შინაარსზე გადასვლა

T-34

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
T-34 (ტე–34)

ტანკი მუსე დე ბლინდესში
მოდიფიკაცია
საბრძოლო წონა, ტ 26,6 – 30
განლაგების სქემა კლასიკური
ეკიპაჟი, კაცი 4 კაცი
ისტორია
გამოშვების წელი(წლები) T–34 1940—1944,T–34–85 – 1944–45წ.წ.
ექსპლუატაციის წელი(წლები) 1940-დღემდე
ზომები
კლირენსი, მმ 400
ჯავშანი
ჯავშნის ტიპი დახრილი, ფოლადის ჯავშანი
კორპუსის სახურავი, მმ 20 მმ
შეიარაღება
ქვემეხის კალიბრი და მარკა 76,2 მმ
ქვემეხის ტიპი ქვემეხი L–11, ან F–32, ან F–34
ქვემეხის საბრძოლო მარაგი 77 ჭურვი
ტყვიამფრქვევები 2 – 7,62 მმ დეტე ტიპის ტყვიამფრქვევი
მობილურობა
ძრავის ტიპი 12 ცილინდრიანი დიზელის ვე–2
ძრავის სიმძლავრე, ც.ძ. 400–500
მუხლუხების სიგანე, მმ 500–550
აღმართზე გამავლობა, გრად. 30 გრად.
კედლის გადალახვა, მ 0,7 მ
თხრილის გადალახვა, მ 2,5
გუბის გადალახვა, მ 1,3

T-34 (ტე–34) — საბჭოთა საშუალო ტანკი, რომელიც იწარმოებოდა 1940 წლიდან 1958 წლამდე. T-34 ეფექტიანობა დამტკიცდა მეორე მსოფლიო ომის დროს. მისი წარმოება დაიწყო უკრაინაში, ქალაქ ხარკოვის ქარხანაში. T-34 მეორე მსოფლიო ომის ეპოქაში ყველაზე მეტად გამოშვებული ტანკია.

T-34-ს უნდა ჩაენაცვლებინა სწრაფი ტანკები BT-5, BT-7 და T-26. ტანკი საერთო ჯამში ძალიან დაბალანსირებული გამოდგა, რადგან მას ჰქონდა ძლიერი ქვემეხი, ჯავშანი, ასევე იყო მობილური და ძალიან კარგად შეეძლო ემოძრავა უსწორ-მასწორო გზებზე. მეორე მსოფლიო ომის ტანკები ძირითადად შედგებოდნენ 5 კაცისგან: მეთაური, მძღოლი, მემიზნე, დამტენი და რადიო ოპერატორი, თუმცა T-34-ის ეკიპაჟი იყო ოთხკაციანი, ეს კი იმან განაპირობა, რომ მეთაური გადავიდა მსროლელის ადგილას და ასრულებდა ორ სამუშაოს: მსროლელის და მეთაურის.

1944 წელს შეიარაღებაში მიიღეს მისი ახალი მოდიფიკაცია T-34-85, რომელსაც ჩვეულებრივი საბაზო T-34-ისგან განსხვავებით, ჰქონდა 85 მმ–იანი ქვემეხი მოთავსებული უფრო დიდ კოშკურაში. 1945 წელს მან თითქმის მთლიანად ჩაანაცვლა მსუბუქი და მძიმე ტანკების უმეტესობა საბჭოთა ტექნიკაში.

