ბეჭდების მბრძანებელი: ბეჭდის საძმო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბეჭდის საძმო (ფილმი))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბეჭდების მბრძანებელი (მრავალმნიშვნელოვანი).
ბეჭდების მბრძანებელი:
ბეჭდის საძმო
რეჟისორი პიტერ ჯექსონი
პროდიუსერი
სცენარის ავტორი
ეფუძნება ბეჭდის საძმო
- ჯ.რ.რ. ტოლკინი
როლებში
მუსიკა ჰოვარდ შორი
ოპერატორი ენდრიუ ლესნი
მონტაჟი ჯონ გილბერტი
მხატვარი ალან ლი, ჯონ ჰაუ
მწარმოებელი კომპანია
დისტრიბუტორი New Line Cinema
გამოსვლის თარიღი
  • 10 დეკემბერი 2001 (2001-12-10) (Odeon Leicester Square)
  • 19 დეკემბერი 2001 (2001-12-19) (ჩრდილოეთი ამერიკა)
  • 20 დეკემბერი 2001 (2001-12-20) (ახალი ზელანდია)
ხანგრძლივობა 178 წთ.[1]
(კინოთეატრებში)
228 წთ.
(ვრცელი)
ქვეყანა
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 93 მილიონი აშშ დოლარი[3]
შემოსავალი 871.5 მილიონი აშშ დოლარი[3]

ბეჭდების მბრძანებელი: ბეჭდის საძმო“ (ინგლ. The Lord of the Rings: The Fellowship of the Ring) — 2001 წლის ფენტეზის ჟანრის ფილმი, გადაღებული რეჟისორ პიტერ ჯექსონის მიერ. იგი ეფუძნება ჯ.რ.რ. ტოლკინის რომანის „ბეჭდების მბრძანებელი“ პირველ ნაწილს, „ბეჭდის საძმოს“[4][5][6]. ბეჭდის საძმო პირველიად პირველი ტრილოგიაში, რომელშიც აგრეთვე შედის ორი ციხე-კოშკი (2002) და მეფის დაბრუნება, დაფუძნებული ორიგინალური ნაწარმოების მეორე და მესამე ტომზე.

ფილმის მოქმედება შუახმელეთში მიმდინარეობს. ბნელი მბრძანებელი საურონი (სალა ბეიკერი) ეძებს მმართველ ბეჭედს. ბეჭედი მოხვდა ახალგაზრდა ჰობიტ ფროდო ბეგინსთან (ელაიჯა ვუდი). შუახმელეთის ბედი ფროდოს და მისი რვა მეგობრის ხელშია. მათი მონაწილეობით ყალიბდება ბეჭდის საძმო. ისინი მიემართებიან ბედისწერის მთისკენ, მორდორში, რადგან, მხოლოდ იქ შეიძლება ბეჭდის განადგურება.

გამოვიდა რა 2001 წლის 10 დეკემბერს, ფილმმა კრიტიკოსების და მოყვარულების მაღალი შეფასებები დაიმსახურა. იგი აღიარეს, როგორც კინოწარმოების მწვერვალი და მიღწევა ფენტეზის ჟანრის კინოფილმებს შორის. ბეჭდის საძმო 2015 წლისთვის კვლავ ხვდებოდა ამა თუ იმ კრიტიკოსის მიერ შედგენილ ყველა დროის საუკეთესო ფენტეზი ფილმების სიებში. მას აგრეთვე დიდი კომერციული წარმატება ხვდა წილად, მსოფლიო მასშტაბით 871 მილიონი აშშ დოლარის შემოსავლით. აშშ-ში და მსოფლიოში იგი 2001 წლის რიგით მეორე ყველაზე შემოსავლიანი ფილმი იყო (ჰარი პოტერის და ფილოსოფიური ქვის შემდეგ). 2017 წლის იანვრისთვის ბეჭდის საძმო იყო ყველა დროის რიგით 50-ე ფილმი მსოფლიო შემოსავალის მიხედვით, ინფლაციის გათვალისწინების გარეშე.

