ალფრედ იოდლი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალფრედ იოდლი

იოდლი, ალფრედ (გერმ. Alfred Jodl) (დ. 10 მაისი, 1890; ვიურცბურგი, გერმანია — გ. 16 ოქტომბერი, 1946; ნიურნბერგი, გერმანია ) - გერმანელი სამხედრო მოღვაწე. ვერმახტის გენერალ-პოლკოვნიკი, ვერმახტის უმაღლესი მთავარსარდლობის (OKW) შტაბის შეფი.


ბიოგრაფია[რედაქტირება]

1914 წლამდე[რედაქტირება]

  • 1890 - 10მაისი: ბავარიელ პოლკოვნიკს იოჰანეს იოდლს და თერეზე ბაუმგერტლერს შეეძინას ვაჟი ალფრედი. რაკი მშობლები დაქორწინებულები არ იყვნენ, ამიტომ ალფრედი 1899 წლამდე დედის გვარს, ბაუმგერტლერს (გერმ. Baumgärtler) ატარებდა. მათი დაქორწინების შემდეგ კი იოდლის გვარი მიიღო.
  • 1903 წლამდე იოდლი მიუნხენის თერეზიენ-გიმნაზიაში სწავლობდა.
  • 1903 - 1910 - მან სწავლა განაგრძო ბავარიის არმიის კადეტთა სკოლაში მიუნხენში.
  • 1910 - იოდლი აუგსბურგში მე-4 ბავარიული საველე საარტილერიო ბატალიონის ზემდეგად დაინიშნა.
  • 1911 - 1912 - იგი განათლებას იმაღლებს მიუნხენში ბავარიის სამხედრო სასწავლებელში.
  • 1912 - 28 ოქტომბერი: სამხედრო სასწავლებლის წარმატებით დამთავრების შემდეგ იოდლს ლეიტენანტის წოდება მიენიჭა.
  • 1913 - სექტემბერი: ალფრედ იოდლი დაქორწინდა გრაფინია ირმა ფონ ბულიონზე (გერმ. Irma Gräfin von Bullion).

პირველ მსოფლიო ომში[რედაქტირება]

  • 1914 - 1916 - პირველ მსოფლიო ომში იოდლი საარტილერიო ბატარეის ოფიცრად მსახურობდა დასავლეთ ფრონტზე და ბრძოლებში ორჯერ იქნა დაჭრილი.
  • 1914 - ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისთვის იგი დაჯილდოებულ იქნა "რკინის ჯვრის" II ხარისხის ორდენით.
  • 1916 - მიენიჭა ობერლეიტენანტის წოდება.
  • 1917 - გადაყვანილ იქნა აღმოსავლეთ ფრონტზე უნგრეთის არმიის 72-ე საველე საარტილერიო პოლკში ბატარეის უფროსად.
  • 1918 - იოდლი დაინიშნა დასავლეთ ფრონტის გენერალური შტაბის ოფიცრის თანამდებობაზე.
  • 1918 - 3 მაისი: დაჯილდოებულ იქნა "რკინის ჯვრის" I ხარისხის ორდენით.

ომთაშორისი პერიოდი[რედაქტირება]

მეორე მსოფლიო ომი[რედაქტირება]

  • 1939 - 1940 - მეორე მსოფლიო ომის პირველ პერიოდში იოდლის ხელმძღვანელობის ქვეშ შემუშავდა პოლონეთის წინააღმდეგ ომის მთელი გეგმა.
  • 1940 - 19 ივლისი: იოდლს არტილერიის გენერლის წოდება მიენიჭა. იმავე წლის 18 დეკემბრის Nr. 21 მიმართვის საფუძველზე იოდლმა და "WFA"-მა დაიწყეს მუშაობა სსრკ-ს წინააღმდეგ ომის საბრძოლო გეგმის მომზადებაზე. გეგმას ეწოდა "ოპერაცია ბარბაროსა" (გერმ. Unternehmen Barbarossa).
  • 1942 - იოდლი დაინიშნა დასავლეთის ფრონტზე წარმოებული სამედრო ოპერაციების უფროსად და ამით პასუხისმგებელი გახდა ომის მართვაზე ნორვეგიიდან ჩრ. აფრიკამდე.
იოდლი ხელს აწერს უსიტყვო კაპიტულაციას

ტრიბუნალი და აღსასრული[რედაქტირება]

ნიურნბერგის მთავარ დამნაშავეთა ტრიბუნალმა იოდლი ყველა, ოთხივე საბრალდებო პუნქტში დამვაშავედ ცნო და 1946 წლის 1 ოქტომბერს სიკვდლით დასჯა ჩამოხრჩობით მიუსაჯა. მისი თხოვნა (ისევე როგორც გენერალ-ფელდმარშალ კაიტელის) , ჩამოხჩობა სახედრო პირისათვის შესაფერი დასჯით - დახვრეტით შეეცვალათ ტრიბუნალის მიერ უარყოფილ იქნა. განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი 1946 წლის 16 ოქტომბერს 2 საათსა და 40 წუთზე ნიურნბერგის ციხეში.

ალფრედ იოდლის ბოლო სიტყვები იყო: "მოგესალმები ჩემო გერმანიავ!" ( გერმ. "Ich grüße Dich, mein Deutschland!" )


რეაბილიტაცია[რედაქტირება]

იოდლის მეორე მეუღლის ლუიზეს დაჟინებული პროტესის შემდგომ 1953 წლის 2 მარტს მიუნხენის სასამართლომ მიიღო დადგენილება ალფრედ იოდლის რეაბილიტაციის და დამნაშავეთა პირველი ჯგუფიდან ("მთავარი დამნაშავეები") მეორე ჯგუფში ("დამნაშავეები") გადაყვანის შესახებ. მოტივით - იოდლი როგორც სამხედრო პირი თავის მოქმედებებში მხოლოდ ოპერატიული საკითხებით შემოიფარგლებოდა.

ამერიკულმა მხარემ თავდაპირველად სასამართლოს გადაწყვეტილება კატეგორიულად უარყო მისი "ნიურნბერგის განაჩენთან" წინააღმდეგობაში მოსვლის მოტივით. თუმცა საბოლოოდ, 1953 წლის 3 სექტემბერს, ბევრი სასამართლო სხდომის და კულისებს მიღმა მიღწეული ორმხრივი კომპრომისის შემდგომ, ბავარიის პოლიტიკური გათავისულების საქმეთა მინიტრმა მიუნხენის სასამართლოს დადგენილება სამართლებრივ აქტად ცნო და ალფრედ იოდლის პოლიტიკური რეაბილიტაცია მოახდინა.

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: