სლოვაკეთის დროშა
იერსახე
| სლოვაკეთის სახელმწიფო დროშა | |
|---|---|
| სლოვაკეთი | |
|
| |
| მიღებულია | 1992 წლის 3 სექტემბერს |
| პროპორცია | 2:3 |
| კომპიუტერული დიზაინი |
მართკუთხა მატერია, თანაბარი ზომის თეთრი, ლურჯი და წითელი ჰორიზონტალური ზოლებით. მარცხენა ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია სლოვაკეთის გერბი. |
სლოვაკეთის სახელმწიფო დროშა — სლოვაკეთის სახელმწიფო სიმბოლო გერბსა და ჰიმნთან ერთად. დამტკიცებულია 1992 წლის 3 სექტემბერს სლოვაკეთის კონსტიტუციის თანახმად. ეს დროშა (თეთრი, ლურჯი და წითელი ზოლებით) გამოიყენება სხვა სლავურ ქვეყნებშიც (სლოვენია, რუსეთი). მათ შორის ძირითადი განსხვავება სლოვაკეთის გერბია.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სლოვაკეთის დროშა ამჟამინდელი სახით (სხვა გერბით) შეიძლება 1848 წლით დათარიღდეს. ეს დროშა სლოვაკეთში გამოიყენებოდა მეორე მსოფლიო ომის დროს და საბოლოოდ დამტკიცდა 1990 წლის 1 მარტს (გერბის გარეშე) როგორც სლოვაკეთის დროშა ჩეხოსლოვაკიის შემადგენლობაში. 1992 წლის 3 სექტემბერს მას დაემატა გერბი, 1993 წლის თებერვალში კი შეიქმნა სპეციალური კანონი, რომელიც აღწერს დროშის დეტალებს.
დროშები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისტორიული დროშები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სლოვაკეთის არაოფი-ციალური დროშა 1938 წლამდე, სლოვაკეთის პირველი რესპუბლი-კისა (1939-1945 წწ) და 1990-1992 წლებში ჩეხოსლოვაკიის შემადგენლობაში სლოვაკეთის ოფიცი-ალური დროშა
- ომის პერიოდის დროშა (1939-1945 წწ)
- ვერტიკალური ვარიანტი
- პრეზიდენტის შტანდარტი 1939-1945 წლებში
- პრეზიდენტის შტანდარტი 1945 წლიდან
მსგავსი დროშები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რუსეთის დროშა. პროპორცია 2:3
- სლოვენიის დროშა. პროპორცია 1:2
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Slovakia Flag დაარქივებული 2024-12-01 საიტზე Wayback Machine.