T-34

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Char T-34.jpg
ტანკი მუსე დე ბლინდესში
T-34
კლასიფიკაცია ძირითადი საბრძოლო ტანკი
საბრძოლო წონა, ტ 26,6
განლაგების სქემა კლასიკური
ეკიპაჟი, კაცი 4 ადამიანი
ისტორია
გამოშვების წელი(წლები) 1940—1958
ექსპლუატაციის წელი(წლები) 1940-დღემდე
ზომები
კორპუსის სიგრძე , მმ 6,68
კორპუსის სიგანე, მმ 3
სიმაღლე, მმ 2,45
ჯავშანი
ჯავშნის ტიპი დახრილი ჯავშანი
კორპუსის შუბლი, მმ/გრად. 52მმ
შეიარაღება
ქვემეხის კალიბრი და მარკა 76მმ
ტყვიამფრქვევები 2 7,62მმ დტ ტიპის ტყვიამფრქვევი
მობილურობა
ძრავის ტიპი 12 ცილინდრიანი დიზელის
ძრავის სიმძლავრე, ც.ძ. 500
გადაადგილების სიჩქარე ტრასაზე, კმ/სთ 53
ტრასაზე გადაადგილების მარაგი, კმ 400

T-34საბჭოთა საშუალო ტანკი, რომელიც წარმოებაში იყო 1940 წლიდან 1958 წლამდე. T-34 მეორე მსოფლიო ომი - ს ყველაზე ეფექტური ტანკი იყო, რომლის ეფექტურობა მეორე მსოფლიო ომშივე დამტკიცდა. მისი პირველი წარმოება დაიწყო უკრაინა - ში, ქალაქ ხარკოვი - ს ქარხანაში. T-34 მეორე მსოფლიო ომის ყველაზე ფართოდ გამოშვებული ტანკი იყო.

T-34-ს უნდა ჩაენაცვლებინა სწრაფი ტანკები BT-5, BT-7 და T-26. ის იყო ყველაზე კარგი ტანკი, რადგან მას ჰქონდა ძლიერი ქვემეხი, ჯავშანი, ასევე იყო მობილური და ძალიან კარგად შეეძლო ემოძრავა უსწორმასწორო გზებზე. მეორე მსოფლიო ომის ტანკები შედგებოდნენ 5 კაცისგან: მეთაური, მძღოლი, მემიზნე, დამტენი,რადიო ოპერატორი, თუმცა T-34-ის ეკიპაჟი იყო 4 კაცი, ეს კი იმან განაპირობა, რომ მეთაური გადავიდა მსროლელის ადგილას, მეთაური კი ასრულებდა 2 სამუშაოს: მსროლელის და მეთაურის.

1944 წელს შეიარაღებაში მიიღეს მისი ახალი მოდიფიკაცია T-34-85 - ჩვეულებრივი საბაზო T-34-ისგან განსხვავებით, მას ჰქონდა 85მმიანი ქვემეხი. 1945 წელს მან თითქმის მთლიანად ჩაანაცვლა მსუბუქი და მძიმე ტანკების უმეტესობა საბჭოთა არმიაში. T-34-მ უდიდესი წვლილი შეიტანა საბჭოთა სატანკო წარმოების განვითარებაში.

რევოლუციური დიზაინი[რედაქტირება]

1939 წლისთვის საბჭოთა სახმელეთო ძალებში ყველაზე ბევრი იყო მსუბუქი T-26 და BT სერიის სწრაფი ტანკები (BT-2, BT-5, BT-7). T-26 იყო ნელა მოძრავი ტანკი, თუმცა იყო ქვეითთა ტანკი , რომელსაც ევალებოდა ქვეითების ფრონტზე უსაფრთხო მიყვანა და ჰქონდა 45მმ ქვემეხი. BT ტანკები კი იყო საკავალერიო ტანკი, რომელიც იყო ძალიან სწრაფი და მანევრული, თუმცა არ იყო ქვეითთა ტანკი. ასევე ქვემეხიც სუსტი ჰქონდა. ეს ორივე იყო უცხოური წარმოების, T-26 - ი იყო ბრიტანული Vickers 6-Ton-ის ბაზაზე, ხოლო BT სერიის ტანკები კი იყო შექმნილი ამერიკელი კონსტრუქტორის უოლტერ კრისტი - ს რომელმაც BT სერიის ტანკები 1930 წლებში გამოუშვა და საბჭოელებმა მას მხოლოდ მოდერნიზაცია ჩაუტარეს.

