ლიეტუვის დროშა
იერსახე
ლიეტუვის დროშა — ლიეტუვის რესპუბლიკის ოფიციალური სახელმწიფო სიმბოლო. წარმოადგენს მართკუთხა ქსოვილს, რომელიც შედგება სამი ტოლი ჰორიზონტალური ზოლისაგან, რომელთაგან ზემო არის ყვითელი, შუა — მწვანე და ქვემო — წითელი. დროშის განზომილებებია 3:5.
დროშა სახელმწიფო სიმბოლოდ დაამტკიცეს 1992 წლის რეფერენდუმზე და მის კანონიერებას იცავს ლიეტუვის კონსტიტუციის მე-15 მუხლი.
ყვითელი ფერი დროშაზე არის მზის სიმბოლო, მწვანე — ბალახისა, ხოლო წითელი აღნიშნავს სისხლს, რომელიც დაიღვარა ლიეტუვისათვის.