ჰობიტი: სმაუგის ნაოხარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ჰობიტი:
სმაუგის ნაოხარი“
ჟანრი ფენტეზი
რეჟისორი პიტერ ჯექსონი
პროდიუსერი ფრენ უოლში
კეროლაინ კენინგემი
ზეინ ვაინერი
პიტერ ჯექსონი
სცენარის ავტორი ფრენ უოლში
ფილიპა ბოიენსი
პიტერ ჯექსონი
გილერმო დელ ტორო
ნაწარმოები „ჰობიტი“
ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი
როლებში
კომპოზიტორი ჰოვარდ შორი
ოპერატორი ენდრიუ ლესნი
მონტაჟი ჯეიბეზ ოლსენი
სტუდია
დისტრიბუტორი Warner Bros. Pictures
გამოსვლის თარიღი
  • 2 დეკემბერი, 2013 (2013-12-02) (ლოს-ანჯელესი (პრემიერა))
  • 12 დეკემბერი, 2013 (2013-12-12) (ახალი ზელანდია)
  • 13 დეკემბერი, 2013 (2013-12-13) (ბრიტანეთი)
  • 13 დეკემბერი, 2013 (2013-12-13) (აშშ)
ხანგრძლივობა 161 წთ.[1]
ქვეყანა
  • ახალი ზელანდია
  • აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 225 მილიონი აშშ დოლარი[2]
შემოსავალი 960.366.855 აშშ დოლარი[3]
წინა ჰობიტი: მოულოდნელი მოგზაურობა
(2012)
შემდეგი ჰობიტი: ხუთი ლაშქრის ბრძოლა
(2012)

ჰობიტი: სმაუგის ნაოხარი (ინგლ. The Hobbit: The Desolation of Smaug) — რეჟისორ პიტერ ჯექსონის კინოტრილოგია „ჰობიტის“ მეორე ფილმი. იგი ეფუძნება ჯ.რ.რ. ტოლკინის რომანს „ჰობიტი“ (1937). მას მოჰყვება ფილმი „ჰობიტი: ხუთი ლაშქრის ბრძოლა“ (2014), კინოტრილოგიის დასასრული. პირველი ფილმი, „ჰობიტი: მოულოდნელი მოგზაურობა“, გამოვიდა 2012 წელს.

ფილმის სიუჟეტი აღწერს „მოულოდნელ მოგზაურობაში“ დაწყებული მოვლენების გაგრძელებას. ჰობიტი ბილბო ბეგინსი მოგზაურობს ჯადოსან განდალფი, ჯუჯა თორინ მუხისფარის და მისი თანმხლები ჯუჯების კომპანიაში მარტოსული მთისკენ, ბნელტევრის, ესგაროთის და ველის გავლით. მათი მიზანია დრაკონ სმაუგის მიერ მიტაცებული განძის დაბრუნება.

ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ იენ მაკ-კელენი, მარტინ ფრიმენი, რიჩარდ არმიტიჯი, ჯეიმზ ნესბიტი, კენ სტოტი, კეიტ ბლანშეტი, იენ ჰოლმი, კრისტოფერ ლი, ჰუგო უივინგი, ენდი სერკისი, ევანჯელინ ლილი, ბენედიქტ კამბერბეჩი, ლუკ ევანზი, მიკაელ პერსბრანდტი, სტივენ ფრაი, ლი პეისი და კონან სტივენსი.

„ჰობიტი: სმაუგის ნაოხარი“ გამოვიდა 2013 წლის 13 დეკემბერს.[4] ისევე, როგორც „მოულოდნელი მოგზაურობა“, იგი გერმანიაში ძირითად პრემიერამდე ერთი დღით ადრე გამოვიდა.[5] ისევე, როგორც წინამორბედი, ეს ფილმი გადაღებული იქნა წამში 48 კადრის სიხშირით.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ფილმის შესავალში ნაჩვენებია სერი. ფუნდუკ „ყალყზე შემდგარ პონიში“ ერთმანეთს ხვდებიან თორინ მუხისფარი და განდალფი. ჯადოსანი ცდილობს, დაარწმუნოს ჯუჯა ერებორის დაბრუნებაში. იგი მას სთავაზობს, მოძებნოს ქურდი, რომელიც დაეხმარება მთაში შეღწევაში.

ერთი წლის შემდეგ თორინსა და მის რაზმს მისდევს აზოგის რაზმი. ბილბო ბეგინსი ამჩნევს, რომ მათ დიდი დათვი უთვალთვალებს. მოგზაურები თავს ბეორნის სახლს აფარებენ. მათ აზოგი უთვალთვალებს, რომელიც იმავე ღამით ნეკრომანტის ბრძანებით დოლ გულდურში ბრუნდება. მას ენაცვლება მისი შვილი, ბოლგი. მეორე დღეს ბნელტევრთან განდალფი აღმოაჩენს წარწერას შავ ენაზე. იხსენებს რა გალადრიელის მიერ მოცემულ მითითებებს, იგი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ტოვებს მოგზაურებს და უთითებს, ტყიდან გასულებმა, ელოდონ მარტოსულ მთაში შესვლამდე. ტყეში მათ გზა აებნევათ და მოხვდებიან დიდი ობობების ტყვეობაში. ამ დროს ბილბო, ერთი ბეჭდის დახმარებით, უხილავი, მათ თავს ესხმის. ამავე დროს, იგი აღმოაჩენს, რომ ბეჭედს მის მფლობელზე უარყოფითი გავლენაც აქვს. ტროლთა სამალავიდან მოპოვებულ ხმალს იგი ნესტარს უწოდებს.

ტყეში ჩნდებიან ელფები, ლეგოლასისა და ელფი ქალის, ტაურიელის მეთაურობით. ისინი ანადგურებენ ყველა დარჩენილ ობობას, მაგრამ აპატიმრებენ ჯუჯებს და მიჰყავთ ელფთა მეფის, თრანდუილის სამეფოში, სადაც კილისა და ტაურიელს შორის თბილი ურთიერთობები ყალიბდება. თრანდუილი თორინს სთავაზობს გათავისუფლებას განძის წილის სანაცვლოდ. თორინი, ახსოვს რა სმაუგის მიერ ერებორის დაპყრობისას ელფთა ღალატი, უარს ეუბნება.

როდესაც ერთ-ერთი ზეიმისას ელფები თვრებიან და იძინებენ, უხილავი ბილბო იპარავს აწყობს პატიმართა გაქცევას ცარიელი კასრებით. მათ ელფები მისდევენ, გზად კი ბოლგი და ორკები ესხმიან. კილი დაჭრილია შხამიანი ისრით. თრანდუილის ბრძანების მიუხედავად, ტაურიელი ჯუჯებს ლეგოლასთან ერთად მისდევს. განდალფი და რადაგასტი ამ დროს იკვლევენ ნაზგულთა სამარხებს, რომლებიც ცარიელი აღმოჩნდება.

ჯუჯების რაზმს ესგაროთის მისადგომებთან შეხვდება ბარდი. თორინი ტბისპირა ქალაქისთავსა და მთელ მოსახლეობას აღუთქვამს ერებორის განძის ნაწილს. სანაცვლოდ მოგზაურებს ქალაქში თბილად ხვდებიან. ბარდი ეწინააღმდეგება ტბისპირა ქალაქისთავის პოლიტიკას და ჯუჯების მოგზაურობას. დაჭრილი კილი იძულებულია, ქალაქში დარჩეს, ოინთან, ფილისთან და ბოფურთან ერთად. აღმოჩნდება, რომ ბარდი ველის სამეფოს მემკვიდრეა და ფლობს უკანასკნელ შავ ისარს, რომელსაც შეუძლია სმაუგის განადგურება. ამასობაში განდალფი ბრუნდება დოლ გულდურში, სამხრეთით, ხოლო რადაგასტმა გალადრიელს უნდა აცნობოს დანგრეული სამარხების შესახებ. განდალფი დოლ გულდურში ორკებს აღმოაჩენს და პირისპირ ხვდება აზოგს, ისევე, როგორც ნეკრომანტს.