ოსკარის 74-ე დაჯილდოებაზე ბეჭდის საძმო ნომინირებული იყო რამდენიმე კატეგორიაში, მათ შორის — საუკეთესო ფილმის, საუკეთესო რეჟისორის და მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციებზე (იენ მაკ-კელენი), მიიღო რა ოთხი ოსკარი საუკეთესო ოპერატურისთვის, საუკეთესო გრიმისთვის, საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის და საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის. სპეციალური ვრცელი გამოცემა DVD-ზე გამოვიდა 2002 წლის 12 ნოემბერს, ხოლო Blu-ray-ზე — 2011 წლის 28 ივნისს. 2007 წელს ამერიკის კინოინსტიტუტმა ბეჭდის საძმო 100 უდიდესი ამერიკული ფილმის სიის #50 პოზიციაზე დაასახელა, ისევე, როგორც 10 Top 10-ში — ყველა დროის მეორე უდიდეს ფენტეზი ფილმად. ჟურნალის Empire 2008 წელს შედგენილ ყველა დროის 500 უდიდესი ფილმის სიაში ბეჭდის საძმო #24 ადგილს იკავებს.[7]

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შუახმელეთის მეორე ეპოქაში ბნელი მბრძანებელი საურონი ბედისწერის მთაში ქმნის მმართველ ბეჭედს, რათა დაიმორჩილოს შუახმელეთი და მართოს სხვა ბეჭდები, რომლებსაც ფლობენ ელფები, ჯუჯები და ადამიანები. ელფების და ადამიანების გაერთიანებული ჯარები საურონის ძალებს მორდორთან უპირისპირდებიან, სადაც გონდორის უფლისწული ისილდური საურონს ხმალ ნარსილით თითს მოჰკვეთს და მასთან ერთად - ბეჭედს. საურონი ფიზიკურად დროებით ქრება, ხოლო ბეჭდის ბოროტი ძალა ისილდურს რყვნის და უკანასკნელი მას არ ანადგურებს ბედისწერის მთაში. მოგვიანებით უფლისწულს კლავენ ორკები. ბეჭედი იკარგება 2500 წლით, შემდეგ კი ნაპოვნია სმეაგოლის, რომელიც მას ხუთი საუკუნის განმავლობაში ატარებს და საზარელ გოლუმად იქცევა. გოლუმისგან კი იგი გადადის ჰობიტ ბილბო ბეგინსის ხელში.

თექვსმეტი წლის შემდეგ მაზრაში ბილბოს 111-ე დაბადების დღეს აღნიშნავენ. ჰობიტს ეწვევა ძველი მეგობარი, განდალფ რუხი. ბილბო გამოუტყდება, რომ აპირებს მაზრის დატოვებას და კიდევ ერთხელ მოგზაურობას, ამიტომ, მთლიან მემკვიდრეობასთან ერთად ბეჭედს დაუტოვებს ძმისწულ ფროდო ბეგინსს. განდალფი შეისწავლის ბეჭედს, აღმოაჩენს რა მის ნამდვილ წარმოშობას და ფროდოს აფრთხილებს. შეიტყობს რა, რომ გოლუმი ორკებმა აწამეს და აიძულეს, ეთქვა, თუ ვის ჰქონდა ბეჭედი, განდალფი ფროდოს მაზრის დატოვებისკენ უბიძგებს, მებაღის, სემუაიზ გემჯის თანხლებით. განდალფი იზენგარდისკენ მიემართება, სადაც სარუმან თეთრს, ჯადოსანთა ორდენის მეთაურს ხვდება, მაგრამ აღმოაჩენს, რომ იგი შეკრულია საურონთან, რომელმაც ფროდოს საძებნელად ბეჭდის-აჩრდილები გამოუშვა. ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ სარუმანი განდალფს საკუთარ ციხე-კოშკში ამწყვდევს. ფროდოს და სემს უერთდებიან მეგობრები, ჰობიტები მერიადოკ ბრენდიბაკი და პერეგრინ ტუკი. ბეჭდის-აჩრდილებისგან გაქცევის შემდეგ, ისინი მოხვდებიან სერში, სადაც განდალფთან შეხვედრის იმედი აქვთ, მაგრამ გაიცნობენ მაწანწალას, ჯადოსანის მეგობარს, რომელიც მათ შუაველისკენ გაუძღვება.

გზად ჰობიტებს თავს ესხმიან ბეჭდის-აჩრდილები, მათგან ერთ-ერთი კი ფროდოს მორგულის სამართებლით დაჭრის. არუენი, ელფი და მაწანწალას შეყვარებული, ფროდოს დასახმარებლად მოდის და შუაველში მიჰყავს, სადაც ჰობიტს მოარჩენენ. ფროდო ხვდება განდალფს, რომელიც უამბობს, თუ როგორ დაიხსნა თავი არწივის დახმარებით მოღალატე სარუმანის ტყვეობიდან. ჰობიტი აგრეთვე შეხვდება ბიძამისს, ბილბოს. არუენის მამა, ელრონდი მართავს საბჭოს, რომელზეც გადაწყდება, რომ ბეჭედი საბოლოოდ უნდა წაიღონ მორდორში და გაანადგურონ ბედისწერის მთაში. სანამ საბჭოს დანარჩენი მონაწილეები კამათობენ, ფროდო თავად გამოთქვამს სურვილს, წაიღოს ბეჭედი. მას უერთდებიან განდალფი, სემი, მერი, პიპინი, ელფი ლეგოლასი, ჯუჯა გიმლი, გონდორელი ბორომირი და მაწანწალა, რომელიც აღმოჩნდება არაგორნი, ისილდურის მემკვიდრე და გონდორის კანონიერი მეფე. ბილბო ფროდოს გადასცემს თავის ძველ ხმალს, ნესტარს და მითრილის პერანგს. ბეჭდის საძმო შუაველს ტოვებს, მაგრამ გზად სარუმანის მიერ მოვლენილი ჯადოსნური ძალით, იძულებულია, გზა მორიაში გაიკვლიოს.

საძმო აღმოაჩენს, რომ ყველა ჯუჯა მორიაში მოკლულია. მათ თავს ესხმიან ორკები და გამოქვაბულის ტროლი. მტერს იგერიებენ, მაგრამ გზად მორიიდან გასასვლელისკენ უძველესი დემონი ბალროგი აედევნებათ. განდალფი მას ამარცხებს და ქვესკნელში აგდებს, მაგრამ ბალროგის ცეცხლოვანი შოლტი ჯადოსანს თან ითრევს და მასთან ერთად წყვდიადში ქრება. დამწუხრებული საძმოს დარჩენილი ნაწილი, უკვე არაგორნის მეთაურობით, ლოთლორიენამდე, კელებორნის და გალადრიელის სამფლობელომდე აღწევს. გალადრიელი სხვებისგან ფარულად ფროდოს ეუბნება, რომ მხოლოდ მას შეუძლია დასახული ამოცანის შესრულება, მაგრამ ერთ-ერთი თანმხლები შეეცდება ბეჭდის წართმევას. ამასობაში სარუმანი ქმნის ურუკ-ჰაების ლაშქარს, რომელიც საძმოს საძებნელად მიემართება.

საძმო ლოთლორიენს პართ გალენით ტოვენს. ერთ-ერთი შესვენებისას ფროდო ტყეში დადის. მას ბორომირი ხვდება, რომელიც, სასოწარკვეთილი, ბეჭდის წართმევას ცდილობს. ეშინია რა, რომ ბეჭედი მის სხვა მეგობრებსაც გონებას დაუბნელებს, ჰობიტი გადაწყვიტავს, იმოგზაუროს ყველა დანარჩენის გარეშე. სხვა წევრები ებრძვიან ურუკ-ჰაების ლაშქარს. უკანასკნელები იტაცებენ მერის და პიპინს, ხოლო ბორომირი მათი მეთაურის მიერ სასიკვდილოდ არის დაჭრილი. მეთაურის მოკვლის შემდეგ არაგორნი, საძმოს დარჩენილ წევრებთან ერთად, გონდორის უფლისწულის ცხედარს ასვენებს ნავში და ანდუინის დინებას აყოლებს. გაქცეულ ფროდოს აედევნება სემი, რომელიც ეუბნება, თუ როგორ შეჰპირდა განდალფს, რომ თავის მეგობარს არასოდეს დატოვებდა. არაგორნი, ლეგოლასი და გიმლი გაუდგებიან მერის და პიპინის გზას.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეჭდის საძმო, მარცხნიდან მარჯვნივ (ზედა რიგი): არაგორნი, განდალფი, ლეგოლასი, ბორომირი; (ქვედა რიგი) სემი, ფროდო, მერი, პიპინი, გიმლი.

1999 წლის 11 ოქტომბერს გადაღებების დაწყებამდე, მსახიობთა ძირითადი გუნდი ხმლის გამოყენებას ითვისებდა ექვსი კვირის განმავლობაში (მოფარიკავე ბობ ანდერსონის დახმარებით). ისინი აგრეთვე ჯირითს და ნავის მართვას ეუფლებოდნენ. ჯექსონს იმედი ჰქონდა, რომ ასეთი მომზადების შემდეგ ეკრანზე მსახიობები უფრო ბუნებრივები იქნებოდნენ და ველინგტონში ცხოვრებასაც შეეჩვეოდნენ.[8] მათ აგრეთვე ამზადებდნენ ტოლკინის მიერ შემუშავებულ ენებზე სიტყვების სწორ წარმოთქმაში.[9] გადაღებების დასრულების შემდეგ მსახიობებმა, რომლებიც ბეჭდის საძმოს წევრების როლებს ასრულებენ, გაიკეთეს ტატუირება - ყველამ ხელებზე დაიწერა სიტყვა „ცხრა“, ტენგვარის შრიფტით (გარდა ჯონ რის-დეივისის, რომლის სანაცვლოდ ტატუირება გაუკეთეს მის დუბლიორს).[10] აღსანიშნავია, რომ პერსონაჟების უმეტესობას ეკრანზე თანაბარი როლი ენიჭება, ანუ ფილმში „ანსამბლური გუნდი“ მონაწილეობს.[11] მსახიობებს შორის არიან::