1937 წელს გამოჩნდა ახალგაზრდა ინჟინერი მიხეილ კოშკინი თავის ახალ გუნდთან ერთად და უნდოდა გამოეშვა ტანკი, რომელიც ჩაანაცვლებდა BT სერიის ტანკებს. მის პირველ პროტოტიპს, A-20-საც ჰქონდა 20მმ ჯავშანი, 45მმ ქვემეხი და ახალი დიზელის V-2 ტიპის ძრავა. მას ასევე ჰქონდა თავის მუხლუხებში 8×6 ბორბალი, ხოლო BT სერიის ტანკებს კი 8×2. 8×6 საშუალებას აძლევდა ემოძრავა მუხლუხის ჯაჭვი - ს გარეშე. ასევე A-20-ში გამოყენებული იყო დახრილი ჯავშანი, რომელიც საშუალებას აძლევდა აესხლიტა ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები.

კოშკინმა მისი მეორე პროტოტიპი წარუდგინა იოსებ სტალინს და მან უთხრა, რომ მის შეიარაღებაში იყო უფრო ძლიერი ქვემეხი და ასევე ძლიერი ჯავშანი. ასევე განუცხადა, რომ ამ უნივერასალურ ტანკს თავისუფლად შეეძლო ჩაენაცვლებინა T-26 და BT სერიის ტანკები. მეორე პროტოტიპს კი ერქვა A-32, რომელსაც ჯავშანი ჰქონდა 32მმ (შემდგომში 45მმ) და 76.2მმ ქვემეხი. ორივე პროტოტიპი გამოცდაზე ტრიალ მინდორზე გავიდა კუბინკაზე, 1939 წელს.

A-8 (BT-7M), A-20, T-34 1940 წლის მოდელი და 1941 წლის მოდელი

გაოცება კი იმან გამოიწვია, რომ მძიმე A-32 გამოდგა უფრო მანევრული ვიდრე მსუბუქი A-20, A-32-ის ჯავშანი კი 45მმ იყო. ამ გამოცდის შემდეგ T-34 მიიღეს შეიარაღებაში, მისი სახელი კი დაკავშირებული იყო იმ წელზე რომელზეც დაიწყო მან მუშაობა, ანუ 1934 წელს.

თუმცა, სანამ შეიარაღებაში მიიღებდნენ, კოშინმა გამოიარა 2,000 კმ ხარკოვიდან მოსკოვამდე იმისთვის, რომ იოსებ სტალინისთვის წარედგინა. თუმცა, კრემლთან მისვლის დროს, კინაღამ იქვე დახვრიტეს. კოშკინის გუნდმა 1940 წლისთვის მოასწრო 4 ცალი T-34-ის გამოშვება, ხოლო შემდეგ კი თითქმის მთლიანად ჩაანაცვლა T-26 და BT სერიის ტანკები. კოშკინი გარდაიცვალა ფილტვების ანთებით.

ამ ტანკს ჰქონდა BT ტანკების საკიდრები, ასევე ძლიერი ჯავშანი და ქვემეხი. T-34-ს მეორენაირად ეძახდნენ T-34/76. 76 კი აღნიშნავდა მისი ქვემეხის კალიბრის ზომას. 1944 წელს შეიარაღებაში მიიღეს მისი ახალი ვერსია T-34/85, რომელსაც ჰქონდა უფრო ძლიერი 85მმიანი ქვემეხი.

განვითარება[რედაქტირება]

T-34/85
პოლონეთის არმიის T-34

1942 წლისთვის, გერმანულ ტანკებს უკვე ჰქონდათ ძლიერი 75მმ ქვემეხი. მოროზოვის საკონსტრუქტორო ბიურომ კი დაიწყო მუშაობა ახალ ტანკზე, სახელად T-43. ამ ტანკს გაძლიერებული ჰქონდა ჯავშანი 90მმ-მდე. T-43 იყო უნივერსალური ტანკი და შეეძლო ჩაენაცვლებინა T-34 და KV-1 ტიპის მძიმე ტანკი.

1943 წელს გაიმართა კურსკის ბრძოლა, საბჭოთა არმიას მოუხდა შეტაკება ახალ გერმანულ ტანკებთან Tiger-თან და Panther-თან, ეს ბრძოლა კი იყო ყველაზე დიდი სატანკო ბრძოლა მთელს ისტორიაში. კურსკის ბრძოლამ აჩვენა, რომ გერმანულ ვეფხვებთან და პანტერებთან 76მმ ქვემეხები ვეღარ უმბლავდებობდნენ და საჭირო იყო ახალი ტანკი, ამიტომაც T-34-ს დაუყენეს ახალი 85მმ საზენიტო ქვემეხი, რომელიც ეფექტური იქნებოდა ახალი გერმანული ტანკების წინააღმდეგ. საუბედუროდ, ახალ T-43 - ის ტიპის მძიმე ტანკის ჯავშანს აღარ შეეძლო გაეძლო 88მმ ქვემეხებისთვის. ასევე T-34 უფრო კარგი მანევრირებადი ტანკი იყო მაშინაც კი, როდესაც ახალი 85მმ ქვემეხი დაუყენეს. საბოლოოდ T-43 - ის გამოშვება ძალიან ნელა მიმდინარეობდა, თუმცა მალევე შეწყვითეს მისი სერიული წარმოება. საბჭოთა ქარხნები კი ისევ გადაერთო T-34-ის გამოშვებაზე, ოღონდ ძველი 76მმ T-34-ის მაგივრად, უკვე 85მმ T-34-ს უშვებდნენ. მისი ქვემეხი სიგრძეში 1,425მმ-დან 1,600მმ-მდე გაიზარდა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოწყობილობა იყო პერისკოპი, რომელიც დაკოპირებული იყო ინგლისური ტანკებიდან, რომლებსაც ეყენათ Vickers Tank Periscope MK.IV. ომის ბოლოს, საბჭოელებმა გამოუშვეს ორჯერ მეტი T-34/85, ვიდრე გერმანელებმა პანტერა. სულ 1200 ცალი T-34/85-ის გამოშვება მოესწრო, ხოლო გერმანელებს სამხრეთ ფრონტზე მხოლოდ 304 პანტერა ჰყავდათ.

