კარლ ურბანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კარლ ურბანი
Karl Urban by Gage Skidmore 2.jpg
ურბანი 2017 წელს
მშობლიური სახელი Karl Urban
დაბადების სახელი კარლ-ჰაინც ურბანი
დაბადების თარიღი 7 ივნისი, 1972 (1972-06-07) (48 წლის)[1]
ველინგტონი, ახალი ზელანდია
მოქალაქეობა ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1990-დღემდე
მეუღლე(ები) ნატალი ვიჰონგი (იქ. 2004; განქ. 2014)
პარტნიორ(ებ)ი კეტი საკჰოფი
(2014–2018)
შვილ(ებ)ი 2

კარლ-ჰაინც ურბანი (ინგლ. Karl-Heinz Urban; დ. 7 ივნისი, 1972) — ახალზელანდიელი კინოსა და თეატრის მსახიობი, კინომსახიობთა გილდიის პრემიის ლაურეატი. სახელი გაითქვა ჰოლივუდურ ფილმებში მონაწილეობით.

კარლ-ჰაინც ურბანი დაიაბადა ახალი ზელადიის დედაქალაქ ველინგტონში, ტყავის საწარმოს მფლობელი გერმანელი ემიგრანტის ოჯახში.[2] რვა წლის იყო, როდესაც პირველად გამოჩნდა ტელევიზიაში. 1986-1990 წლებში სწავლობდა ველინგტონის კოლეჯში.[2] შემდგომში ჩაირიცხა დედოფალ ვიქტორიას სახელობის ველინგტონის უნივერსიტეტში, თუმცა ერთი წლის შემდეგ სწავლას თავი ანება და სამსახიობო კარიერას მიჰყო ხელი. მომდევნო წლებში მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ახალზელანდიურ ტელესერიალში, პარალელურად მოღვაწეობდა თეატრშიც.

მისი დებიუტი ჰოლივუდში შედგა 2002 წლის საშინელებათა ფილმში „გემი-მოჩვენება“. მას შემდეგ განასახიერა როლები რიგ მაღალბიუჯეტიან ფილმებში, მათ შორისაა ეომარის როლი „ბეჭდების მბრძანებლის“ სერიის პირველ და მეორე ნაწილში; ლეონარდ მაკოის როლი „ვარსკვლავური გზის“ სამ ფილმში — „ვარსკვლავური გზა“ (2009), „ვარსკვლავური გზა: ბნელში“ (2013) და „ვარსკვლავური გზა: უსასრულობა (2016); ვააკოს როლი „რიდიკის ქრონიკების“ ორ ფილმში და მსაჯული დრედის როლი ფილმში „დრედი“ (2012). 2019 წლიდან ურბანი ასახიერებს ბილი ბატჩერის როლს Amazon Prime Video-ის ტელესერიალში „ბიჭები“.[3]

2004 წლის 16 სექტემბერს იგი დაქორწინდა პროფესიით გრიმიორ ნატალი ვიჰონგზე,[4] ვისთანაც ეყოლა ორი შვილი — ჰანტერი და ინდიანა.[5][6] 2014 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა.[7] 2014-2018 წლებში ურბანს ურთიერთობა ჰქონდა მსახიობ კეტი საკჰოფთან.[8]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1990 ზვიგენი პარკში Shark in the Park როან მერდოკი
1992 გზა შინისაკენ Homeward Bound ტიმ ჯონსტონი
1992 ჩუნუკ ბაირი Chunuk Bair ველიგტონის პოლკის ჯარისკაცი
1993 თეთრი ეშვი White Fang დევიდი
1993–1994 შორტლენდ-სტრიტი Shortland Street ჯეიმი ფორესტი
1995 Riding High ჯეიმზ ვესტვუდი
1996 ჰერაკლე საოცარი მოგზაურობა Hercules: The Legendary Journeys კუპიდონი
1996 ქსენა: მებრძოლი პრინცესა Xena: Warrior Princess მაელი
1997 Amazon High კორი
1997 ქსენა: მებრძოლი პრინცესა Xena: Warrior Princess იულიუს კეისარი
1997 ქსენა: მებრძოლი პრინცესა Xena: Warrior Princess კუპიდონი
1998 ჰერაკლეს საოცარი მოგზაურობა Hercules: The Legendary Journeys იულიუს კეისარი
1998 წინასწარმეტყველება Heaven მენაგვე
1998 Via Satellite პოლი
2000 ქსენა: მებრძოლი პრინცესა Xena: Warrior Princess კორი
2000 The Privateers კაპიტანი ერან დრევიკი
2000 დემონები The Irrefutable Truth about Demons ჰარი ბალარდი
2000 რძის ფასი The Price of Milk რობი
2002 გემი-მოჩვენება Ghost Ship მანდერი
2002 ბეჭდების მბრძანებელი: ორი ციხე-კოშკი The Lord of the Rings: The Two Towers ეომერი
2003 ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება The Lord of the Rings: The Return of the King ეომერი
2004 რიდიკის ქრონიკები The Chronicles of Riddick ვააკო
2004 ბორნის უპირატესობა The Bourne Supremacy კირილი
2005 დუმი Doom ჯონ გრიმი
2006 Out of the Blue ნიკ ჰარვი
2007 გზამკვლევი Pathfinder აჩრდილი
2008 კომანჩების ღამე Comanche Moon ვუდროუ კოლი
2009 ვარსკვლავური გზა Star Trek ლეონარდ მაკოი
2009 Black Water Transit ერლ პაიკი
2010 და წყვდიადი დაისადგურებს And Soon the Darkness მაიკლი
2010 რედი Red უილიამ კუპერი
2011 მღვდელი Priest შავი ქუდი
2012 დრედი Dredd მსაჯული დრედი
2013 ვარსკვლავური გზა: ბნელში Star Trek Into Darkness ლეონარდ მაკოი
2013 რიდიკი Ridick ვააკო
2013 თითქმის ადამიანი Almost Human ჯონ კენექსი
2013 გასეირნება დინოზავრებთან ერთად Walking with Dinosaurs ზაკი
2014 სხვენი The Loft ვინსენტ სტივენსი
2016 ვარსკვლავური გზა: უსასრულობა Star Trek Beyond ლეონარდ მაკოი
2016 პიტის დრაკონი Pete's Dragon გევინი
2017 თორი: რაგნაროკი Thor: Ragnarok სკურჯი/ჯალათი
2017 შურისძიება Acts of Vengeance ჰენკ სტროუდი
2017 ჯალათი Hangman დეტექტივი უილ რუნი
2018 მიდრეკილება Bent დენი გალაჰერი
2019–- ბიჭები The Boys ბილი ბატჩერი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Miami Herald: Search Results“. 7 ივნისი, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  2. 2.0 2.1 Dixon, Greg (18 ივლისი, 2000). „Karl Urban - The price of fame“ (ინგლისური). NZ Herald. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  3. Karl Urban to Star in Amazon Superhero Drama Series 'The Boys'.
  4. Karl Urban Online. Karl Urban Online. ციტირების თარიღი: 2011-08-21.
  5. Natalie on Instagram: “Happy 17th Hunter, couldn’t be prouder. Thank you thank you for choosing me”. Instagram. ციტირების თარიღი: 2018-12-12.
  6. Natalie on Instagram: “Baby boy #13”. Instagram. ციტირების თარიღი: 2018-12-12.
  7. „Karl Urban and wife separate“. The New Zealand Herald. 2014-06-28. ციტირების თარიღი: 2018-04-07.
  8. Glucina, Rachel. (2015-01-09) The Diary: Karl Urban's new romance gets serious. The New Zealand Herald. ციტირების თარიღი: 2018-04-07.