მარტოსულ მთასთან ბილბო აღმოაჩენს დამალულ კარს და არკენსტოუნის მოსაძიებლად შედის. იგი შემთხვევით აღვიძებს სმაუგს. ტბისპირა ქალაქში ბარდი დაპატიმრებულია. მისი შვილი, ბაინი, მალავს ისარს. კილის, ფილის, ოინს, ბოფურს და ბარდის ასულებს თავს ესხმიან ბოლგი და ორკები. ლეგოლასი და ტაურიელი მოგვიანებით ჩნდებიან და აძევებენ ორკებს. ლეგოლასი ებძრვის ბოლგს, ხოლო ტაურიელი დაჭრილ კილიზე ზრუნავს. განდალფი დამარცხებულია და ხედავს, თუ როგორ მიემართებიან აზოგი და ორკები მარტოსული მთისკენ. იგი საბოლოოდ მიხვდება, რომ ნეკრომანტი საურონია.

სმაუგის მიერ დევნისას ბილბო და ჯუჯები ცდილობენ დრაკონის გამდნარი ოქროთი მოკვლას. მიუხედავად ამისა, გაღიზიანებული დრაკონი ტოვებს მთას და გადაწყვიტავს, გაანადგუროს ტბისპირა ქალაქი და მისი ხალხი, რომელიც დაეხმარა ჯუჯებს. შეშინებული ბილბო უყურებს მას და ფიქრობს იმაზე, თუ რა გამოიწვიეს დრაკონის გაღვიძებით.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმის ძირითადი პერსონაჟები და მათი შემსრულებელი:

  • მარტინ ფრიმენი - ბილბო ბეგინსი: ფილმის მთავარი პერსონაჟი. განდალფმა და თორინ მუხისფარმა თავის კომპანიასთან ერთად იგი მარტოსული მთისკენ მოგზაურობისათვის აირჩიეს.
  • იენ მაკ-კელენი - განდალფ რუხი: ჯადოსანი, რომელმაც ბილბო ბეგინსი ჯუჯათა დასახმარებლად აირჩია. აგრეთვე თეთრი საბჭოს წევრი.
  • კეიტ ბლანშეტი - გალადრიელ: ელფი, ლოთლორიენის მბრძანებელი და თეთრი საბჭოს წევრი. იგი არ არის წარმოდგენილი ორიგინალურ რომანში, მაგრამ ნახსენებია რომანებში „ბეჭდების მბრძანებელი“ და „სილმარილიონი“.
  • ჰუგო უივინგი - ელრონდი: ნახევარ-ელფი, შუაველის მბრძანებელი, თეთრი საბჭოს წევრი.
  • კრისტოფერ ლი - სარუმან თეთრი: ჯადოსანი, იზენგარდის მბრძანებელი, თეთრი საბჭოს მეთაური. ისევე, როგორც გალადრიელი, იგი არ არის ნახსენები ორიგინალურ რომანში, მაგრამ ნახსენებია რომანებში „ბეჭდების მბრძანებელი“ და „სილმარილიონი“.
  • სილვესტერ მაკ-კოი - რადაგასტ ჟღალი: ჯადოსანი და თეთრი საბჭოს წევრი. განდალფი მას ახსენებს ორიგინალურ ნაწარმოებში, მაგრამ იგი ჩნდება მხოლოდ რომანში „ბეჭდების მბრძანებელი“.
  • მიკაელ პერსბრანდტი - ბეორნი: ადამიანი, რომელსაც შეუძლია დიდი დათვის ფორმის მიღება. რომანში იგი ცხოვრობს ცხოველებთან (ცხენები, ძაღლები, ძროხები და სხვები) ერთად ხის სახლში, რომელიც ნისლიან მთებსა და ბნელტევრს შორის მდებარეობს. ბეორნს სტუმრობენ განდალფი, ბილბო და 13 ჯუჯა. იგი მათ ეხმარება ერებორისკენ მოგზაურობისას. მოგზაურების მონათხრობიდან იგი დარწმუნდება, რომ შეუძლია, ენდოს მათ. 2010 წლის 3 დეკემბერს შვედურმა გაზეთმა Nöjesbladet გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ პერსბრანდტი მონაწილეობას მიიღებდა დაუზუსტებელ როლში.[6] 2010 წლის 7 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ იგი ბეორნს შეასრულებდა. ციტირებული იქნა პიტერ ჯექსონიც: „ბეორნის როლი მნიშვნელოვანია და მიკაელი იყო ჩვენი პირველი არჩევანი. მას შემდეგ, რაც მოვისმინეთ, თუ როგორ კითხულობდა როლის ტექსტს, სხვა მის ადგილს ვერ წარმოგვედგინა[7]“.
  • ლი პეისი - თრანდუილი: რომანში მითითებულია, როგორც „ელფთა მეფე“. იგი არის ბნელტევრის ჩრდილოეთი ნაწილის სამეფოს მმართველი. იგი აგრეთვე ლეგოლასის მამა არის. რომანში ჯუჯებს თრანდუილის მცველები იცავენ და მათ საპყრობილეში კეტავენ მას შემდეგ, რაც ჯუჯები უარს ამბობენ საკუთარი მიზნების გათქმაზე. წარმოების ადრეულ პერიოდში ამ როლის შემსრულებელი დაგ ჯონსი იყო, მაგრამ 2011 წლის 29 აპრილს ჯექსონმა Facebook-ზე დაწერა, რომ როლი პეისს გადაეცა. როლზე შერჩევის შესახებ ჯექსონმა განაცხადა: „ტოლკინის ამ მოთხრობებისთვის როლებზე შერჩევა ძალიან რთულია, განსაკუთრებით ელფთა პერსონაჟების და ლი ყოველთვის იყო უპირველესი არჩევანი თრანდუილის როლზე. იგი დიდებული იქნება. რამდენიმე წლის წინ ჩვენ მოგვეწონა მის მიერ შესრულებული როლი ფილმში „დაცემა“ და იმ დროიდან მასთან თანამშრომლობის იმედი გვქონდა. როდესაც პირველად განვიხილავდით, თუ ვინ იქნებოდა ამ როლში კარგი, ლი უმალვე გაგვახსენდა.[8][9]
  • ორლანდო ბლუმი - ლეგოლასი: ბნელტევრის ელფთა უფლისწული და თრანდუილის ძე. 2010 წლის 4 დეკემბერს Deadline-მა გამოაცხადა, რომ დაიწყო ბლუმთან მოლაპარაკებები ლეგოლასის როლის კვლავ შესრულებაზე.[10] 2011 წლის 25 აპრილს ბლუმმა განაცხადა, რომ იგი ჯექსონს დაუკავშირდა, რომელმაც მას სცენარის ასლი გადასცა. მან დასძინა, რომ იყო დიდი ალბათობა, რომ იგი დაბრუნდებოდა. ციტირებული იქნა მისი სიტყვები: „შემიძლია დავნაძლევდე...მაგრამ ამჟამად ამაზე ბევრი რამის თქმა არ შემიძლია, ვინაიდან ჯერჯერობით ბუნდოვანია. მაგრამ სიამოვნებით დავუბრუნდებოდი ამ საქმეს პიტერ ჯექსონთან ერთად. ეს პატივი იქნებოდა.“[11] 2011 წლის 27 მაისს პიტერ ჯექსონმა Facebook-ზე დაწერა, რომ ბლუმი დაბრუნდებოდა ლეგოლასის როლში.[12]
  • ევანჯელინ ლილი - ტაურიელი:[13] სპეციალურად ფილმისთვის გამოგონილი პერსონაჟი. ქალი-ელფი ბნელტევრიდან. იგი არის ელფთა მეფის, თრანდუილის გუშაგის მეთაური. მისი სახელი ნიშნავს „ტყის ასულს“. პიტერ ჯექსონმა დაადასტურა, რომ მასსა და ლეგოლასს შორის რომანტიკულ ურთიერთობებს ადგილი არ ექნება. ფილიპა ბოიენსმა განაცხადა, რომ „ჰობიტში“ ნამდვილად იქნება ქალი პერსონაჟი. „იგი ჩვენი წითურია. ამ მიზნით შევქმენით იგი. რათა ფილმში ენერგია, ქალური ენერგია შეგვეტანა. გვჯერა, რომ ეს ტოლკინის ტრადიციების დაცვით იქნება.“[14] ლილი, რომელიც 13 წლის ასაკიდან ტოლკინის წიგნების მოყვარულია,[15] გადიოდა მომზადების იარაღის გამოყენებაში, ისევე, როგორც ელფთა ენაში.[15][16]
  • კრეიგ ჰოლი - გელიონი: ელფთა მეფე თრანდუილის მსა­ხურ­თუფ­რო­სი, რომლის ღვინისადმი დიდმა სიყვარულმა ბილბოსა და ჯუჯების ბნელტევრიდან გაქცევას ხელი შეუწყო.
  • ლუკ ევანზი - მშვილდოსანი ბარდი/გირიონი:[17] ესგაროთელი, რომელიც დახელოვნებული იყო მშვილდ-ისრის გამოყენებაში. გირიონის მემკვიდრე, უძველესი ველის უკანასკნელი მეფე, რომელსაც „მკაცრს“ უწოდებენ. ევანზი როლზე ამბობდა, რომ იგი „ნამდვილად რთული იყო“, პერსონაჟის ფიზიკური ბუნების გამო.
  • სტივენ ფრაი - ტბისპირა ქალაქისთავი:[17] ადამიანთა წინამძღოლი ესგაროთში, ტბისპირა ქალაქში. „ჩემი პერსონაჟი არის შემოსავლის დიდი საშუალება...მე მაქვს მელოტი თავი, საშინელი პარიკი, ულვაში და წვერი და საშინელი ლაქებიანი კანი და საზიზღარი ფრჩხილები. მოკლედ, ეს არის არასასიამოვნო პერსონაჟი. ტლანქი და გაუმაძღარი“.[18]
  • რაიან კეიჯი - ალფრიდი: მდინარისპირა ქალაქისთავის მსახური. მას თავდაპირველად დროგო ბეგინსის, ფროდო ბეგინსის მამის როლი უნდა შეესრულებინა. ჯექსონი: „რაიანი ჩინებული მსახიობია, რომელიც სინამდვილეში მცირე როლს ასრულებდა, მაგრამ იგი ძალიან მოგვეწონა და უფრო დიდი, ალფრიდის როლზე გადავიყვანეთ“.
  • ჯონ ბელი - ბაინი: ბარდის შვილი. „თავდაჯერებული და გულადი, მზად არის, ბრძოლაში ჩაებას, თუ აუცილებელი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბიჭუნაა“.[19]
  • ბენედიქტ კამბერბეჩი - სმაუგი[20] და ნეკრომანტი: დრაკონი სმაუგი (აგრეთვე ცნობილი როგორც სმაუგ საზარელი და სმაუგ დიდებული) არის რომანის მთავარი უარყოფითი პერსონაჟი, რომელმაც ერებორში ჯუჯების აურაცხელი განძი მიითვისა და ახლოს მდებარე ტერიტორიები დაანგრია. იგი მთაში წლების მანძილზე იყო გაბატონებული. იგი ბოროტია და არემარე ნაოხარად აქვს ქცეული (ამის მიხედვით ფილმმა საკუთარი სახელწოდება შეიძინა), მაგრამ იგი აგრეთვე მგრძნობიარეა და ბილბოსთან რომანში ხანგრძლივი დიალოგი აქვს. ნეკრომანტი ბნელტევრში მდებარე დოლ გულდურის მმართველია. იგი არის იდუმალი გრძნეული, რომელსაც მკვდრების გამოცოცხლება შეუძლია. პერსონაჟი ნახსენებია და ოდნავ ნაჩვენებია ფილმში „მოულოდნელ მოგზაურობაში“, მაგრამ მეორე ფილმსა და უკანასკნელ ნაწილში („ხუთი ლაშქრის ბრძოლა“) უფრო მნიშვნელოვანი როლი ექნება.
  • მანუ ბენეტი - აზოგი: ორკი, თორინ მუხისფარის მთავარი მტერი. იგი არ არის ორიგინალურ რომანში. ტოლკინის ნაწერების მიხედვით, აზოგი ამ პერიოდში უკვე მოკლული იყო.
  • კონან სტივენსი - ბოლგი: ორკი, აზოგის შვილი.
  • ბენჯამინ მიტჩელი - ნარზუგი
ჯუჯების კომპანია

ფილმში აგრეთვე მონაწილეობს პიტერ ჯექსონი, რომელიც განმეორებით ასრულებს თავის როლს სერში (მამაკაცი სტაფილოთი). მისი შვილი ქეიტი ასრულებს ბარლიმენ ბატერბერის ცოლ ბეტსის, ჯეიმზ ნესბიტის შვილები პეგი და მერი ასრულებენ ფილმისთვის შექმნილი პერსონაჟების, ბარდის შვილების, ტილდასა და სიგრიდის როლებს. სტივენ კოლბერტი ოჯახთან ერთად და პროდიუსერი ზეინ ვაინერი წარმოდგენილები არიან ესგაროთის ჯაშუშების როლებში. მონტაჟის ავტორი ჯეიბეზ ოლსენი მეთევზის როლშია, ხოლო ალან ლი, კონცეპტუალური დიზაინერი ესგაროთელი მუსიკოსის სახით ჩნდება.

წარმოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმის დიდი ნაწილი გადაღებული იქნა 2012 წელს. გადაღებები 2012 წლის ივლისში დასრულდა, მაგრამ 2013 წლის მაისში ადგილი ჰქონდა დამატებითი კადრების, ისევე, როგორც მესამე ფილმის, ჰობიტი: ხუთი ლაშქრის ბრძოლა სცენების გადაღებას. საერთო ჯამში ეს 10 თვეს გაგრძელდა.[21][22][23]

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმის საუნდტრეკის ავტორია ჰოვარდ შორი. ფილმისთვის მას ასრულებს ახალი ზელანდიის სიმფონიური ორკესტრი. ორიგინალური ალბომი საუნტრეკით გამოიცა 2013 წლის ბოლოს, ფილმის გამოსვლამდე. მან ძირითადად დადებითი შეფასებები მიიღო, განსაკუთრებით, ორიგინალური და ახალი მუსიკალური თემებისთვის.

ფილმისთვის მთავარი სიმღერა, "I See Fire", დაიწერა ედ შირანის მიერ.[24] სიმღერის გამოვიდა iTunes-ზე, 2013 წლის 5 ნოემბერს.[25]

გამოშვება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარკეტინგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბენედიქტ კამბერბეჩი ფილმის პრემიერაზე ლოს-ანჯელესში

მეორე ფილმის დეტალების შესახებ პიტერ ჯექსონმა ისაუბრა 2013 წლის 24 მარტს, სპეციალურ ონლაინ გადაცემაში.[26] ფილმის ჰობიტი: მოულოდნელი მოგზაურობა DVD გამოცემებს ახლდა კოდი, რომლითაც შესაძლებელი იყო ამ ვიდეოს ხილვა.[26] ტრანსლირებისას ცნობილი გახდა სიუჟეტის დეტალები. ჯექსონმა ისაუბრა ტაურიელის როლის შესახებ.[26] მან აგრეთვე აჩვენა სცენა, რომელშიც განდალფი და რადაგასტი შედიან ნანგრევებში და პოულობენ ბეჭდის-აჩრდილების დანგრეულ სამარხებს.[26]

ფილმის პირველი ტრეილერი გამოვიდა 2013 წლის 11 ივნისს.[27] 2013 წლის 4 ნოემბერს გამოვიდა 3 წუთიანი ვრცელი ტრეილერი/აწყვეტი, რომელშიც შეტანილი იყო ახალი კადრები. გამოაშკარავდა სიუჟეტის ძირითადი მომენტებიც.[28][29] 2013 წლის 4 ნოემბერს ნიუ-იორკში გაიმართა სპეციალური ღონისძიება მოყვარულთათვის, რომელშიც მონაწილეობდნენ პიტერ ჯექსონი, ჯედ ბროფი, ევანჯელინ ლილი, ლი პეისი, ორლანდო ბლუმი, ლუკ ევანზი, ენდი სერკისი და რიჩარდ არმიტიჯი.[30][31]

მარტინ ფრიმენი, რიჩარდ არმიტიჯი, ბენედიქტ კამბერბეჩი, ლუკ ევანზი, ევანჯელინ ლილი, პიტერ ჯექსონი, ორლანდო ბლუმი და იენ მაკკელენი მონაწილეობდნენ პრეს-ტურნეში, ჩნდებოდნენ რა ტოკ-შოუებზე და აძლევდნენ ინტერვიუებს ფილმის გამოსვლამდე.

