 | მზის ჩასვლის გრილი | სტოქკოტი | |
მეშვიდე მონეტა | კაპიტანი გალილი | ||
1994 | რობოტი ოჯახში | ელი ტაკი / რაშმუდი / საშრი | |
1996 | დიდებული თეთრი ჰაიპი | ჯონი ვაინდსორი | |
დიდებით გაბრუებული | ლუთერი | ||
ალადინი და ქურდთა მეფე | კასიმი | ||
მარკიზ დე სადი | ინსპექტორი მარაისი | ||
1997 | კატები არ ცეკვავენ | ვული მამოთი | გახმოვანება |
მცველი | რაშიდი | ||
1999 | ანდების საიდუმლოებანი | მამა კლავერი | |
2000 | ბრიტანიკი | კაპიტან ჩარლზ ბარტლეტი | სატელევიზიო ფილმი |
სინდბადი | მეფე აკრონი / ბარაკა |
გახმოვანება | |
2001 | არასდროს თქვა, არასდროს გაიფიქრო | ჰაკიმი | |
ბეჭდების მბრძანებელი: ბეჭდის საძმი | გიმლი |
| |
2002 | ხმალკბილა | ანტონი ბრიქკლინი | |
გადაშენების პირას მყოფი სახეობები | ვიზნოვსი | ||
ბეჭდების მბრძანებელი: ორი ციხე- კოშკი | გიმლი, ხეწვერა |
| |
2003 | ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება |
| |
კორონადო | პრეზიდენტი ჰუგო ლუის რამოსი | ||
ჯუნგლების წიგნი 2 | რანჯანის მამა | გახმოვანება | |
მედალიონი | კომანდერი ჰამერსტოკ- სმითი | ||
2004 | ტერორის 12 დღე | კაპიტანი | |
პრინცესის დღიურები 2: სამეფო ნიშნობა | ვისკუტ მაბრეი | ||
ქალი მუშკეტერი | პორთოსი | ||
დაკარგული ანგელოზი | მამა კევინი | ||
პრივილეგირებული პლანეტა | მთხრობელი | გახმოვანება | |
2005 | მათი ცხოვრების თამაში | ბილ ჯეფრი | |
ჩუპაკაბრას ტერორი | კაპიტანი რანდოლფი | ||
2006 | რიფი | თორტონი | |
ღამე მეფესთან ერთად | მორდეკაი | ||
სასქვაჩის ლეგენდა | რეინჯერი სტივი | გახმოვანება | |
2007 | მეფის სახელით | მერიკი | |
ფერიმენი | ბერძენი | ||
კრინგლის დაჭერა | სანტა | გახმოვანება | |
2009 | მახვილის სრულყოფა | მთხრობელი | გახმოვანება |
2010 | ტომი და ჯერი შეხვდა შელოკ ჰოლმსს | ექიმი ვოთსონი | |
2011 | სოფი და შება | ალისტაირ ვინსტონი | |
განძზე მონადირენი | ნათან პიქკეტი | ||
2012 | გადარჩენა | მალკომ ანდრიუსი | |
2013 | ნულზე 100 გრადუსით ქვემოთ | რალფ დილარდი | |
სკუბი-დუ, თავგადასავლები | მეკობრე | ||
მზის ტყვეები | პროფესორი ჰადენ მასტერტონი | ||
2014 | აპოკალიფსი პომპეი | კოლონელი დილარდი | |
საული:მოგზაურობა დამასკოში | კაიფასი | ||
წინასწარმეტყველი | იუსეფი | გახმოვანება | |
2015 | მასკის მიღმა[15] | ჩარლზ კემპი | |
2016 | მოციქული პეტრე: გამოსყიდვა | პეტრე მოციქული | |
2017 | კამერის მაღაზია | ფინქი სთიუბენი | |
2018 | შემირა | მაიერი | |
აკვამენი | მეფე ბრაინი |
გახმოვანება | |
2019 | მომლოცველის წინსვლა | გახმოვანება | |
ღმერთების ველი | დოქტორი ჰერმანი | ||
ყალბი სანტა | ჯო ო'ბრაიანი | ||
მოსლი | ვარნი | გახმოვანება |
რესურსები ინტერნტეში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯონ რის-დეივისი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- სტატია სადავო განცხადებების შესახებ, 2004 წლის 18 იანვარი
- ენდრიუ ლი, " No Sean Penn დაარქივებული 2012-10-05 საიტზე Wayback Machine. ". ეროვნული მიმოხილვა . 2004 წლის 5 მარტი.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ John Rhys-Davies Biography (1944–). ციტირების თარიღი: 27 May 2009.
- ↑ John Rhys-Davis. ციტირების თარიღი: 27 May 2009.
- ↑ Mainwaring, Rachel. (20 June 2009) John Rhys-Davies tells of his family’s Alzheimer’s agony.
- ↑ Lord of the Rings star John Rhys-Davies says New Zealand show Fresh Eggs is a hoot (3 March 2019).
- ↑ Lord of the Rings star wants EU vote (29 January 2016).
- ↑ Jeannie Law (4 February 2020). "Hollywood actor John Rhys-Davies says Christianity's not irrelevant, has made the world better". Christian Post. Retrieved 13 February 2020.
- ↑ Lori Arnold (13 February 2020). "Lord of the Rings Star Says the World Owes Christianity 'the Greatest Debt of Thanks'". ChristianHeadlines.com. Retrieved 13 February 2020.
- ↑ [1] დაარქივებული 23 April 2005 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Ballinger, Lucy (18 January 2004). "Welsh star in race row". Wales on Sunday. Archived from the original on 21 May 2013. Retrieved 27 May 2009.
- ↑ BNP, Gimli battles for the West დაარქივებული 30 September 2007 საიტზე Wayback Machine. ()
- ↑ BNP, "Stand, men of the West" დაარქივებული 27 September 2007 საიტზე Wayback Machine. (), BNP Leaflet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 September 2007. ციტირების თარიღი: 2009-01-19.
- ↑ Camberly, Neil (7 January 2004). „The Lord of the Rings' GIMLI speaks up for the West“. National Vanguard. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 February 2007. ციტირების თარიღი: 27 May 2009.
- ↑ Leigh, Andrew. „No Sean Penn“. National Review. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 October 2012. ციტირების თარიღი: 27 May 2009.
- ↑ „John Rhys-Davies on Gimli, Brexit and rural hell“. RNZ National. 2019-02-15.
- ↑ Beyond the Mask - Official Website, January 2015.