აზერბაიჯანის კულტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აზერბაიჯანული კულტურის ერთ-ერთი სიმბოლო - ყარაბაღის ხალიჩა

აზერბაიჯანის კულტურა (აზერ. Azərbaycan mədəniyyəti) განვითარდა ირანული, თურქული და კავკასიელი ხალხების კულტურის ზეგავლენით. აზერბაიჯანის კულტურაზე დიდი გავლენა იქონია რუსეთის კულტურამ საბჭოთა კავშირში ყოფნის დროს. დღეისთვის აზერბაიჯანის კულტურაში დასავლური, გლობალიზაციისა და მომხმარებლური კულტურის ელემენტების მომძლავრება იგრძნობა.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყიზყალასი (ქალწულის კოშკი) ბაქოში.

აზერბაიჯანის არქიტექტურა დასავლური და აღმოსავლური არქიტექტურის ელემენტებს აერთიანებს. ბევრი ანტიკური არქიტექტურული ძეგლი, როგორიცაა ქალწულის კოშკი და შირვანშაჰების სასახლე, ძველი ირანული არქიტექტურის ნიმუშებს წარმოადგენს და დღემდეა შემონახული. შუა საუკუნეების სხვა არქიტექტურული ძეგლების ირანული ხუროთმოძღვრების გავლენას განიცდის: შაქის ხანების სასახლე აზერბაიჯანის ჩრდილო-ცენტრალურ ნაწილში, შაქში, სურახანის ტაძარი აფშერონის ნახევარკუნძულზე, მდინარე არაქსზე გადებული ხიდები და რამდენიმე მავზოლეუმი. XIX-XX საუკუნეებში ცოტა მონუმენტალური არქიტექტურის ნიმუში შეიმქნა, თუმცა გამორჩეული სასახლეები აშენდა ბაქოსა და სხვა ადგილებში. თანამედროვე არქიტექტურული ძეგლებიდან ბაქოს მეტროპოლიტენი გამოირჩევა თავისი გაფორმებებით.

კინო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაქოში დაარსებული პირველი კინოსტუდია

აზერბაიჯანული ფილმების ინდუსტრიის ფესვები 1898 წლიდან იწყება. აზერბაიჯანი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც კინემატოგრაფიაში ჩაერთო. აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ აზერბაიჯანის რევოლუციური კოიტეტის თავმჯდომარე აზერბაიჯანული კინოს ნაციონალიზაციას დათანხმდა. აზერბაიჯანის კინოს დაარსებიდან 24 სტულმეტრაჟიანი, 50-ზე ემტი მოკლემეტრაჟიანი, 1200-ზე მეტი დოკუმენტური ფილმი და 100-მდე ანიმაციური ფილმია გადაღებული.

ცეკვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრადიციული აზერბაიჯანული ტანსაცმელი და მუსიკალური ინსტრუმენტები

აზერბაიჯანული სახალხო ცეკვები ძველი და ძალიან მელოდიურია. ცეკვები ოფიციალურ დღესასწაულებზე სრულდება და მოცეკვავეები საფესტივალო ტანისამოსს ატარებენ. აზერბაიჯანული ცეკვები ძალიან სწრაფია, რაც შემსრულებელთა თანდაყოლილ ნიჭს მოითხოვს.[1] აზერბაიჯანული სახალხო ცეკვები აზერბაიჯანელთა ეროვნულ თვისებებს წარმოაჩენს. ცეკვები ჩქარი ტემპითა და ოპტიმიზმით გამოირჩევა.[2]

ხალხური ხელოვნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანის ისტორიის მანძილზე აზერბაიჯანელებმა მდიდარი და გამორჩეული კულტურა შექმნეს, რომლის დიდი ნაწილის დეკორატიული და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს მოიცავს. ხელოვნების ამ დარგების უძველესი ნიმუშები მოიცავს ხელსაქმის, ძვირფასეულობის, ლითონზე გრავირების, ხეზე, ქვასა და ძვალზე კვეთის, ხალიჩებისა და სხვა ნაქსოვი ნივთების ნიმუშებს. აზერბაიჯანის დეკორატიული და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების განვითარებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანელი ვაჭრების, მოგზაურებისა და დიპლომატების მიერ გაკეთებული არაერთი ჩანაწერი არსებობს.

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანულ მუსიკაზე დიდი გავლენა მოახდინა ირანულმა, ცენტრალური აზიისა და კავკასიის მუსიკამ. აზერბაიჯანული მუსიკა ირანული და თურქული მუსიკის მსგავსია.[3] აზერბაიჯანული მუსიკის კლასიკური ფორმაა მუღამი, რომელიც პოეზიისა და ინსტრუმენტული მუსიკის ნაზავს წარმოადგენს. ყოველწლიურად ქალაქ შაქში მუღამის ფესტივალიც ტარდება. გამორჩეული აზერბაიჯანული ლიტერატურული და სახალხო რეპის ტრადიციაა მეიხანა, რომელსაც ერთი ან ორი ადამიანი იმპროვიზირებით ასრულებს.[4][5]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანული ლიტერატურა ოღუზური და ყივჩაღური ტომების ენების საფუძველზე განვითარდა, თუმცა მასზე არაბულმა და სპარსულმა ენებმაც დიდი გავლენა მოახდინა.[6]. კლასიკური აზერბაიჯანული ლიტერატურა XVI საუკუნეში განვითარდა.[7]. საბჭოთა კავშირის ხანაში, განსაკუთრებით იოსებ სტალინის მმართველობისას, ის მწერლები, რომელთა მოსაზრებებიც პარტიის დოქტრინას არ ემთხვეოდა, იდევნებოდნენ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]