პრემიერა კინოთეატრებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმის პრემიერა გაიმართა ლოს-ანჯელესის Dolby Theatre-ში, 2013 წლის 2 დეკემბერს,[32][33][34] ხოლო მსოფლიო მასშტაბით ფილმი გამოვიდა 2013 წლის 11 დეკემბერს. ბრიტანეთსა და აშშ-ში იგი გამოვიდა 2013 წლის 13 დეკემბერს.[4]

მედია გამოცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰობიტი: სმაუგის ნაოხარი გამოვიდა DVD, Blu-ray და Blu-ray 3D ფორმატებში ბრიტანეთში 2014 წლის 7 აპრილს. [35] 2014 წლის 8 აპრილს იგი აშშ-ში გამოვიდა.[36]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Hobbit: The Desolation of Smaug (2013). British Board of Film Classification. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 11, 2013. ციტირების თარიღი: December 21, 2013.
  2. Jessica Gelt. 'The Hobbit: The Desolation of Smaug' is king of the box office. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: December 21, 2013.
  3. The Hobbit: The Desolation of Smaug. Box Office Mojo. Amazon.com. ციტირების თარიღი: 5 თებერვალი 2014.
  4. 4.0 4.1 The Hobbit Worldwide Release Dates. TheHobbit.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 9, 2014. ციტირების თარიღი: December 21, 2013.
  5. Der Hobbit 2: Erster Trailer zeigt den Drachen Smaug. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-21. ციტირების თარიღი: 2013-08-24.
  6. Update: Swedish actor Mikael Persbrandt cast in ‘The Hobbit'?. TheOneRing.net (3 December 2010). ციტირების თარიღი: 2011-05-01.
  7. „TORN Exclusive: Cate Blanchett, Ken Stott, Sylvester McCoy, Mikael Persbrandt join cast of Peter Jackson’s ‘The Hobbit’“. TheOneRing.net. 7 December 2010. ციტირების თარიღი: 2010-12-07.
  8. Jackson, Peter. (30 April 2011) Casting news!. Facebook. ციტირების თარიღი: 30 April 2011.
  9. Gonzalez, Sandra. (2 May 2011) Lee Pace cast in 'The Hobbit.' Our hopes for his comeback grow. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-04. ციტირების თარიღი: 2011-05-02.
  10. Fleming, Michael ‘Mike’ (4 December 2010). „Orlando Bloom Close To Legolas Reprise In 'The Hobbit?'. Deadline Hollywood. ციტირების თარიღი: 2010-12-04.
  11. „Orlando Bloom Says It's A Good 'Bet' He'll Be In 'The Hobbit'. MTV. 25 April 2011. ციტირების თარიღი: 2011-04-30.
  12. „Orlando Bloom Joins the Cast of ‘The Hobbit’“, Facebook, http://www.facebook.com/notes/the-hobbit/orlando-bloom-joins-the-cast-of-the-hobbit/205391369496476.
  13. Sims, Andrew. (5 June 2013) 'The Hobbit: The Desolation of Smaug': First look at Evangeline Lilly as new character Tauriel. Hypable. ციტირების თარიღი: 20 August 2013.
  14. „Full transcript of Comic-Con Hobbit Panel Q&A!“. TheOneRing.net. 19 June 2011. ციტირების თარიღი: 2012-06-16.
  15. 15.0 15.1 "Actress Evangeline Lilly discusses taking on the role of Tauriel in The Hobbit" დაარქივებული 2016-01-09 საიტზე Wayback Machine. . Hobbit Movie News. September 19, 2011
  16. "Evangeline Lilly Reveals Her Fears About Her 'Hobbit' Character". Access Hollywood. October 3, 2011
  17. 17.0 17.1 Wood, Daniel. (May 14, 2013) The Hobbit: First look at Bard the Bowman, Tauriel and other new characters. Yahoo! Movies. ციტირების თარიღი: August 20, 2013.
  18. Papamichael, Stella. (16 December 2011) 'Sherlock Holmes's Stephen Fry: 'I ate testicles for The Hobbit'. Digital Spy. ციტირების თარიღი: 2011-12-27.
