უკრაინის დროშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
უკრაინის დროშა
უკრაინა

Flag of Ukraine.svg

მიღებულია

1992 წლის 28 იანვარს (პირველად 1918 წელს).

პროპორცია

2:3

კომპიუტერული
დიზაინი

ყვითელი (დაბლა) და ლურჯი (ზევით) თანაბარი ზომის ჰორიზონტალური ზოლებისაგან შემდგარი მართკუთხედი.

უკრაინის დროშა (უკრაინ. державний прапор України) — უკრაინის სახელმწიფო სიმბოლო გერბსა და ჰიმნთან ერთად. წარმოადგენს ყვითელი (დაბლა) და ლურჯი (ზევით) თანაბარი ზომის ჰორიზონტალური ზოლებისაგან შემდგარ მართკუთხა ქსოვილს (უკრაინის კონსტიტუცია, მუხლი 20).

ლურჯ-ყვითელი დროშა, როგორც ეროვნული დროშა, ოფიციალურად გამოიყენებოდა 1848 წლიდან, როცა ის ლვოვის რატუშაზე აღმართეს. როგორც სახელმწიფო დროშა ოფიციალურად დაამტკიცეს 1918 წელს ხანმოკლე უკრაინის სახალხო რესპუბლიკის არსებობისას. უკრაინის საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნისას 1949 წლამდე ის წარმოადგენდა არაოფიციალურ სახელმწიფო დროშას უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ლურჯ-წითელი დროშის მიღებამდე. საბჭოთა უკრაინაში ლურჯ-ყვითელი დროშის გამოყენება კანონით ისჯებოდა. 1991 წელს უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დროშა გამოიყენებოდა ოფიციალურ ცერემონიებზე. ლურჯ-ყვითელი დროშა ხელახლა მიიღეს 1992 წელს.

უკრაინაში აღინიშნება დროშის დღე ყოველი წლის 23 აგვისტოს 2004 წლიდან.[1]

დროშის დღე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

23 აგვისტო აღინიშნება როგორც უკრაინის ეროვნული დროშის დღე. ის დაარსდა 2004 წელს პრეზიდენტის ბრძანებულებით. თავდაპირველად დროშის დღე აღინიშნებოდა 24 ივლისს კიევში. დროშის პირველი საზეიმო აღმართვა მოხდა 1990 წლის 24 ივლისს კიევის საკრებულოს ფლაგშტოკზე, ორი წლის შემდეგ კი დროშა ოფიციალურად დამტკიცდა როგორც სახელმწიფო დროშა,

ფერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქემა Strong azure ყვითელი
Pantone Pantone Coated 2935 C Pantone Coated Yellow 012 C[2]
RAL 5019 Capri blue 1023 Traffic yellow
RGB 0, 91, 187 255, 213, 0
CMYK 100, 47, 0, 0 0, 4, 100, 0
HEX #0057b8 #ffd700
ვებ-ფერები #0066cc #ffcc00

პროპორციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამოქალაქო დროშა

უკრაინის დროშის პროპორციებია 2:3. ლურჯ და ყვითელ ზოლებს კი ტოლი სიგრძე და სიგანე აქვთ.

Flag of Ukraine (Ratio).svg

მსგავსი დროშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უკრაინის დროშის მსგავსი დროშები გამოიყენებოდა და გამოიყენება მრავალ ადმინისტრაციულ ერთეულსა და ქალაქში თუ სხვა ობიექტში. ისინი ერთმანეთისაგან ფერთა სიმკვეთრითა და პროპორციებით განსხვავდებიან.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: