ფილიპინების დროშა
იერსახე
| ფილიპინების სახელმწიფო დროშა | |
|---|---|
|
| |
| მიღებულია | 1898 წლის 12 ივნისს |
| პროპორცია | 1:2 |
| დროშის ავტორი | ემილიო აგინალდო |
|
ფილიპინების სახელმწიფო დროშა ომის დროს | |
ფილიპინების დროშა — ფილიპინების ეროვნული სიმბოლო. მიღებულია 1898 წლის 12 ივნისს.
ოქროს მზე რვა სხივით განასახიერებს თავისუფლებას და 8 პროვინციას, რომლებიც პირველები აღსდგნენ ესპანელთა ბატონობის წინააღმდეგ საბრძოლველად. ვარსკვლავები წარმოადგენენ ფილიპინების შემადგენელ სამ კუნძულოვან ჯგუფს: ლუსონი, ბისაის კუნძულები და მინდანაო. თეთრი სამკუთხედი მშვიდობისა და სიწმინდის სიმბოლოა. ლურჯი და წითელი — პატრიოტიზმისა და მამაცობის. ეს დროშა ერთადერთია მსოფლიოში, რომლშიც ფერები ადგილს იცვლიან — ომის დროს ზედა ნაწილი წითელია და ქვედა — ლურჯი.