  19. John Bell discusses his role in ‘A shine of rainbows’ available now on DVD. Hollywood Teen 'Zine (14 December 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-11. ციტირების თარიღი: 2011-12-14.
  20. Sims, Andrew. (13 May 2013) Benedict Cumberbatch reveals how he convinced Peter Jackson to motion capture Smaug. Hypable. ციტირების თარიღი: 20 August 2013.
  21. The Hobbit filming to start again in NZ. Television New Zealand (May 20, 2013). ციტირების თარიღი: August 20, 2013.
  22. Gicas, Peter. (May 22, 2013) The Hobbit Trilogy Resumes Final Filming, Director Peter Jackson Posts Photo on Facebook. E!. ციტირების თარიღი: August 20, 2013.
  23. Hobbit set fires up for new movie shoot. stuff.co.nz (7 June 2013). ციტირების თარიღი: 20 August 2013.
  24. Ed Sheeran unveils 'The Hobbit' song 'I See Fire' music video - watch. Digital Spy (7 November 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ნოემბერი 2013. ციტირების თარიღი: 7 November 2013.
  25. Sheeran, Ed. (November 4, 2013) I very happy to announce I have written and recorded the end credits song for the new Hobbit movie 'The Desolation of Smaug'. Twitter. ციტირების თარიღი: November 5, 2013.
  26. 26.0 26.1 26.2 26.3 The Hobbit: Desolation Of Smaug Preview Footage - Details And Live Blog - Bleeding Cool Comic Book, Movies and TV News and Rumors. Bleeding Cool (March 24, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 20, 2013. ციტირების თარიღი: November 28, 2013.
  27. The First Trailer for The Hobbit: The Desolation of Smaug is Here!. ComingSoon.net (June 11, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 20, 2013. ციტირების თარიღი: November 28, 2013.
  28. 'They are in grave danger': New trailer for Desolation of Smaug hints at a darker times ahead for The Hobbit. Daily Mail (November 4, 2013). ციტირების თარიღი: November 5, 2013.
  29. Watch trailer #3 "sneak peek" for The Hobbit: The Desolation of Smaug!. The Onering.net (November 4, 2013). ციტირების თარიღი: November 5, 2013.
  30. All the spoilery details from the 20 minutes of previously unseen footage screened at The Desolation of Smaug Fan Event. TheOnering.net (November 5, 2013). ციტირების თარიღი: November 7, 2013.
  31. Transcript of The Hobbit: Desolation of Smaug Fan Event. TheOnering.net (November 5, 2013). ციტირების თარიღი: November 7, 2013.
  32. No Welly premiere for second Hobbit film. Stuff.co.nz (June 10, 2013). ციტირების თარიღი: August 20, 2013.
  33. Evangeline weaves her magic spell at The Hobbit: The Desolation Of Smaug premiere as she cuddles up to Orlando Bloom. Daily Mail (December 3, 2013). ციტირების თარიღი: December 4, 2013.
  34. The Hobbit: The Desolation of Smaug Premiere. The Hollywood Reporter (December 3, 2013). ციტირების თარიღი: December 4, 2013.
  35. Brew, Simon. (February 19, 2014) The Hobbit: The Desolation Of Smaug DVD & Blu-ray release date. Den of Geek. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 7, 2015. ციტირების თარიღი: February 23, 2014.
  36. Chitwood, Adam. (February 18, 2014) THE HOBBIT: THE DESOLATION OF SMAUG Blu-ray Details Revealed; Set for April 8th Release in the U.S.. Collider. ციტირების თარიღი: February 18, 2014.