რევოლუციური დიზაინი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
A-8 (BT-7M), A-20, T-34 1940 წლის მოდელი

1939 წლისთვის საბჭოთა სახმელეთო ძალებში ყველაზე ბევრი იყო მსუბუქი T-26 და BT (BT-2, BT-5, BT-7) სერიის სწრაფი ტანკები. T-26 იყო ნელა მოძრავი ტანკი, თუმცა იყო ქვეითთა ტანკი, რომელსაც ევალებოდა ქვეითების ფრონტზე უსაფრთხო მიყვანა, მას ჰქონდა 45მმ ქვემეხი. BT ტანკი კი იყო საკავალერიო, რომელიც იყო ძალიან სწრაფი და მანევრული, თუმცა არ იყო ქვეითთა ტანკი. ასევე ქვემეხიც სუსტი ჰქონდა. ეს ორივე კი იყო უცხოური წარმოების, T-26 იყო ბრიტანული Vickers 6-Ton-ის ბაზაზე, ხოლო BT სერიის ტანკები კი იყო შექმნილი ამერიკელი კონსტრუქტორის უოლტერ კრისტის მიერ, რომელმაც BT სერიის ტანკები 1930 წლებში გამოუშვა და საბჭოელებმა მას მხოლოდ მოდერნიზაცია ჩაუტარეს.

მეორე საცდელი ვერსია, A-32 გამოცდისას, 1939 წ

1937 წელს გამოჩნდა ახალგაზრდა ინჟინერი მიხეილ კოშკინი თავის ახალ გუნდთან ერთად და უნდოდა გამოეშვა ტანკი, რომელიც ჩაანაცვლებდა BT სერიის ტანკებს. მის პირველ პროტოტიპს, A-20-საც ჰქონდა 20 მმ ჯავშანი, 45 მმ ქვემეხი და ახალი დიზელის V-2 ტიპის ძრავა. მას ასევე ჰქონდა თავის მუხლუხებში 8×6 გორგოლაჭი, განსხვავებით BT სერიის ტანკებისგან (8×2). 8×6 საშუალებას აძლევდა ემოძრავა მუხლუხის ჯაჭვის გარეშე. ასევე A-20-ში გამოყენებული იყო დახრილი ჯავშანი, რომელიც საშუალებას აძლევდა აესხლიტა ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები. კოშკინმა ა–20-ის მეორე პროტოტიპი წარუდგინა იოსებ სტალინს და მან უთხრა, რომ მის შეიარაღებაში უნდა იყოს უფრო ძლიერი ქვემეხი და ასევე ძლიერი ჯავშანი. ასევე განუცხადა, რომ ამ უნივერასალურ ტანკს თავისუფლად შეეძლო ჩაენაცვლებინა T-26 და BT სერიის ტანკები. მეორე პროტოტიპს ერქვა A-32, რომელსაც ჯავშანი ჰქონდა 32 მმ (შემდგომში 45 მმ) და 76.2 მმ ქვემეხი. ორივე პროტოტიპი გამოცდაზე ტრიალ მინდორზე გავიდა, კუბინკაზე, 1939 წელს. გაოცება კი იმან გამოიწვია, რომ მძიმე A-32 გამოდგა უფრო მარდი (მანევრული) ვიდრე მსუბუქი A-20. ამ გამოცდის შემდეგ T-34 მიიღეს შეიარაღებაში T–34 ინდექსით 1939 წლის 19 დეკემბერს.

თუმცა, სანამ შეიარაღებაში მიიღებდნენ, კოშინმა გამოიარა 2,000 კმ ხარკოვიდან მოსკოვამდე იმისთვის, რომ იოსებ სტალინისთვის წარედგინა და სწორედ, ამ პერიოდში ის დაავადდა ფილტვების ანთებით, რომლის შემდეგადაც გარდაიცვალა. კოშკინის გუნდმა 1940 წლისთვის მოასწრო 4 ცალი T-34-ის გამოშვება, ხოლო შემდეგ კი თითქმის მთლიანად ჩაანაცვლა T-26 და BT სერიის ტანკები.

ტანკს ჰქონდა BT ტანკების საკიდრები, ასევე შედარებით ძლიერი ჯავშანი და ქვემეხი. T-34-ს შემდგომში მეორენაირად ეძახდნენ T-34/76. 76 კი აღნიშნავდა მისი ქვემეხის კალიბრს. 1944 წელს შეიარაღებაში მიიღეს მისი ახალი ვერსია T-34/85, რომელსაც ჰქონდა უფრო ძლიერი 85მმ-იანი ქვემეხი. ომის დროს T-34-მა განიცადა რამდენიმე მოდერნიზაცია, მისი წონა ავიდა 26,6-დან 30 ტონამდე, ხოლო T–34–85 – 32 ტონამდე.