პროდუქციის რაოდენობა[რედაქტირება]

1945 წლის ბოლოსთვის სულ გამოშვებული იქნა 57,000 ცალი T-34, 1941-1944 წლებში სულ გამოშვებული იქნა 34,780 ცალი T-34, ხოლო დანარჩენი 22,559 T-34-85 კი გამოუშვეს 1944-45 წლებში. ერთ-ერთი ყველაზე ბევრი გამოუშვა ნომერ.183-მ ქარხანამ, სულ გამოუშვა 28,952 T-34 და T-34-85 1941-45 წლებში. ტანკების გამოშვების რაოდენობით მეორეა ქარხანაა ნომერი 112-ე. მან გამოუშვა 12,604 ტანკი. 1946 წლისათვის გამოშვებული იქნა 2,701 T-34. ამის შემდეგ კი შეწყდა მისი წარმოება, თუმცა სულ ცოტა ხნით. მისი გამოშვება განაახლა პოლონეთმა და ჩეხეთმა. ორივემ ერთად გამოუშვა 1,380 T-34 და 3,185 T-34/85. შემდეგ კი მთლიანად გადაერთვნენ T-55-ისა და T-72-ის გამოშვებაზე. 1960 წლის ბოლოს საბჭოთა კავშირმა მოდერნიზაცია ჩაუტარა T-34-85-ს, რომელიც ექსპორტზე გავიდა.

საბოლოო ჯამში გამოშვებული იქნა 84,070 ცალი T-34 და ასევე 13,170 თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, რომელიც იყო T-34-ის შასიზე.

საბრძოლო ისტორია[რედაქტირება]

მეორე მსოფლიო ომი (1941)[რედაქტირება]

პროხოროვსკის ბრძოლაში განადგურებული 112-ე ქარხნის მიერ გამოშვებული T-34
ვიკიციტატა
„მსოფლიოში საუკეთესო ტანკი. —გენერალ ფელდ მარშალი ევალდ ფონ კლაისტი“

T-34-ი პირველად 1941 წლის ზაფხულში გამოჩნდა,ახალი ტანკი გერმანელი სამხედროებისთვის შოკი იყო,რადგან ისინი მიჩვეულები იყვნენ უპირატესობას საბჭოთა ტანკებზე,ახალი T-34 კი ყველა იმ დროინდელ ნაცისტურ ტანკს ჯობდა რაც ალფრედ იოდლმაც აღნიშნა თავის დღიურებში,შესაბამისად იმ დროისთვის გერმანელებს ძალიან უჭირდათ T-34 - ების განადგურება,სტანდარტული გერმანული ტანკ საწინააღმდეგო ქვემეხები ვერ ხვრიტავდნენ მძიმედ დაჯაშნულ დახრილ ჯავშნიან T-34 - ებს,გარდა ამისა T-34 - ს უპირატესობას მისი 76მმ ქვემეხიც აძლევდა,გერმანელებმა მას მეტსახელიც შეურჩიეს ტკაცანი-განადგურება,ტკაცანი მომდინარეობს ქვემეხის გასროლის ხმიდან ხოლო განადგურება კი მისი მომაკვდინებელი ეფექტისგან. პირველი დაპირისპირება T-34 - სადა გერმანულ ტანკებს შორის მდინარე დნეპრთან მოხდა სადაც გაანადგურა 1 37მმ ქვემეხი და 2 პანზერ II - ი,საბოლოოდ გერმანელებმა 9 მილის მოშორებით საარტილერიო ქვემეხით გაანადგურეს. საბრძოლო სტატისტიკამ აჩვენა რომ საერთო ჯამში 1941 წლისთვის 1 გერმანულ ტანკზე 7 საბჭოთა მოდიოდა,სულ სსრკს ამ წელს დაკარგა 20,500 ტანკი საიდანაც 2,300 T-34 - ი იყო ხოლო 900 მძიმე ტანკი კვ. პირველ თვეებში სსრკმ დაკარგა უმეტესი რაოდენობა თანამდეროვე კვ და T-34 - ი,თუმცა ნახევარზე მეტი ტექნიკური გაუმართაობის და საწვავის გათავების შედეგად იყო მიტოვებული ან გერმანელების მიერ განადგურებული საარტილერიო დანადგარებით პირდაპირი ცეცხლის შედეგად.სტანდარტული გერმანული 37მმ ქვემეხი ძალიან არაეფექტური გამოდგა T-34 - ის წინააღდეგ რის შემდეგადაც ხუმრობით კარებზე მოკაკუნეს ეძახდნენ,T-34 - ების განადგურება ძირითადად ხდებოდა 105მმიანი საბრძოლო ქვემეხით და 88მმიანი ჰაერსაწინააღმდეგო ქვემეხებით პირდაპირი გასროლით.

