სინგაპურის დროშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სინგაპურის დროშა

Flag of Singapore.svg

მიღებულია

3 დეკემბერი, 1959

პროპორცია

2:3

სინგაპურის დროშასინგაპურის ერთ-ერთი ოფიციალური სახელმწიფო სიმბოლო. პირველი სახელმწიფო დროშა მიიღეს 1959 წელს, როდესაც სინგაპური ჯერ კიდევ დიდი ბრიტანეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო. 1965 წლის 8 აგვისტოს აღნიშნული დროშა გამოცხადდა დამოუკიდებელი სინგაპურის დროშად.

დროშა შედგება ორი ჰორიზონტალური თანაბარი ზოლისაგან. ზემო წითელია, ხოლო ქვემო - თეთრი. წითელი ფერი ძმობისა და თანასწორობის სიმბოლოა, ხოლო თეთრი - სიწმინდის. ზემო მარცხენა კუთხეში გამოსახულია თეთრი ნახევარმთვარე და ხუთი წრეზე განლაგებული ვარსკვლავი. ნახევარმთვარე აღნიშნავს ახალგაზრდობას, ხოლო ხუთი ვარსკვლავი დემოკრატიას, მშვიდობას, პროგრესს, სამართლიანობასა და თანასწორობას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: