შინაარსზე გადასვლა

ჰობიტი: ხუთი ლაშქრის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ჰობიტი: ხუთი ლაშქრის ბრძოლა“
ჟანრი ფენტეზი
რეჟისორი პიტერ ჯექსონი
პროდიუსერი ფრენ უოლში
კეროლაინ კენინგემი
ზეინ ვაინერი
პიტერ ჯექსონი
სცენარის ავტორი ფრენ უოლში
ფილიპა ბოიენსი
პიტერ ჯექსონი
გილერმო დელ ტორო
ეფუძნება „ჰობიტი“
ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი
როლებში
კომპოზიტორი ჰოვარდ შორი
ოპერატორი ენდრიუ ლესნი
სტუდია
დისტრიბუტორი Warner Bros. Pictures
გამოსვლის თარიღი
  • 12 დეკემბერი, 2014 (2014-12-12) (გაერთიანებული სამეფო)
  • 17 დეკემბერი, 2014 (2014-12-17) (აშშ)
  • 11 დეკემბერი, 2014 (2014-12-11) (ახალი ზელანდია)
ხანგრძლივობა 144 წთ.[1]
ქვეყანა
  • ახალი ზელანდია
  • ბრიტანეთი
  • აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 250 მილიონი აშშ დოლარი[2]
შემოსავალი 955.1 მილიონი აშშ დოლარი[3]

ჰობიტი: ხუთი ლაშქრის ბრძოლა (ინგლ. The Hobbit: The Battle of the Five Armies) — 2014 წლის ეპიკური ფენტეზის სათავგადასავლო ჟანრის ფილმი, რომლის რეჟისორია პიტერ ჯექსონი, ხოლო სცენარის ავტორები - ჯექსონი, ფრენ უოლში, ფილიპა ბოიენსი და გილერმო დელ ტორო. იგი არის მესამე და უკანასკნელი ნაწილი „ჰობიტის“ კინოტრილოგიაში, რომელიც ეფუძნება ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის ამავე სახელწოდების რომანს. მისი წინა ნაწილებია ჰობიტი: მოულოდნელი მოგზაურობა (2012) და ჰობიტი: სმაუგის ნაოხარი (2013). მესამე ნაწილს აწარმოებდნენ სტუდიები New Line Cinema, Metro-Goldwyn-Mayer და WingNut Films, ხოლო დისტრიბუტორია Warner Bros. Pictures. ფილმი გამოვიდა 2014 წლის 12 დეკემბერს ბრიტანეთში, ხოლო 2014 წლის 17 დეკემბერს - აშშ-ში.[4][5]

მსოფლიო მასშტაბით ფილმის შემოსავალმა 955 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ბილბო ბეგინსი, თორინ მუხისფარი და ჯუჯები კვლავ მარტოსულ მთაში იმალებიან. ამ დროს დრაკონი სმაუგი მიემართება ტბისპირა ქალაქისკენ, ვინაიდან დარწმუნებულია, რომ მის სამფლობელოში შემოჭრილები სწორედ იქიდან მოვიდნენ. ბარდი, რომელიც ტბისპირა ქალაქისთავმა გამოკეტა, საპყრობილედან გარბის და კლავს სმაუგს, რომელიც მთელ ქალაქს ცეცხლში გაახვევს, ხოლო ქალაქისთავი ცდილობს ქალაქის მთელი ოქროს საცავით დატოვებას. იგი გაქცევისას იღუპება.

ბარდი ეუბნება ხალხს, რომ ყველა უნდა დაიმალოს ქალაქ ველში. კილი ტაურიელს სიყვარულში გამოუტყდება. ოთხივე ჯუჯა ტოვებს ქალაქს და მარტოსული მთისკენ მიემართება. იქ კილის რაზმი პოულობს ბილბოს და აღმოაჩენს, რომ თორინმა ნატვრისთვალის ძიებისას დაკარგა საღი გონება. სინამდვილეში ბილბო პოულობს ნატვრისთვალს და მას თორინს უმალავს. შეშლილი თორინი ჯუჯების უბრძანებს, დაიცვან მთის სამეფოს კარი, რათა არავინ გავიდეს ან შემოვიდეს.

