შუახმელეთის ელფების სია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

აქ წარმოდგენილია ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმის ელფების სია.

სექციების სია

0–9

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აეგნორი: ფინარფინის ვაჟი და გალადრიელის უფროსი ძმა. დაიკარგა დაგორ ბრაგოლახის ომში.
  • ამარიე: ფინროდ ფელაგუნდის საყვარელი. იგი ვალინორში დარჩა, როდესაც ფინროდი ფეანორს შუახმელეთში გაჰყვა.
  • ამდირი: ამროთის მამა, ლორიენის მეფე მეორე ეპოქაში. მოკლული იქნა დაგორლადის ბრძოლაში. რისხვის ომის შემდეგ ამდირი ბელერიანდიდან თავის ძე, ამროთთან ერთად მოვიდა და ლორინანდში დასახლდა, სადაც მოგვიანებით სილვან ელფთა ბელადი გახდა. მშვიდობამ დაისადგურა, მაგრამ ნუმენორის აღსასრულისა და საურონის შუახმელეთში დაბრუნების შემდეგ ამდირი გილ-გალადის თხოვნით უკანასკნელი კავშირის ბრძოლაში ჩაერთო, თუმცა ნოლდორთა უმაღლეს მეფეს არ ემსახურებოდა. გალადრიმთა მცირე ლაშქრის მეთაურის სახით იგი შეუერთდა სილვან ელფთა ლაშქარს, რომელიც მეფე ოროფერს ექვემდებარებოდა. უკანასკნელი, სინდა, იმხანად ტყემწვანის (მოგვიანებით ბნელტევრის) მმართველი იყო. ნოლდორებთან შედარებით სილვანი ელფები სუსტად იყვნენ აღჭურვილი. დაგორლადის ბრძოლაში მათ დიდი დანაკარგი განიცადეს. ოროფერი და ამდირი, სხვებთან ერთად, მოწყდნენ მთავარ ლაშქრებს. ისინი მკვდარ ჭაობებში დაიმარხნენ.
  • ამრასი: ფეანორის ყველაზე უმცროსი ვაჟი, ამროდთან ერთად.
  • ამროდი: ფეანორის ყველაზე უმცროსი ვაჟი, ამრასთან ერთად.
  • ამროთი: ლოთლორიენის ყოფილი მბრძანებელი. ნიმროდელის ძიებისას დაიკარგა ზღვაში. მისი ადგილი გალადრიელმა და კელებორნმა დაიკავეს.
  • ანგროდი: ფინარფინის ვაჟი და ნოლდორთა მმართველი. ცნობილი იყო, როგორც გალადრიელისა და აეგნორის უმცროსი ძმა და ფინროდ ფელაგუნდის უფროსი ძმა. შეუერთდა შუახმელეთში ნოლდორთა გაქცევას. იქ ანგროდი, აეგნორთან ერთად დორთონიონში იყო გამაგრებული, როდესაც შედგა ბრძოლა დაგორ აგლარები. დაგორ ბრაგოლახში ორივე მოკლული იქნა. ცნობილი იყო ანგროდის ცოლიც, ელფი ელდალოტე (ელფური ყვავილი). მისი შვილი იყო ოროდრეთი, რომელიც მოგვიანებით ნარგოთრონდიდან გაიქცა. ამრიგად ანგროდი იყო გილ-გალადის, ოროდრეთის შვილის ბაბუა. ანგროდის სახელი წარმოადგენს ტელერულ ქუენიურ Angaráto სინდარულ ფორმას. იგი აღნიშნავს მის მძლავრ ხელებს - „დიდსულოვან რკინას“.
  • ანნაელი: მითრიმელი სინდა. იგი იყო ტუორის აღმზრდელი, როდესაც უკანასკნელი მითრიმში ცხოვრობდა. აღმოსავლელებისგან თავის გადარჩენისას ანნაელი მცირე ჯგუფს მიუძღვოდა ანდროთის გამოქვაბულებისკენ. მოგვიანებით გაიქცა დორ-ლომინიდან და ბელერიანდის შორეულ სამხრეთში კირდანს შეუერთდა.
  • არანუე: ნოლდო ფინგოლფინის სახლიდან. მისი ვაჟი იყო ვორონუე. ბევრი რამ მასზე ცნობილი არ არის. ვარაუდობენ, რომ იგი იყო კეთილშობილი გონდოლინიდან (მისი სახელი ნიშნავს „კეთილშობილს“).
  • არედელი: ბნელი ელფის, ეოლის ცოლი და მაეგლინის დედა. იხ. არედელი
  • არმინასი: კირდანის მიერ ნარგოთრონდში, პირველ ეპოქაში გაგზავნილი მაცნე. მასთან ერთად ასევე მგზავრობდა გელმირი. მათი ამოცანა იყო ნარგოთრონდის მეფისთვის, ფინროდისთვის შეეტყობინებინათ, რომ ხიდი ნარგოთრონდის სამეფოს წინ უნდა დანგრეულიყო. მაგრამ მათი გაფრთხილება უარყოფილი იქნა და ნარგოთრონდი დრაკონმა გლაურუნგმა დაამხო.