აზერბაიჯანის დროშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აზერბაიჯანის დროშა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის დროშა (აზერ.Azərbaycan Respublikasının bayrağı) - წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ერთ-ერთ ოფიციალურ სიმბოლოს (ჰიმნთან და ჰერბთან ერთად). დროშა დამტკიცებული იქნა 1918 წლის 9 ნოემბერს, როგორც აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის (ადრ) სახელმწიფო დროშად, რომელიც არსებობდა 1920 წლამდე . 1991 წლის 5 თებერვალს დროშა დამტკიცდა, როგორც, იმავე წელს დამოუკიდებლობა გამოცხადებული, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის 2009 წლის 17 ნოემბრის ბრძანებულებით, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის უკვდელსაყოფად, ყოველწელს 9 ნოემბერი აღინიშნება როგორც „სახელმწიფო დროშის დღე“. დროშის აღნაგობა

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანის დროშის მხარეების შეფარდებაა — 1:2. აზერბაიჯანის სახელმწიფო დროშა არის მართკუთხა სამი ფერის (სამფეროვანი) ქსოვილი. ცისფერი, წითელი და მწვანე ფერის) ხაზები განლაგებულნი არიან ჰორიზონტალურად. რომლის ცენტრალურ წითელ ნაწილში გამოსახულია რვაქიმიანი ვარსკვლავი და ნახევარმთვარე. ორივე გამოსახულება თეთრი ფერისაა. ცისფერი ფერი განასახიერებს თურქულენოვან მიკუთვნებას (ქვეყნის ძირითადი მოსახლეობა აზერბაიჯანელები მიეკუთვნებიან თურქულენოვან ხალხებს და რესპუბლიკის სახელმწიფო ენაც - აზერბაიჯანულია), წითელი ფერი განასახიერებს საზოგადოების მოდერნიზაციას და დემოკრატიის განვითარებას, ხოლო მწვანე ფერი მიუთითებს მუსულმანურ რწმენისადმი მიკუთვნებას.

ნახევარმთვარე დროშაზე არის ისლამის სიმბოლო, ხოლო რვაქიმიანი ვარსკვლავი ფათალი ხან ხოისკის განმარტებით განასახიერებს „აზერბაიჯანის“ დასახელების 8 ასოს არაბულ ენაზე. ასევე ითვლება, რომ რვა ქიმიანი ვარსკვლავი განასახიერებს თურქულენოვანი ხალხების რვა შტოს: აზერბაიჯანელებს, ოტომანებს(თურქებს), ჯაღათაებს, თათრებს, ყაზახებს, ყიფჩაღებს, სელჩუკებს და თურქმენებს. ზოგიერთი მკვლევარი აღნიშნავს, რომ ყიფჩაღებად იმ დროს იგულისხმებოდნენ ყაზახები და ყირგიზები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის დროს თურქულენოვანი ეთნოსის კლასიფიკაცია განსხვავდებოდა თანამედროვესგან. კიდევ ერთი განსხვავებული აზრით რვაქიმიანი ვარსკვლავი განასახიერებს აზერბაიჯანში მაცხოვრებელი 8 ეროვნებას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დროშა დაამტკიცეს 1991 წლის 5 თებერვალს. წარმოადგენს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშის ვარიაციას.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დროშების გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]