1943 წელს გაიმართა კურსკის ბრძოლა, საბჭოთა არმიას მოუხდა შეტაკება ახალ გერმანულ ტანკებთან Tiger-თან და Panther-თან, ეს ბრძოლა იყო ყველაზე დიდი სატანკო ბრძოლა მთელ ისტორიაში. ბრძოლის დროს განადგურდა 8800 ერთეული საბჭოთა და 1500 ერთ. გერმანული ჯავშანტექნიკა. კურსკის ბრძოლამ აჩვენა, რომ გერმანულ ვეფხვებსა და პანტერებს 76 მმ ქვემეხებით ვეღარ გაუმკლავდებობდნენ და საჭირო იყო ახალი ტანკი, ამიტომაც T-34-ს დაუყენეს ახალი 85 მმ საზენიტო ქვემეხი, რომელიც ეფექტიანი იქნებოდა ახალი გერმანული ტანკების წინააღმდეგ. 1942 წლისთვის, გერმანულ ტანკებს უკვე ჰქონდათ ძლიერი 75 მმ ქვემეხი, რომლის გახვრეტა უკვე უჭირდა T-34-ს ეკიპაჟებს. მოროზოვის საკონსტრუქტორო ბიურომ დაიწყო მუშაობა ახალ ტანკზე, სახელად T-43. ამ ტანკს გაძლიერებული ჰქონდა ჯავშანი 90 მმ-მდე. T-43 იყო უნივერსალური ტანკი და შეეძლო ჩაენაცვლებინა T-34 და KV-1 ტიპის მძიმე ტანკი, მაგრამ შეირაღებული იყო ისევ 76 მმ ვემეხით. საუბედუროდ, ახალ T-43-ის ტიპის ტანკის ჯავშანს, აღარ შეეძლო გაეძლო 88 მმ ქვემეხებისთვის. ასევე T-34 უფრო კარგი სისწრაფე მქონე ტანკი იყო მაშინაც კი, როდესაც ახალი 85მმ ქვემეხი დაუყენეს. საბოლოოდ T-43-ის გამოშვება ძალიან ნელა მიმდინარეობდა, და მალევე შეწყვიტეს მისი სერიული წარმოება. საბჭოთა ქარხნები კი ისევ გადაერთო T-34-ის გამოშვებაზე, ოღონდ ძველი 76 მმ T-34-ის მაგივრად, უკვე 85 მმ T-34-ს უშვებდნენ. მისი ქვემეხი სიგრძეში 1,425 მმ-დან 1,600 მმ-მდე გაიზარდა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოწყობილობა იყო პერისკოპი, რომელიც ზუსტი ასლი იყო ინგლისური ანალოგის, რომლებსაც ეყენათ Vickers Tank Periscope MK.IV. ომის ბოლოს, საბჭოელებმა გამოუშვეს ათჯერ მეტი T-34/85, ვიდრე გერმანელებმა პანტერა. სულ 25899 ცალი T-34/85-ის გამოშვება მოესწრო, ხოლო გერმანელებს სამხრეთ ფრონტზე მხოლოდ 304 პანტერი ჰყავდათ.

1945 წლის ბოლოსთვის სულ გამოშვებული იქნა 62 ათასზე მეტი ცალი T-34, 1941-1944 წლებში სულ გამოშვებული იქნა 35,312 ცალი T-34, ხოლო დანარჩენი 25,899 T-34-85 კი გამოუშვეს 1944-45 წლებში. ერთ-ერთი ყველაზე ბევრი გამოუშვა ნომერ.183-მ ქარხანამ, სულ 28,952 T-34 და T-34-85 1941-45 წლებში. ტანკების გამოშვების რაოდენობით მეორეა ქარხანაა ნომერი 112-ე. 12,604 ტანკი. 1946 წლისათვის გამოშვებული იქნა 2,701 T-34. ამის შემდეგ კი შეწყდა მისი წარმოება, თუმცა სულ ცოტა ხნით. მისი გამოშვება განაახლა პოლონეთმა და ჩეხეთმა. ორივემ ერთად 1,380 T-34 და 3,185 T-34/85. შემდეგ კი მთლიანად გადაერთვნენ T-55-ისა და T-72-ის გამოშვებაზე. 1960 წლის ბოლოს საბჭოთა კავშირმა მოდერნიზაცია ჩაუტარა T-34-85-ს, რომელიც ექსპორტზე გავიდა.

საბოლოო ჯამში, T-34M-ს ჩათვლით, გამოშვებული იქნა 84,070 ცალი T-34 და ასევე 13,170 თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, რომელიც იყო T-34-ის შასზე.

მეორე მსოფლიო ომი (1941)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პროხოროვსკის ბრძოლაში განადგურებული 112-ე ქარხნის მიერ გამოშვებული T-34
ვიკიციტატა
„მსოფლიოში საუკეთესო ტანკი. —გენერალ ფელდ მარშალი ევალდ ფონ კლაისტი“

T-34 პირველად 1941 წლის ზაფხულში გამოჩნდა, საბჭოთა ლიტერატურაში წერია, რომ ახალი ტანკი გერმანელი სამხედროებისთვის შოკი იყო, რადგან ისინი მიჩვეულები იყვნენ უპირატესობას საბჭოთა ტანკებზე. ახალი T-34 კი ყველა იმ დროინდელ ნაცისტურ ტანკს ჯობდა, რაც ალფრედ იოდლმაც აღნიშნა თავის დღიურებში, შესაბამისად იმ დროისთვის გერმანელებს ძალიან უჭირდათ T-34-ების განადგურება, სტანდარტული გერმანული ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხები ვერ ხვრიტავდნენ მძიმედ დაჯაშნულ და დახრილჯავშნიან T-34-ებს, გარდა ამისა T-34-ს უპირატესობას მისი 76 მმ ქვემეხიც აძლევდა, გერმანელებმა მას მეტსახელიც შეურჩიეს ტკაცანი-განადგურება, ტკაცანი მომდინარეობს ქვემეხის გასროლის ხმიდან ხოლო განადგურება კი მისი მომაკვდინებელი ეფექტისგან. პირველი დაპირისპირება T-34-სა და გერმანულ ტანკებს შორის მდინარე დნეპრთან მოხდა, სადაც გაანადგურა 1 37 მმ ქვემეხი და 2 პანცერ II, საბოლოოდ გერმანელებმა 9 ეჯის (მილის) მოშორებიდან საარტილერიო ქვემეხით გაანადგურეს. საბრძოლო სტატისტიკამ აჩვენა რომ საერთო ჯამში 1941 წლისთვის 1 გერმანულ ტანკზე 7 საბჭოთა მოდიოდა, სულ სსრკს ამ წელს დაკარგა 20,500 ტანკი საიდანაც 2,300 T-34 იყო, ხოლო 900 მძიმე ტანკი კვ–1 და კვ–2. პირველ თვეებში სსრკ–მ დაკარგა უმეტესი რაოდენობა თანამედროვე კვ და T-34, თუმცა ნახევარზე მეტი ტექნიკური გაუმართაობის და საწვავის გათავების შედეგად იყო მიტოვებული ან გერმანელების მიერ განადგურებული საარტილერიო დანადგარებით პირდაპირი ცეცხლის შედეგად. სტანდარტული გერმანული 37 მმ ქვემეხი ძალიან არაეფექტიანი გამოდგა T-34-ის წინააღმდეგ რის შემდეგადაც ხუმრობით კარებზე მოკაკუნეს ეძახდნენ, T-34-ების განადგურება ძირითადად ხდებოდა 105 მმ-იანი ან 88 მმ-იანი ჰაერსაწინააღმდეგო ქვემეხებით, პირდაპირი გასროლით.

შეფასება 1941 წლისთვის

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

T-34-ის 76 მმ ქვემეხს შეეძლო გაეხვრიტა იმ დროინდელი ყველა გერმანული ტანკი საშუალო მანძილიდან, გარდა ამისა ჯავშანმხვრეტავ ჭურვებით 500 მეტრზე ანადგურებდა 92მმიან ჯავშანს, იმ დროისთვის საუკეთესო გერმანულ ტანკებს Panzer 4 Ausf F-სა და Panzer III-ს სულ რაღაც 50 მმ-იანი შუბლა ჯავშანი ჰქონდა.

76 მმ-იანი ქვემეხით შეიარაღებული T-34

დიდი მანძილის გავლა T-34-ს ძვირად უჯდებოდა და ძალიან დიდი რაოდენობით, სწორედ მწყობრიდან სიარულის დროს გამოდიოდა, მაგალითად მერვე მექანიზირებული კორპუსის თითქმის ნახევარზე მეტი ბრძოლამდე გამოვიდა მწყობრიდან, სანამ ისინი დუბნომდე მიაღწევდნენ, ა.ვ. ბოდნარი რომელიც იბრძოდა 1941/42 წლებში ამბობს.

გერმანული ტანკები მოძრაობისას უნაკლოები იყვნენ, ისინი თითქმის არასდროს გამოდიოდნენ მწყობრიდან, მაგალითად მათთვის არაფერს წარმოადგენდა 200 კმ მაშინ, როდესაც ჩვენი T-34-ები მწყობრიდან გამოვიდოდა, შესაბამისად მათი ტანკები ტექნოლოგიურად ბევრად წინ იყვნენ ვიდრე ჩვენების.

ომში მალევე გამოიკვეთა სავალი ნაწილის უარყოფითი მხარეები რომელიც ჯერ კიდევ აშშ-ში იყო ცნობილი, კერძოდ ეს ეხებოდა ჩრისტის მუხლუხებს :

ჩრისტის სავალი ნაწილები ძალიან დიდი ხნის წინ იყო გამოცდილი აშშ-ს მიერ და მალევე უარი თქვეს მის წარმოებაზე,შესაბამისად ჩვენს ტანკებზე ძალიან ცუდი ზამბარები ეყენა, ასევე ძალიან მსუბუქი იყო დაკიდება, რაც მის ადვილად დაზიანების საშუალებას იძლეოდა. ის ზიანდებოდა მცირე კალიბრიანი ჭურვის მოხვედრის შემდეგაც კი, გარდა ამისა ეს ყველაფერი დამზადებული იყო ძალიან ცუდი მეტალისგან, მიუხედავად იმისა რომ, დაკიდების სისტემის დაყენება ადვილი იყო, თუმცა ის ხშირად გამოდიოდა წყობრიდან.

ტანკის სავალი ნაწილი ყველაზე ხშირად აღსადგენი დეტალი იყო, ა.ვ. მარიევსკი იხსენებს:

მუხლუხები შეიძლებოდა წყობრიდან გამოსულიყო არასაბრძოლო მდგომარეობაშიც კი, მუხლუხი, ხშირად, წყდებოდა მაშინ, როდესაც მასში რომელიმე გორგოლაჭი აღარ იტრიალებდა, განსაკუთრებით ეს ხდებოდა მოტრიალებისას.

დაბალი ხარისხის რკინა და ცუდად გაკეთებული ტანკის ტრანსმისია იძლეოდა ტანკის არასაიმედოობას, რის გამოც, ტანკი სავსე იყო ტექნიკური პრობლემებით.

მძღოლი - მძღოლისთვის ტანკის მართვა არ იყო ადვილი, რადგან ის თავისი ნაკვეთურიდან ძალიან ცუდად ხედავდა. თითქმის არ შეეძლო დაენახა მოსალოდნელი ორმოები, გარდა ამისა, ვერ ხედავდა გვერდებზე რა ხდებოდა და იხედებოდა მხოლოდ წინ.

დამტენი - დამტენს ტანკში რთული სამუშაო ჰქონდა დაკისრებული. ჭურვის შესანახი კალათების გამო (როცა ქვემეხს ატრიალებდნენ შიგნით არ ტრიალებდა დამტენის ნაკვეთური), მსგავსი პრობლემა თითქმის ყველა გერმანულ ტანკს ჰქონდა. ჭურვების შესანახი კალათები დანაწილებული იყო და ზემოდან, თითოში 9-9 ჭურვი იყო, გარდა კალათებისა დამატებითი ჭურვები იყო თვითონ ქვემეხის ყუთებზე დაყენებული.

მეთაური - მეთაური კუშკურიდან ამოსვლის შემდეგ შეეძლო დაენახა მთელი ბრძოლის ველი მხოლოდ ერთი პერისკოპით. გერმანელი სამხედროები უპირატესობას ანიჭებდნენ ღია ლუკს, რადგან ისინი მთელ ბრძოლის ველს ხედავდნენ, ეს შეუძლებელი იყო T-34-ზე. T-34-ის კოშკურიდან ამოსასვლელს საბჭოთა ტანკისტები პეროგს უწოდებდნენ მისი ფორმიდან გამომდინარეს, გარდა ამისა, გასაღებად მძიმე იყო და დიდ ძალას ითხოვდა. ეკიპაჟის მოთხოვნით ეს ყველაფერი მალე გამოიცვალა მოროზოვის საკონსტრუქტორო ბიუროს მიერ 1942 წელს.

T-34 1941 წლისთვის ითვლებოდა ყველაზე დაცულ საშუალო ტანკად. მას დიდ უპირატესობას აძლევდა დახრილი ჯავშანი, ერთადერთი მისი მინუსი ქარხნული დეფექტები იყო. 1941 წლის გამოშვებული T-34-ის გამოცდა მოხდა აშშ-ში აბერდინის პოლიგონზე.

ძლიერი წვიმის შემდეგ, წყალი შედიოდა კაბინაში, მსგავს პრობლემას შეეძლო გამოეწვია ელექტრონული მოწყობილობების და ამუნიციის პრობლემები.

ომის დასაწყისისთვის ნათელი გახდა რომ T-34-ის გახვრეტა გერმანული ქვემეხებისთვის დიდი თავსატეხი იყო, მაგალითად ერთ ერთ ბრძოლაში გერმანულმა 37 მმ ქვემეხმა 27 ჯერ გაარტყა T-34-ს კოშკურაზე, მაგრამ ტანკი მსუბუქად დაზიანდა.

შეფასება 1942/43 წლისთვის

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
განადგურებული T-34 (1943 წლის მოდელი)

1942 წლისთვის ყველაზე გავრცელებული ტანკი უკვე T-34 იყო, ხოლო გერმანელების მხარეს კი პანზერ 3, რომელიც ჯერ კიდევ შეიარაღებული იყო 5cm KwK 38 L/42 ტიპის ქვემეხით, ასევე პანზერ 4 რომელსაც ისევ ძველი ქვემეხი ჰქონდა დაყენებული,თუმცა მალე გადაიარაღება დაიწყო და პანზერ 4-ს, ისევე როგორც StuG III-ს, დაუყენდა უფრო დიდი 7.5 cm KwK 40 L/43, ამ ახალ ქვემეხებს შეეძლო გაენადგურებინა T-34 1000 მეტრიდან ფრონტალურ ჯავშანში მოხვედრისას.

