აზერბაიჯანის სახელმწიფო ჰიმნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Azərbaycan Respublikasının Dövlət Himni
ქართ. აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნი
National anthem of Azerbaijan.png
ქვეყანა დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
ტექსტის ავტორი აჰმედ ჯავადი
მუსიკის ავტორი უზეირ ჰაჯიბეკოვი
შემოღებულ იქნა 1918

„აზერბაიჯანის მარში“ (აზერ. Azərbaycan Marşı) — აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნი - არის აზერბაიჯანის რესპუბლიკის ერთ-ერთი სახელმწიფო სიმბოლო, ისევე, როგორც აზერბაიჯანის რესპუბლიკის დროშა და გერბი. ჰიმნის მელოდია დაწერილია 1919 წელს აზერბაიჯანელი კომპოზიტოროის უზეირ ჰაჯიბეკივის მიერ, ხოლო სიტყვები ეკუთვნის პოეტ აჰმედ ჯავადს. ჰიმნი ოფიციალურად არის მიღებული 1992 წლის 27 მაისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ თავისუფლების აღდგენის შემდეგ.

ჰიმნის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის წლებში კომპოზიტორ უზეირ ჰაჯიბეილიმ დაწერა ორი მარში. ეს ორივე ნაწარმოები გამოქვეყნებული იყო თურქი მუსიკადმცოდნეს ეტემ უნგიორის წიგნში „თურქული მარშები“ (თურქ. Türk marşları), რომელიც გამოქვეყნდა 1965 წელს ანკარაში. ამ ნაწარმოებების ხელნაწერაბი ჩატანილი იქნა თურქეთში კომპოზიტორის ძმის ჯეიჰუნ ჰაჯიბეკოვის მიერ. ერთ-ერთი მათგანს ეწოდება „აზერბაიჯანის ეროვნული მარში“( აზერ. Azərbaycan milli marşı).[1] 1919 წელს ამ ნაწარმოებს მიენიჭა პირველი ადგილი აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ (ამის შესახებ დაწერილია 1919 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „აზერბაიჯანში“ ). უ.ჰაჯიბეილის მიერ დაწერილი ხელნაწერი ინახება კომპოზიტორის სახლ-მუზეუმში ბაქოში.[2]

მეორე მარშის შესახებ, რომელსაც ეწოდება „აზერბაიჯანის მარში“ (აზერ. Azərbaycan marşı), თურქი პუბლიცისტი იძლევა შემდეგნაირ განმარტებას: „იმ წლებში, როდესაც აზერბაიჯანს ჯერ არ ჰქონდა დაკარგული თავისი დამოუკუდებლობა, ამ მარშს მღეროდნენ სამხედრო სასწავლებლებში სწავლის დაწყების წინ“. მოგვიანებით ეს მარშიაიდინ აზიმოვას მიერ არანჟირებული გუნდისთვის და ორკესტრისთვის მიღებულ იქნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნად. ის, რომ ეს მარში წარმოადგენდა აზერბაიჯანული დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო გიმნს, დასტურდება ასევე ჩანაწერებით და დოკუმენტებით, რომლებიც ინახება კომპოზიტორის სახლ-მუზეუმში.

1992 წლის 27 მაისის აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის გადაწყვეტილებით „აზერბაიჯანის მარში“, რომლის მუსიკაც დაწერილ იქნა უზეირ ჰაჯიბეკოვის მიერ, ხოლო სიტყვები ეკუთვნის აჰმედ ჯავადს, მიღებულ იქნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნად.

1993 წლის 2 მარტის აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის დამტკიცებული იქნა დადგენილება აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფი ჰიმნის შესახებ.

ჰიმნის ტექსტი გვხდება აზერბაიჯანულ ბანკნოტაზე (5 მანათის ნომინალზე). ჰიმნის ტექსტი მოოქროვილ ბრინჯაოზე ასევე დადგმულია ბაქოში სახელმწიფო დროშის მოედანზე. 2011 წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოსვებულ იქნა საფოსტო მარკა სახელმწიფო ჰიმნის ტექსტით.

იხილეთ ასევე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Etem Üngör. Türk marşları. Türk Kültürünü Aras̆tırma Enstitüsü, Ankara 1965.
  2. İ. Əliyev, E. Məhərrəmov. Azərbaycan Respublikasınn Dövlət Rəmzləri. Баку, Nurlan 2008.