განსხვავება წიგნისგან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯექსონმა, უოლშმა და ბოიენსმა არაერთხელ შეცვალეს სცენარი, რათა იგი უფრო კომპაქტური ყოფილიყო და პერსონაჟებიც დახვეწილი სახით ყოფილიყვნენ წარდგენილნი. ჯექსონმა ახსენა, რომ მისი მთავარი სურვილი იყო მთელი ყურადღების ფროდოსა და ბეჭედზე გადატანა. ფილმში წარმოდგენილია წინაისტორია, რომელშიც ნაჩვენებია ბეჭდის მოკლე ისტორია და როგორ მოხვდა იგი ბილბოსთან.

ფილმში ისე ჩანს, თითქოს განდალფის შირიდან (არასწორი ქართული თარგმანით მაზრა (შუახმელეთი)) წასვლის და დაბრუნებას შორის მცირე დრო გავიდა, წიგნში კი სინამდვილეში ეს პაუზა შეადგენს 17 წელს. წიგნში ფროდო რამდენიმე თვე ემზადება შირიდან წასასვლელად, ხოლო ფილმში მას ამისკენ განდალფი უბიძგებს. ტომ ბომბადილი და რამდენიმე სხვა პერსონაჟი ამოგდებულია. განდალფის იზენგარდში ყოფნის სცენებში ჩასმულია მისი ბრძოლა სარუმანთან, რომლის როლიც ასევე უფრო დიდია.

წიგნისგან განსხვავებით, არაგორნი თავდაპირველად არ სურს მეფობა. წიგნში ხმალი სახელად ნარსილი მას აღდგენილი სახით მიაქვს თან, როდესაც საძმო შუაველიდან გადის, მაგრამ ფილმში იგი მას მხოლოდ მესამე ნაწილში, ელრონდის ხელიდან მიიღებს. ასევე უფრო ვრცლად არის ნაჩვენები მისი და არუენის ურთიერთობა. არუენი თავისთავად, ცვლის გლორფინდელს, რომელიც წიგნში ფროდოს გადაარჩენს, მიჰყავს რა იგი შუაველში. ელრონდი ასევე განსხვავდება წიგნის ელრონდისგან - ფილმში მას ეპარება ეჭვი, რომ ადამიანები გადარჩებიან მეფის გარეშე.

მორიას მთის სცენები იქნა შემოკლებული და შეცვლილი. სარუმანს ამ მომენტში განდალფთან ტელეპატიური კავშირი აქვს და ერთ-ერთ თავის წიგნში ბალროგის ილუსტრაცის უყურებს.

წიგნი მოულოდნელად მთავრდება - ბორომირის ბედი ჯერ უცნობია, ხოლო ფილმში ჩვენ ვხედავთ მის დაღუპვას და იმას, თუ როგორ ტოვებენ ნაპირს ფროდო და სემი.

შექმნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმზე მუშაობა ჯექსონმა დაიწყო კრისტიან რივერსთან ერთად. პარალელურად, რიჩარდ ტეილორი და კომპანია Weta Workshop მუშაობდნენ შუამიწეეთის დიზაინზე. ცნობილი გახდა, რომ ჯექსონი ქმნის მაქსიმალურად რეალისტურ შუახმელეთს.

შემდეგ სადიზაინერო ჯგუფს შეუერთდნენ მხატვრები ალან ლი და ჯონ ჰაუ, რომლებიც იქცნენ მთელი ტრილოგიის დამდგმელ მხატვრებად. მათი უპირატესობა იმაში იყო, რომ ისინი უკვე წლების განმავლობაში ქმნიდნენ შუახმელეთური ისტორიების ილუსტრაციებს. თუმცა, ჰაუმ უფრო დიდი ყურადღება გადაიტანა იარაღის შექმნაზე, რადგანაც ეს მისი ჰობი იყო.

რაც შეეხება კოსტიუმებს, შეიქმნა დაახლოებით 19.000, აქედან 40 ტიპის კოსტიუმი თითოეული მსახიობისათვის და მისი დუბლიორისათვის.

