ალბანეთის დროშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალბანეთის დროშა
ალბანეთი
მიღებულია 1912 წელს (ორიგინალური დროშა)
7 აპრილი, 1992 წელი (თანამედროვე დროშა)
პროპორცია 5:7
კომპიუტერული
დიზაინი
ფრთებგაშლილი ორთავიანი არწივის სილუეტი წითელი ფონის ცენტრში

ალბანეთის დროშა (ალბ. Flamuri i Shqipërisë) — ალბანეთის სახელმწიფო და ეროვნული სიმბოლო გერბსა და ჰიმნთან ერთად. წარმოადგენს წითელ მართკუთხა ქსოვილს, რომლის ცენტრში გამოსახულია ორთავიანი ფრთებგაშლილი არწივის სილუეტი. წითელი ფერი წარმოადგენს სიმამაცეს, ძალასა და ვაჟკაცობას, ხოლო ორთავიანი არწივი ბალკანეთში მდებარე ალბანეთის სუვერენულ სახელმწიფოს განასახიერებს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არწივი, ჰერალდიკური მიზნებით, გვიანდელ შუა საუკუნეებში მრავალი ალბანური წარჩინებული ოჯახის მიერ გამოიყენებოდა (გადმოცემის თანახმად, მას საკუთარ დროშაზე გეორგ კასტრიოტი იყენებდა) და ის ალბანელთა სიმბოლოდ იქცა.[1] კსტრიოტის გერბი, რომელიც წითელ ფონზე გამოსახულ შავ ორთავიან არწივს წარმოადგენდა ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც კასტრიოტმა ოსმალეთის წინააღმდეგ აჯანყება წამოიწყო, რამაც ალბანეთს 1443-1479 წლებში დამოუკიდებლობა მოუტანა. ეს სიმბოლო იყო ლეჟეს ლიგის, შუა საუკუნეების პირველი ერთიანი ალბანური სახელმწიფოს დროშა.[2][3][4]

ორთავიანი არწივის სიმბოლო ხელახლა XIX და XX საუკუნის დასაწყისში ალბანელი ნაციონალისტების მიერ იქნა გამოყენებული, როგორც ოსმალეთის იმპერიისაგან მათი ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებისათვის მიმართული კამპანიის სიმბოლო.[5][6] 1912 წლის 28 ნოემბერს ქალაქ ვლორაში გამოცხდადდა ალბანეთის დამოუკიდებლობის დეკლარაცია და ისმაილ ქემალის მიერ აღმართული დროშა ახალი ქვეყნის სიმბოლოდ დამტკიცდა.[5][6]

წლების განმავლობაში, სხვადასხვა რეჟიმმა, ალბანეთის დროშის დიზაინში მრავალი ცვლილება შეიტანა. მეფე აჰმედ ზოგუს მეფობის (1928–1939) პერიოდში დროშას დაემატა გვირგვინი, ხოლო იტალიური ოკუპაციისას — ორი ფასცია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კომუნისტურმა რეჟიმმა დროშას დაუმატა ხუთქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი, რომელიც 1992 წლის 7 აპრილს, ალბანეთის კომუნისტური მთავრობის კოლაფსის შემდეგ მოსცილდა.[6]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქრონოლოგიურად[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალმები და შტანდარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Elsie 2010, "Flag, Albanian", p. 140: "The eagle was a common heraldic symbol for many Albanian dynasties in the Late Middle Ages and came to be a symbol of the Albanians in general. It is also said to have been the flag of Skanderbeg."
  2. Matanov, Christo (2010-06-21). The Oxford Encyclopedia of Medieval Warfare and Military Technology. Oxford University Press, გვ. 363. ISBN 978-0-19-533403-6. ციტირების თარიღი: 1 February 2012. 
  3. Pickard, Rob; Çeliku, Florent (2008) Analysis and reform of cultural heritage policies in South-East Europe. Council of Europe, გვ. 16. ISBN 978-92-871-6265-6. ციტირების თარიღი: 2 February 2012. 
  4. Schmitt, Oliver Jens (2009), Skënderbeu, K&B Tiranë, ISBN 978-99956-667-5-0
  5. 5.0 5.1 Elsie 2001, "Eagles", p. 78.
  6. 6.0 6.1 6.2 Elsie 2010, "Flag, Albanian.", p. 140.
  7. Albania: Ottoman rule (15th century-1912). ციტირების თარიღი: 4 March 2015.