აზერბაიჯანის მთები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაზარდუზუ

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთები დაკავშირებული ჩრდილოეთით დიდი კავკასიონის და დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით მცირე კავკასიონის სისტემასთან[1]. ქვეყნის ტერიტორიის რელიეფი მეტად მრავალფეროვანი და რთულია. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ძირითადი ოროგრაფიული ერთეულებია დიდი კავკასიონის, მცირე კავკასიონის და თალიშის მთის სისტემები, სამურ-დივიჩინის დაბლობი და მტკვრის დაბლობი.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შედის დიდი კავკასიონის მთათა სისტემის მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი.

დიდი კავკასიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში არის ორი მთა: ბაზარდუზუს მწვერვალი (4466 მეტრი), შაჰდაღის მწვერვალი (4243 მეტრი). სამხრეთ-დასავლეთით მთათა ქედები თანდათან მცირდება 1000-700 მეტრით[2].

მცირე კავკასიონი მოიცავს რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთ და დასავლეთ ნაწილებს, აქვს შედარებით დაბალი სიმაღლე და წარმოადგენს მთიან ტერიტორიას რთული აგებულებით. აქ მთავარი მთებია მუროვდაღი, შაჰდაღი. ყარაბაღის ზეგანი, რომელიც იწყება მუროვდაღის სამხრეთიდან მდინარე არაქსამდე, მდებარეობს მეოთხე პერიოდის ჩამქრალი ვულკანებისა და ლავების რკალისებრ კონუსებზე.

დიდი კავკასიონის მთები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შაჰდაღი
მთა ალინჯა

რესპუბლიკის უმაღლესი მთის მწვერვალია მწვერვალი ბაზარდუზუ, 4466 მეტრი სიმაღლით.

დიდი კავკასიონის უმაღლესი მთების სია
სიმაღლე (მ) დასახელება
4466 ბაზარდუზუ

აზერ. Bazardüzü

4243 შაჰდაღი

აზერ. Şahdağ

4206 თუფანდაღი

აზერ. Tufandağ

4126 ბაზარიურდი

აზერ. Bazaryurd

4116 იარიდაღი

აზერ. Yarıdağ

4079 ჩარინდაღი

აზერ. Çarındağ

4042 ილჰამის მწვერვალი

აზერ. İlham zirvəsi

4020 რაგდანი

აზერ. Raqdan

მცირე კავკასიონის მთები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მცირე კავკასიონის უმაღლესი მთების სია
სიმაღლე (მ) დასახელება
3814 ყაზანგიოლდაღი

აზერ. Qazangöldağ

3754 სარიდერე

აზერ. Sarıdərə dağı

3724 გამიში

აზერ. Gamışdağ

3613 დელიდაღი

აზერ. Dəlidağ

3560 დევებოინუ

აზერ. Dəvəboynu dağı

3549 გოშაბულაღი

აზერ. Qoşabulaq dağı

3437 ქათიდაღი

აზერ. Kəti dağı

3367 ჰინალდაღი

აზერ. Hinaldağ

3364 ალინჯა

აზერ. Əlincə dağı

თალიშის მთები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თალიშის მთები

ადმინისტრაციულად, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თალიშის მთები განლაგებულია აზერბაიჯანის ასტარის, ლენქორანის, ლერიქის, მასალის, იარდიმლისა და ჯალილაბადის რაიონებში, აგრეთვე ირანის ნამინის, ასტარას, ფუმანის, მასალის, კოლურის და მასულის შაჰრეტანებში[3].

თალიშის მთების ყველაზე მაღალი მთებია ქომურგოი 2493 მ და ყიზიურდუ 2433 მ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]