1942 წლის შუა თვეებში T-34-ს უკვე აღარ ჰქონდა ისეთი უპირატესობა როგორც ომის დასაწყისში, თუმცა მისი ჯავშანი მაინც უკეთესი იყო, როგორც ამერიკული M4 Sherman ისევე გერმანულ Panzer IV-ზე, 1942 წლისთვის სსრკმ დაკარგა 15 ათასამდე ჯავშანტექნიკა, ამათგან 6,500 T-34. ტანკების შეფარდება იგივე იყო როგორიც 1941 წელს, ოღონდ T-34-ისთვის უფრო უარესი რადგან 44% განადგურებული ტანკი სწორედ T-34 იყო. 1942 წლის ზამთარში T-34-მა კვლავ დაიბრუნა უპირატესობა, ამჟამად თოვლში და ტალახში ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე გერმანული. ამავე წელს ტანკს შეეცვალა ძრავა და დაუყენდა 5 სიჩქარიანი ძრავა რის შემდეგადაც მისი საშუალო სიჩქარე 30 კმ/სთ გახდა. 1943 წელს ინიციატივა უკვე სსრკ-სკენ იყო, ამ წელს სსრკმ დაკარგა 23,500 ჯავშანტექნიკა საიდანაც 14,700 T-34 იყო, შეფარდება კი 1:3-ზე იყო, კვლავ გერმანული ტანკების უპირატესობით.

T-34-85-ის შეფასება 1944/45 წლისთვის

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
T-34 ასრულებს ქვეითთა ტანკის როლს

1943 წლისთვის T-34 უკვე აღარანაირი უპირატესობას აღარ ფლობდა, ტანკი ვეღარ ხვრიტავდა ახალ პანტერას და თაიგერს მაშინ როდესაც ამ ორივეს შეეძლო ნებისმიერი მანძილიდან მისი განადგურება, შესაბამისად მისი წარმოება ნელ ნელა კლებულობდა, ამასთან უკვე გამოვიდა მისი გაუმჯობესებული T-34-85, ახალ ტანკს გაუმჯობესებული კოშკურა და სრულიად ახალი 85 მმ-იანი M-1944 ZIS-S53 L/51.5 ქვემეხი ჰქონდა, მაგრამ ეს მაინც არ იყო იმ სიძლიერის ქვემეხი, როგორც პანტერას და თაიგერს ჰქონდა. თუმცა, 500 მ-დან უკვე შეეძლო მათი გახვრეტა მაშინ, როდესაც გერმანული ტანკები 1,500 მეტრიდან ხვრიტავდნენ.ბრძოლის მოგება შესაძლებელი იყო მათი რაოდენობით, ასევე ახლო ბრძოლებში ან ფლანგური შეტევით. T-34-85 ადვილ სამიზნეს წარმოადგენდა ახალი გერმანული ტანკებისთვის, გარდა ამისა მისი ჯავშანი ვერ უძლებდა ვერც 37 მმ-იან ჰაერსაწინააღმდეგო ქვემეხს ახლო მანძილებზე.

T-34-ის და ამერიკული ემ–4 შერმანის შედარების შემდეგ, ნათლად ჩანს რომ ორივე მხარე ინტენსიურად მუშაობდა მის გაძლიერებაზე,უყენებდნენ ახალ ქვემეხებს და აწარმოებდნენ ადვილად თუმცა ვერცერთი ვერ ჯობდა თაიგერს და პანტერას. T-34-85 კი მალე გადაიქცა სსრკს ძირითად ტანკად. გერმანელები უპირატესობას ანიჭებდნენ ტანკის ხარისხზე და არა მის რაოდენობაზე,მაგალითად ომის ბოლოსთვის უკვე 22 ათასი T-34-85 იყო დამზადებული, რა დროსაც გერმანელებმა მხოლოდ 5-6 ათასი პანტერას დამზადება მოასწრეს, გარდა ამისა ტანკების ნახევარი ამერიკულ–ბრიტანულ ფრონტზე იგზავნებოდა. 1944 წლისთვის სსრკ უკვე უფრო უდიდეს უპირატესობას ფლობდა რიცხოვნობით და სტრატეგიულად, 1941–1945 წ.წ. სსრკ–მ დაკარგა 96,500 ერთეული ჯავშანტექნიკა საიდანაც 58%–ზე მეტი T-34-85 იყო, ტანკების დანაკარგის შეფარდება 1:6-ზე იყო გერმანიის სასარგებლოდ.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომის შემდგომ დროს 1952–58წ.წ.–ში ტე–34–85 მზადდებოდა ჩეხეთში (3 ათასი ც.) და პოლონეთში (1380 ც.)