დოლ გულდურში გამომწყვდეულ განდალფს გადაარჩენს გალადრიელი. დასუსტებული ჯადოსანი რადაგასტს მიჰყავს, ხოლო ელრონდი და სარუმანი ებრძვიან ნაზგულებს. საურონი ჩნდება და ცდილობს გალადრიელის შეჩერებას, მაგრამ ჯადოსნობის გამოყენებით გალადრიელი ნაზგულებს ციხესიმაგრიდან განდევნის. ელრონდის აზრით, მათ სხვა ხალხებს მტრის დაბრუნების შესახებ უნდა შეატყობინონ, მაგრამ სარუმანი მიუთითებს, გალადრიელი წაიყვანოს და საურონთან საუბარს თავად აპირებს. აზოგი და მისი ჯარები ამ დროს უახლოვდებიან მარტოსულ მთას და ბოლგისგან შეიტყობენ, რომ ელფთა ლაშქარი თრანდუილის მეთაურობით ასევე ახლოს არის. აზოგი ბოლგს უბრძანებს გუნდაბადისკენ გადანაცვლებას და მეორე ლაშქრის მომზადებას. ლეგოლასი და ტაურიელი ბოლგს ფარულად მიჰყვებიან და იხილავენ ორკთა დიდ ლაშქარს და ომისთვის მომზადებულ ასეულობით ღამურას.

თრანდუილის ლაშქარი ველში ჩნდება. იგი ბარდთან ერთიანდება, ვინაიდან თორინის განძიდან სურს კუთვნილი ძვირფასი ქვებით მორთული ყელსაკიდის დაბრუნება. ბარდი ცდილობს თორინთან სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად მოლაპარაკებას, მაგრამ ჯუჯა ყოველგვარ შეთანხმებაზე უარს ეუბნება. განდალფი ველში ჩნდება. ბილბო იპარება ერებორიდან და ნატვრისთვალს თრანდუილსა და ბარდს გადასცემს. მეორე დღეს ბარდი უჩვენებს ქვას თორინს და ჯუჯა შეიტყობს ბილბოს ნამოქმედარზე. განრისხებული, იგი კინაღამ კლავს ჰობიტს. მაგრამ ბეგინსს იცავენ სხვა ჰობიტები და ბილბო განდალფთან მიდის. ამ დროს მთებში ჩნდება ჯუჯების ლაშქარი დაინ II რკინისტერფის მეთაურობით, რომელიც მზად არის, ელფებს შეუტიოს, მაგრამ ლაშქარს ამ დროს თავს ესხმიან აზოგის ორკები. მათი სხვა ნაწილი ველისკენ მიემართება.

მარტოსულ მთაში თორინი საბოლოოდ უმკლავდება შეშლილობას. ჯუჯების ნაწილი ეხმარება დაინის ლაშქარს, ხოლო თორინი ყორნების გორისკენ მიდის, დვალინთან, ფილისთან და კილისთან ერთად, აზოგის საბოლოოდ დასამარცხებლად. ტაურიელი, რომელიც თრანდუილმა განდევნა მას შემდეგ, რაც მან, ლეგოლასთან ერთად, ამცნო ბოლგის ჯარების შესახებ, მაინც მიემართება ყორნების გორისკენ. ბილბო ჯუჯების ორკების მეორე ლაშქრის შესახებ ამცნობს, მაგრამ მოგვიანებით, ბრძოლაში მოყოლილი, გონებადაკარგული ეცემა. თორინი ებრძვის აზოგს, ხოლო ფილი და კილი ტაურიელს ბოლგისგან იცავენ. ლეგოლასი ბოლგს კლავს. ბრძოლას უერთდებიან რადაგასტი, არწივები და ბეორნიც, რასაც ორკთა ლაშქრების კლება მოჰყვება. ბილბო გონს მოდის და აღმოაჩენს, რომ თორინმა აზოგი მოკლა, მაგრამ თავად სასიკვდილოდ იქნა დაჭრილი. იგი კვდება, მაგრამ ბეგინსს საბოლოოდ ურიგდება.