შეფასება 1941 წლისთვის[რედაქტირება]

შეიარაღება[რედაქტირება]

T-34 - ის 76მმ ქვემეხს შეეძლო გაეხვრიტა იმ დროინდელი ყველა გერმანული ტანკი საშუალო მანძილიდან,გარდა ამისა ჯავშანმხვრეტავ ჭურვებით 500მეტრზე ანადგურებდა 92მმიან ჯავშანს,იმ დროისთვის საუკეთესო გერმანულ ტანკებს Panzer 4 Ausf F - ს და Panzer III - ს სულ რაღაც 50მმიანი ჯავშანი ჰქონდა წინიდან.

განადგურებული T-34 (1941 წლის მოდელი)

მობილურობა[რედაქტირება]

დიდი მანძილის მარშიდ გავლა T-34 - ს ძვირად უჯდებოდა ხოლმე და ძალიან დიდი რაოდენობით სწორედ მწყობრიდან სიარულის დროს გამოდიოდა,მაგალითად მერვე მექანიზირებული კორპუსის თითქმის ნახევარზე მეტი ბრძოლამდე გამოვიდა მწყობრიდან სანამ ისინი დუბნომდე მიაღწევდნენ,ა.ვ. ბოდნარი რომელიც იბრძოდა 1941/42 წლებში ამბობს.

გერმანული ტანკები მოძრაობისას უნაკლოები იყვნენ,ისინი თითქმის არასდროს გამოდიოდნენ წყობრიდან,მაგალითად მათთვის არაფელს წარმოადგენდა 200კმ მაშინ როდესაც ჩვენ T-34 ები წყობრიდან გამოვიდოდა,შესაბამისად მათი ტანკები ტექნოლოგიურად ბევრად წინ იყვნენ ვიდრე ჩვენების

ომში მალევე გამოიკვეთა სავალი ნაწილის უარყოფითი მხარეები რომელიც ჯერ კიდევ აშშ - ი იყო ცნობილი,კერძოთ ეს ეხებოდა ჩრისტის მუხლუხებს :

ჩრისტის სავალი ნაწილები ძალიან დიდი ხნის წინ იყო გამოცდილი აშშ - ს მიერ და მალევე უარი თქვეს მის წარმოებაზე,შესაბამისად ჩვენს ტანკებზე ძალიან ცუდი ზამბარები ეყენა,ასევე ძალიან მსუბუქი იყო დაკიდება რაც მის ადვილად დაზიანების საშუალებას იძლეოდა,ის ზიანდებოდა მცირე კალიბრიანი ჭურვის მოხვედრის შემდეგაც კი,გარდა ამისა ეს ყველაფერი დამზადებული იყო ძალიან ცუდი რკინისგან,დაკიდების სისტემის დაყენება ადვილი იყო თუმცა ის ხშირად გამოდიოდა წყობრიდან.

ტანკის სავალი ნაწილი ყველაზე ხშირად აღსადგენი დეტალი იყო,ა.ვ. მარიევსკი იხსენებს:

მუხლუხები შეიძლებოდა წყობრიდან გამოსულიყო არასაბრძოლო მდგომარეობაშიც კი,მუხლუხი ხშირად წყდებოდა მაშინ როდესაც მასში რომელიმე ბორბალი აღარ იტრიალებდა,განსაკუთრებით ეს ხდებოდა მოტრიალებისას.

ეკიპაჟი[რედაქტირება]

დაბალი ხარისხის რკინა და ცუდად გაკეთებული ტანკის ტრანსმისია იძლეოდა ტანკის არასაიმედოობას და ტანკი სავსე იყო ტექნიკური პრობლემებით.

მძღოლი - მძღოლისთვის ტანკის მართვა არ იყო ადვილი რადგან ის თავისი ნაკვეთურიდან ძალიან ცუდად ხედავდა,თითქმის არ შეეძლო დაენახა მოსალოდნელი ორმოები,გარდა ამისა ვერ დავდა გვერდებზე რა ხდებოდა და იხედებოდა მხოლოდ წინ.