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუსიკა ფილმისათვის დაწერა კომპოზიტორმა ჰოვარდ შორმა. იგი შესრულდა ახალი ზელანდიის სიმფონიური ორკესტრის, ლონდონის ფილარმონიული ორკესტრის, ლონდონის გუნდის და რამდენიმე დამატებითი სოლისტის მიერ. ორი ორიგინალური სიმღერა, Aníron და "May It Be" მომღერალმა ენიამ შეასრულა. ფინალური კომპოზიცია, "In Dreams", სრულდება ედვარდ როსის, ლონდონის ორატორიული სკოლის გუნდის ვოკალისტის მიერ.

გამოცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

DVD[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმი, გარდა ჩვეულებრივი ვერსიისა, ასევე გამოვიდა ვრცელი სახით. ამ ვარიანტში მისი ხანგრძლივობა 208 წუთს წარმოადგენს. ფილმს ემატება დამატებითი კადრები, სპეციალური ეფექტები და მუსიკალური გაფორმებაც.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Lord of the Rings – The Fellowship of the Ring. British Board of Film Classification. წაკითხვის თარიღი: 16 October 2012.
  2. 2.0 2.1 The Lord of the Rings The Fellowship of the Ring (2001). British Film Institute. წაკითხვის თარიღი: 6 December 2012.
  3. 3.0 3.1 შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის BOM არ არის მითითებული ტექსტი; $2
  4. Top 25 Holiday Movies of All-Time – IGN. Uk.movies.ign.com (23 November 2005). წაკითხვის თარიღი: 16 February 2013.
  5. 'Lord' rings true / Tolkien's epic fantasy springs to wondrous life onscreen“, The San Francisco Chronicle, 30 December 2001. 
  6. Willams, Karl. The Lord of the Rings: The Fellowship of the Ring overview. Allmovie. წაკითხვის თარიღი: 28 November 2010.
  7. http://www.empireonline.com/movies/features/500-greatest-movies/
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 8.5 The Fellowship of the Cast. [DVD]. New Line Cinema.
  9. Sibley, Brian (2001). The Lord of the Rings: Official Movie Guide. Harpercollins, გვ. 100–101. ISBN 0-00-711908-9. 
  10. 10.0 10.1 Brian Sibley (2006). "Ring-Master", Peter Jackson: A Film-maker's Journey. London: Harpercollins, გვ. 445–519. ISBN 0-00-717558-2. 
  11. Clinton, Paul. “Review: Dazzling, flawless 'Rings' a classic“, CNN, 18 December 2001. წაკითხვის თარიღი: 7 September 2008. 
  12. OFFICIAL Frodo Press Release!“, The One Ring.net, 9 July 1999. წაკითხვის თარიღი: 15 October 2006. 
  13. 13.00 13.01 13.02 13.03 13.04 13.05 13.06 13.07 13.08 13.09 13.10 Brian Sibley (2006). "Three-Ring Circus", Peter Jackson: A Film-maker's Journey. London: Harpercollins, გვ. 388–444. ISBN 0-00-717558-2. 
  14. 14.0 14.1 14.2 Gillian Flynn. “Ring Masters“, Entertainment Weekly, 16 November 2001. წაკითხვის თარიღი: 16 September 2007. 
  15. Awards Roundtable: 6 Top Actors' Uncensored Tales, From Worst Auditions to Leg Waxing“, The Hollywood Reporter, 30 October 2013. წაკითხვის თარიღი: 12 May 2015. 
  16. New York Con Reports, Pictures and Video“, TrekMovie, 9 March 2008. წაკითხვის თარიღი: 12 March 2008. 
  17. 17.0 17.1 xoanon. (15 October 1999) Daniel Day-Lewis Offered role of Aragorn, Again!. theonering.net. წაკითხვის თარიღი: 23 August 2012.
  18. Larry Carroll. “Will Smith Snagged 'I Am Legend' From Schwarzenegger, But Can You Imagine Nicolas Cage In 'The Matrix'?“, MTV, 7 December 2007. წაკითხვის თარიღი: 8 December 2007. 
  19. 19.0 19.1 Cameras in Middle-earth: Filming The Fellowship of the Ring. [DVD]. New Line Cinema.
  20. Costume Design. [DVD]. New Line Cinema.
  21. Liv Tyler WILL be in LOTR – UPDATED“, The One Right.net, 25 August 1999. წაკითხვის თარიღი: 26 January 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან - 21 July 2011. 
  22. Diane Parkes. “Who's that playing The Mikado?“, Birmingham Mail, 19 September 2008. წაკითხვის თარიღი: 22 September 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან - 22 September 2008.