გულგატეხილი ლეგოლასი ტოვებს მამას, რათა შეხვდეს ერთ-ერთ დუნადანს. ბილნო ემშვიდობება თორინის რაზმის გადარჩენილ წევრებს და შაირისკენ განდალფთან ერთად მიემგზავრება. ჯადოსანი მას შაირის შესასვლელთან ემშვიდობება და უამბობს ბეჭდის შესახებ, თუმცა თავად ჯერ არ იცის, თუ რა ბეჭედია ეს. ბილბოს მოგზაურობა მთავრდება ბეგ ენდში დაბრუნებით, სადაც აღმოაჩენს, რომ სეკვილ-ბეგინსები აუქციონზე მის ქონებას ჰყიდიან.

ფილმი მთავრდება ბილბოს 111-ე დაბადების დღით, როდესაც მას კვლავ აკითხავს განდალფი.

ხუთი ლაშქრის ბრძოლის წარდგენა 2014 წლის SDCC-ზე.

ისევე, როგორც წინა ფილმების შემთხვევაში, ჰოვარდ შორი ფილმის მუსიკის ავტორია. ბილი ბოიდი, რომელიც „ბეჭდების მბრძანებელში“ პერეგრინ ტუკის როლს ასრულებს, არის ფილმისთვის შექმნილი სიმღერის „The Last Goodbye“ ავტორი და შემსრულებელი.[7]

ჰობიტი: ხუთი ლაშქრის ბრძოლა 2015 წლის 6 მარტს გამოვიდა ციფრული სახით. DVD და Blu-ray აშშ-ში გამოვიდა 2015 წლის 24 მარტს. [8][9][10][11] პირველ კვირას იგი გაყიდვების ჩარტის სათავეში მოექცა.[12]

ფილმის ვრცელი ვერსია DVD და Blu-ray ფორმატებში გამოვიდა 2015 წლის 17 ნოემბერს. მასში შეტანილი ფილმის ვერსია კინოთეატრებში ნაჩვენებთან შედარებით ვრცელია 20 წუთით.[13][14]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. The Hobbit: The Battle of the Five Armies (12A). British Board of Film Classification (28 November 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 დეკემბერი 2014. ციტირების თარიღი: 28 November 2014.
  2. Reese Witherspoon Isn’t Nice or Wholesome in Wild, and That’s What Makes It Great. Time. Time. ციტირების თარიღი: 9 December 2014.
  3. The Hobbit: The Battle of the Five Armies. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 6 აპრილი 2015.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Helen O'Hara. (24 April 2014) The Third Hobbit Is Now Subtitled The Battle Of The Five Armies. Empire Online. ციტირების თარიღი: 22 May 2014.
  5. Gina McIntyre. (24 April 2014) Peter Jackson renames ‘Hobbit’ finale: ‘Battle of the Five Armies’. The Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 22 May 2014.
  6. 6.0 6.1 6.2 Skipper, Ben. (24 April 2014) Hobbit Finale Renamed The Hobbit: The Battle of the Five Armies. International Business Times. ციტირების თარიღი: 22 May 2014.
  7. Our final trip to Middle-earth to finish with "The Last Goodbye" sung by Billy Boyd (20 October 2014). ციტირების თარიღი: 20 October 2014.
  8. The Hobbit: The Battle of the Five Armies home video release and Amazon pre-order. TheOneRing.net. ციტირების თარიღი: 17 February 2015.
  9. Own it on Digital HD March 3rd and BLU-RAY March 24th. Warner Bros. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 თებერვალი 2015. ციტირების თარიღი: 13 February 2015.
  10. Release dates revealed for ‘The Hobbit: The Battle of the Five Armies’ on Blu-ray, Digital HD, & DVD. ციტირების თარიღი: 17 February 2015.
  11. Scott, Mike. ‘On DVD: 'Unbroken,' 'The Hobbit: Battle of the Five Armies' and 'Into the Woods' make for busy home-video week. nola. ციტირების თარიღი: 2015-02-28.
  12. Thomas K. Arnold. (April 1, 2015) ‘Hobbit’ Leads Pack of New Home Video Releases. Variety. ციტირების თარიღი: April 2, 2015.
  13. Freeman, Molly (December 7, 2014). "‘Hobbit: The Battle of the Five Armies’ Extended Cut Features 30 Extra Minutes." ScreenRant.com. Retrieved September 1, 2015.
  14. Gary Collinson. (August 25, 2015) ‘Details on The Hobbit: The Battle of the Five Armies R-rated extended edition. flickeringmyth. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 9, 2015. ციტირების თარიღი: August 25, 2015.