დამტენი - დამტენს ტანკში რთული სამუშაო ჰქონდა დაკისრებული,ჭურვის შესანახი კალათების გამო (როცა ქვემეხს ატრიალებდნენ შიგნით არ ტრიალებდა დამტენის ნაკვეთური),მსგავსი პრობლემა თითქმის ყველა გერმანულ ტანკს ჰქონდა. ჭურვების შესანახი კალათები დანაწილებული იყო და ზემოდან რაიმე ჰქონდა გადაფარებული,თითოში 9-9 ჭურვი იყო,გარდა კალათებისა დამატებითი ჭურვები იყო თვითონ ქვემეხის ყუთებზე დაყენებული.

მეთაური - მეთაური კუშკურიდან ამოსვლის შემდეგ შეეძლო დაენახა მთელი ბრძოლის ველი მხოლოდ ერთი პერისკოპით,გერმანელ სამხედროები უპირატესობას ანიჭებდნენ თავებ ამოყოფილ ბრძოლას რა დროსაც ისინი მთელ ბრძოლის ველს ხედავდნენ,ეს შეუძლებელი იყო T-34 - ზე. T-34 - ის კოშკურიდან ამოსასვლელს საბჭოთა ტანკისტები პეროგს უწოდებდნენ მისი ფორმისდა გამომდინარეს,გარდა ამისა გასაღებად მძიმე იყო და რთულად იღებოდა,ეკიპაჟის მოთხოვნით ეს ყველაფერი მალე გამოიცვალა მოროზოვის საკონსტრუქტორო ბიუროს მიერ 1942 წელს.

ჯავშანი[რედაქტირება]

T-34 - ი 1941 წლისთვის ითვლებოდა ყველაზე დაცულ ტანკად,დიდი უპირატესობას აძლევდა დახრილი ჯავშანი,ერთადერთი მისი მინუსი ქარხნული დეფექტები იყო. 1941 წლის გამოშვებული T-34 - ის გამოცდა მოხდა აშშ - ი აბერდინის პოლიგონზე.

ძლიერი წვიმის შემდეგ წყალი შედის კაბინაში და შეუძლია გათიშოს ელექტრული მოწყობილობები და ასევე გააფუჭოს ამუნიცია.

ომის დასაწყისისთვის ნათელი გახდა რომ T-34 - ის გახვრეტა გერმანული ქვემეხებისთვის დიდი თავსატეხი იყო მაგალითად ერთ ერთ ბრძოლაში გერმანულმა 37მმ ქვემეხმა 27 ჯერ გაარტყა T-34 - ს კოშკურაზე მაგრამ ტანკი მსუბუქად დაზიანდა.

შეფასება 1942/43 წლისთვის[რედაქტირება]

განადგურებული T-34 (1943 წლის მოდელი)

1942 წლისთვის ყველაზე გავრცელებული ტანკი უკვე T-34 იყო ხოლო გერმანელების მხარეს კი პანზერ 3,რომელიც ჯერ კიდევ შეიარაღებული იყო 5cm KwK 38 L/42 ტიპის ქვემეხით,და ასევე პანზერ 4 რომელსაც ისევ ძველი ქვემეხი ჰქონდა დაყენებული,თუმცა მალე გადაიარაღება დაიწყო და პანზერ 4 ს ისევე როგორ StuG III - ს დაუყენდა უფრო დიდი 7.5 cm KwK 40 L/43,ამ ახალ ქვემეხებს შეეძლო გაენადგურებინა T-34 - ი 1000 - ი მეტრიდან ფრონტალურ ჯავშანში მოხვედრისას.

1942 წლის შუა თვეებში T-34 - ს უკვე აღარ ჰქონდა ისეთი უპირატესობა როგორც ომის დასაწყისში,თუმცა მისი ჯავშანი მაინც უკეთესი იყო როგორც ამერიკული M4 Sherman ისევე გერმანულ Panzer IV - ზე,1942 წლისთვის სსრკმ დაკარგა 15 ათასამდე ჯავშანტექნიკა ამათგან 6,500 T-34 - ი იყო,იგივე ტანკების შეფარდება იყო როგორიც 1941 წელს,ოღონდ T-34 - ისთვის უფრო უარესი რადგან 44% განადგურებული ტანკი სწორედ T-34 - ი იყო. 1942 წლის ზამთარში T-34 - მა კვლავ დაიბრუნა უპირატესობა,ამჟამად თოვლში და ტალახში ორჯერ უკეთესი იყო ვიდრე გერმანული ტანკები,ამავე წელს ტანკს შეეცვალა ძრავა და დაუყენდა 5 სიჩქარიანი ძრავა რის შემდეგადაც მისი საშუალო სიჩქარე 30 კმ/სთ გახდა. 1943 წელს ინიციატივა უკვე სსრკს - კენ იყო,ამ წელს სსრკმ დაკარგა 23,500 ჯავშანტექნიკა საიდანაც 14,700 T-34 - ი იყო,შეფარდება კი 1:3 ზე იყო,კვლავ გერმანული ტანკების უპირატესობით.

T-34-85 - ის შეფასება 1944/45 წლისთვის[რედაქტირება]

T-34 - ი ასრულებს ქვეითთა ტანკის როლს

1943 წლისთვის T-34 - ი უკვე აღარანაირი უპირატესობას აღარ ფლობდა,ტანკი ვეღარ ხვრიტავდა ახალ პანტერას და თაიგერს მაშინ როდესაც ამ ორივეს შეეძლო ნებისმიერი მანძილიდან მისი განადგურება,შესაბამისად მისი წარმოება ნელ ნელა კლებულობდა,ამასთან უკვე გამოვიდა მისი გაუმჯობესებული T-34-85 - ი,აახალ ტანკ გაუმჯობესებული კოშკურა და სრულიად ახალი 85მმიანი M-1944 ZIS-S53 L/51.5 ქვემეხი ჰქონდა,მაგრამ ეს მაინც არ იყო იმ სიძლიერის ქვემეხი როგორც პანტერას და თაიგერს ჰქონდა,თუმცა 500მდან უკვე შეეძლო მათი გახვრეტა მაშინ როდესაც გერმანული ტანკები 1,500 მეტრიდან ხვრიტავდნენ,ბრძოლის მოგება შესაძლებელი იყო მათი რაოდენობით,ასევე ახლო ბრძოლებში ან ფლანგური შეტევით. T-34-85 - ი ადვილ სამიზნეს წარმოადგენდა ახალი გერმანული ტანკებისთვის,გარდა ამისა მისი ჯავშანი ვერ უძლებდა ვერც 37 მმიან ჰაერსაწინააღმდეგო ქვემეხს ახლო მანძილებზე.

T-34 - ის და ამერიკული შერმანის შედარების შემდეგ ნათლად ჩანს რომ ორივე მხარე ინტენსიურად მუშაობდა მის გაძლიერებაზე,უყენებდნენ ახალ ქვემეხებს და აწარმოებდნენ ადვილად თუმცა ვერცერთი ვერ ჯობდა თაიგერს და პანტერას. T-34-85 - ი კი მალე გადაიქცა სსრკს ძირითად ტანკად. გერმანელები უპირატესობას ანიჭებდნენ ტანკის ხარისხზე და არა მის რაოდენობაზე,მაგალითად ომის ბოლოსთვის უკვე 22 ათასი T-34-85 იყო დამზადებული რა დროსაც გერმანელებმა მხოლოდ 6 ათასი პანტერას დამზადება მოასწრეს,გარდა ამისა ტანკების ნახევარი მეორე ამერიკულ ბრიტანულ ფრონტზე იგზავნებოდა. 1944 წლისთვის სსრკ უკვე უდიდეს უპირატესობას ფლობდა რიცხოვნობით და სტრატეგიულად,1944 წელს სსრკმ დაკარგა 23,700 ჯავშანტექნიკა საიდანაც 58% T-34-85 - ი იყო,ტანკების დანაკარგის შეფარდება 1:4 ზე იყო გერმანიის სასარგებლოდ.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ[რედაქტირება]

T-34 კორეის ომში
T-34 ოპერაციის დროს

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მისი პირველი ომი იყო კორეის ომი, კომუნისტური კორეა უმეტესად აღჭურვილი იყო მეორე მსოფლიო ომის T-34/85-ებით.

ყველაზე მომზადებული 105-ე სატანკო ბრიგადა, 107-ე, 109-ე და 203-ე სატანკო პოლკებს აერთიანებდა და თითოეული 40 T-34/85 შედიოდა. სხვა ქვედანაყოფებში კი შედარებით მცირე რაოდენობა იყო. სულ ჩრდილო კორეის არმიას 258 ცალი ტანკი ჰყავდა. ამ დროს სამხრეთ კორეის არმიის მთელი ჯავშანტექნიკა იყო 27 M3 Lee და M8 ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი, ქვეითებს კი ჰქონდათ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი 60მმ ბაზუკა, რომელსაც არ შეეძლო T-34/85-ის განადგურება. ბრძოლის დაწყებისთანავე, ჩრდილო კორეელების უპირატესობა ნათლად გამოიკვეთა, სამხრეთ კორეელების ტანკ საწინააღმდეგო შეიარაღება ბაზუკები და უკუგორებითი ქვემეხი M16, რომელიც ვერაფერს აკლებდა მოწინააღმდეგის ტანკებს. ომის პირველ დღეებში, ჩრდილო კორეელებმა სულ 11 ტანკი დაკარგა. მათი უმეტესობა კი წყობიდან გამოვიდა სამხრეთ კორეელი სამხედროების თანვგანწირვის გამო, რომელიც ასაფეთქებელი ნივთირებით ტანკებს უვარდნებოდნენ.

აგრესიის შესაჩერებლად ივლისს, ამერიკელებმა 400 კაციანი არტილერიით გაძლიეებული ქვედანაყოფი გადავიდა დასახმარებლად, ხოლო მეორე დღეს მათ წინააღმდეგ 33 ცალი T-34 გადავიდა შეტევაზე, თუმცა ამერიკელებმა 105მმ-იანი M-2A1 ჰაუბიცებითა და 75მმ M-20-ით, ჭურვების უმეტესობა ჯავშანმხვრეტი იყო, თუმცა მათი უმეტესობა ტანკების დახრილი ჯავშნის გამო თითქმის ყველა ჭურვი აისხლიტეს და მხოლოდ 2 ტანკი დააზიანეს.

რამდენიმე დღეში, ამერიკელებმა გადაიტანეს 24 M-24 CHAFFEE ტიპის მსუბუქი ტანკები, რომელიც 10 ივლისს ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და განადგურდა 2 M-24 CHAFFEE, ხოლო არც ერთი T-34/85. შემდეგ დღეს ამერიკლებმა კიდევ 3 ტანკი დაკარგეს, ბოლოს კი 2 გამართული ტანკი შემორჩათ. ცხადი გახდა, რომ T-34-ებთან ბრძოლა უფრო ძლიერი საშუალებებს მოითხოვდა, ამიტომ ამერიკელებმა აქცენტი რაოდენობაზე და თანამედროვე შეიარაღებაზე გააკეთეს და გაგზავნა ახალი ტანკები: 69 M-46 PATTON და ისევ M-24 CHAFFEE-ები და M4 SHERMAN. ასევე გააგზავნეს ტანკსაწინააღმდეგო 88,9მმ M20 SUPER BAZOOKA. ახალმა ტექნიკამ სატანკო დუელებში გარდატეხა შეიატანა და ორჯერ მეტი T-34/85 გაუნადგურდა ვიდრე მთელი ომის განმავლობაში.

სულ განადგურდა 97 ცალი T-34/85მ, ხოლო ამერიკელთა ცნობით თავად კი გაუნადგურდათ 24 ტანკი.

კორეის ომის გარდა, T-34 ძალიან ბევრ ომში მონაწილეობდა, მათ შორის ექვს დღიან ომში და ა.შ. .

T-34 - ი დღემდე რჩება კუბის არმიის შეიარაღებაში.

ტანკი როგორც სიმბოლო[რედაქტირება]

ათასობით T-34 შეიქმნა და თითქმის საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყანაში დგას მისი მონუმენტები, მათ შორის: ბელორუსიაში, გერმანიაში, მოსკოვში, კალინგრადში, უკრაინაში, პოლონეთში, ვოლგოგრადში, ჩეხეთში, ვლადივოსტოკში, კუნოვიცში, სლოვაკეთში, აშშ-ში. ეს დაუსრულებელი ცხრილია, სადაც დგას მისი მონუმენტები.

ვარიანტები[რედაქტირება]

საბჭოთა კავშირი

1942 წლის მოდელი

ტანკები

  • Model 1940 - მის შეიარაღებაში იყო L-11 ტიპის 76.2მმ ქვემეხი.ტანკი იწარმოებოდა გორკის ქარხანაში.
  • Model 1941 - 1941 წლის მოდელი,გაძლიერებული ჰქონდა ჯავშანი და დაუყენდა უფრო ძლიერი F-34 ტიპის ქვემეხი
  • T-34/57 - დაუყენდა საზენიტო 57მმიანი ქვემეხი ZiS-4.
  • OT-34 - დაყენებული იყო ქვემეხის მაგივრად ცეცხლმტყორცნი.
  • T-34M - მოდერნიზებული ვარიანტი,შეცვლილი ჰქონდა კოშკურა,ძველისგან განსხვავებით ახალში 3 კაცი თავსდებოდა,ასევე გაეზარდა ამუნიცია და საწვავის მარაგი.
T-34-85M
  • T-34-85
  • Model 1943 - 1943 წლის მოდელი რომლის შეიარაღებაში იყო 85მმ გრძელი და ძლიერი ქვემეხი.
  • Model 1944 - 1944 წლის მოდელი რომლის შეიარაღებაში იყო 85 მმ ZiS-S-53,გარდა ამისა რადიო გადავიდა კოშკურაში.
  • Model 1945 - ქვემეხი ელექტრული ძალის წყალობით ტრიალებდა,გაიზარდა მეთაურის ადგილის ფართობი.
  • Model 1946 - 1946 წლის მოდელი რომელსაც ჰქონდა ახალი ძრავა V-2-34M და ახალი დეტალები.
  • Model 1960 - დაყენებული ჰქონდა ახალი ძრავა V-2-3411,ჰაერ გამწმენდი,გენერატორი,ახალი BDSh კვამლის აერწინაღები და ახალი რადიო 10-RT 9-RT-ს ნაცვლად.
  • Model 1969 (ასევე ეძახდნენ T-34-85M) - მას ჰქონდა ახალი R-123 რადიო, T-54-ის სასიარულო გორგოლაჭები,გაუმჯობესდა ღამის ხედვა და გაეზარდა საწვავის მოცულობა.
1946 წლის მოდელი,2010 წლის აღლუმზე მოსკოვში

ტანკ-საწინააღმდეგო

  • SU-85 - შეიარაღებაში ჰქონდა 85მმ ქვემეხი.
  • SU-100 - შეიარაღებაში ჰქონდა 100მმ ქვემეხი.

თვითმავალი საარტილერიო დანადგარები

ანტი ტანკი SU-100
  • SU-122 - თვითმავალი საარტილერიო დანადგარი რომელიც შეიარაღებული იყო 122მმ ქვემეხით.

საინჟინრო მანქანები

  • PT-34 - გამნაღმელი მანქანა.
  • T-34-T - ერთ-ერთი ყველაზე ძველი ვარიანტი,მას ევალებოდა ბრძოლიდან გამოსული დაზიანებული ტანკების შეკეთება.
  • SPK-5 - თვითმავალი ამწე რომელსაც შეეძლო აეწია 10 ტონა.
  • MT-34 - ხიდგამდები მანქანა

ბულგარეთი

  • T-34/85 - მისი კოშკურა გადაკეთებულია ბუნკერად

კუბა

  • T-34-85 - 85მმ ქვემეხის მაგივრად ჰქონდა 122მმ საარტილერიო ქვემეხი D-30.

ჩეხეთი

ტანკები

  • T-34-85CZ - T-34-85 Model 1944 წლის მოდელი რომელიც ჩაუშვეს სერიულ წარმოებაში.

ეგვიპტე

  • T-100 - აღჭურვილი იყო BS-3 ტიპის 100მმ ქვემეხით,ამის გამო მთლიანად შეეცვალა კოშკურა.
  • T-122 - აღჭურვილი იყი 122მმ D-30 ტიპის ქვემეხით,რის გამოც მთლიანად შეეცვალა კოშკურა.

ნაცისტური გერმანია

თვითმავალი საზენიტო ქვემეხი

  • Flakpanzer T-34 - მის შეიარაღებაში ჰქონდა 2 საზენიტო ქვემეხი Flakvierling 38.

ჩინეთი

  • Type 58 - დაკოპირებული T-34-85

თვითმავალი საზენიტო ქვემეხი

  • Type 63 - შეიარაღებული იყო 2 37მმ საზენიტო ქვემეხით

პოლონეთი

  • WPT-34 - ტანკ სარემონტო მანქანა

სირია

T-100
  • T-34/55 - საბჭოთა წარმოების T-34-85-ის მოდერნიზებული ვარიანტი რომელსაც დამატებული ჰქონდა კოშკურაზე ჰაერსაწინააღმდეგო ტყვიამფრქვევი.

თვითმავალი საარტილერიო დანადგარი

  • T-34/122 - შეიარაღებაში ჰქონდა 122 მმ D-30 ტიპის ქვემეხი და სხვადასხვა დეტალები

იუგოსლავია

  • Teski Tenk Vozilo A - 1949 წლის მოდელი რომელიც იყო T-34 მოდერნიზებული ვარიანტი მას ჰქონდა შეცვლილი ტყვიამფრქვევი და დაუყენეს M-47 Patton-ის ქვემეხი.


T-34-ის სატანკო ასები[რედაქტირება]

  • დიმიტრი ლავრინენკო - განადგურებული ჰყავს 52 მტრის ჯავშანტექნიკა
  • მ.კუჩენკოვი - 32 ჯავშანტექნიკა
  • ნ.დიაჩენკო - მტრის 31 ჯავშანტექნიკა
  • კონსტანტინ სამოხინი - ჰყავდა BT-7 და T-34 . გაანადგურა 30+ ჯავშანტექნიკა
  • ალექსანდრ ბურდა - განადგურებული ჰყავს 30+ ჯავშანტექნიკა ამათგან 8 ტანკი გაანადგურა 1941 წლის 4 ოქტომბერს
  • ნ.ნოვიცკი - 29 მტრის ჯავშანტექნიკა
  • მაიორი ვასილი სტოროჟენკო - ჰყავდა T-34 და T-34/85 - გაანადგურა 29 მტრის ჯავშანტექნიკა და დიდი ოდენობით ქვემეხები
  • ვასილი ბრუიჰოვი - მტრი 29 ჯავშანტექნიკა
  • ნიკოლაი ანდრეევი - გაანადგურა 27 მტრი ჯავშანტექნიკა,ნაალაფარად დატოვა 2 ტანკი და ათეულობით ქვემეხი
  • ვლადიმირ ჰაზოვი - გაანადგურა 26 მტრი ჯავშანტექნიკა,ასევე 1 თვითმფრინავი თავისი საზენიტო ტყვიამფრქვევით

ეს დაუსრულებელი სიაა T-34-ის სატანკო ასებზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=T-34&oldid=2527868“-დან