განადგურებული T-34-85 კორეის ომში
სერბული T-34-85

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მისი პირველი ომი იყო კორეის ომი, კომუნისტური კორეა უმეტესად აღჭურვილი იყო მეორე მსოფლიო ომის T-34/85-ებით.

ყველაზე მომზადებული 105-ე სატანკო ბრიგადა, 107-ე, 109-ე და 203-ე სატანკო პოლკებს აერთიანებდა და თითოეული 40 T-34/85 შედიოდა. სხვა ქვედანაყოფებში კი შედარებით მცირე რაოდენობა იყო. სულ ჩრდილო კორეის არმიას 258 ცალი ტანკი ჰყავდა. ამ დროს სამხრეთ კორეის არმიის მთელი ჯავშანტექნიკა იყო 27 M3 Lee და M8 ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი, ქვეითებს კი ჰქონდათ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი 60 მმ ბაზუკა, რომელსაც არ შეეძლო T-34/85-ის განადგურება. ბრძოლის დაწყებისთანავე, ჩრდილო კორეელების უპირატესობა ნათლად გამოიკვეთა. სამხრეთ კორეელების ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება ბაზუკები და უკუგორებითი ქვემეხი M16, ვერაფერს აკლებდა მოწინააღმდეგის ტანკებს. ომის პირველ დღეებში, ჩრდილო კორეელებმა სულ 11 ტანკი დაკარგეს. მათი უმეტესობა კი მწყობრიდან გამოვიდა სამხრეთ კორეელი სამხედროების თანვგანწირვის გამო, რომელიც ასაფეთქებელი ნივთირებით ტანკებს უვარდნებოდნენ.

აგრესიის შესაჩერებლად ივლისს, ამერიკელებმა 400 კაციანი არტილერიით გაძლიერებული ქვედანაყოფი გადავიდა დასახმარებლად, ხოლო მეორე დღეს მათ 33 T-34-85 დაუპირისპირდა, ამერიკელებმა 105 მმ-იანი M-2A1 ჰაუბიცებითა და 75 მმ M-20-ით ესროლეს, მათი უმეტესობა ჯავშანმხვრეტი იყო, თუმცა ტანკების დახრილი ჯავშნის გამო თითქმის ყველა ჭურვი აისხლიტეს და მხოლოდ 2 ტანკი დააზიანეს.

რამდენიმე დღეში, ამერიკელებმა გადაიტანეს 24 M-24 Chaffee ტიპის მსუბუქი ტანკები, რომელიც 10 ივლისს ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და განადგურდა 2 M-24 Chaffee, ხოლო არც ერთი T-34/85. შემდეგ დღეს ამერიკლებმა კიდევ 3 ტანკი დაკარგეს, ბოლოს კი 2 გამართული ტანკი შემორჩათ. ცხადი გახდა, რომ T-34-ებთან ბრძოლა უფრო ძლიერი საშუალებებს მოითხოვდა, ამიტომ ამერიკელებმა აქცენტი რაოდენობაზე და თანამედროვე შეიარაღებაზე გააკეთეს და გაგზავნა ახალი ტანკები: 69 M-46 Patton და ისევ M-24 Chaffee-ები და M4 Sherman. ასევე გააგზავნეს ტანკსაწინააღმდეგო 88,9 მმ M20 Super Bazooka. ახალმა ტექნიკამ სატანკო დუელებში გარდატეხა შეიატანა და ორჯერ მეტი T-34/85 გაუნადგურდა, ვიდრე მთელი ომის განმავლობაში.

სულ ჩრდ.კოეამ 97 ცალი T-34/85 დაკარგეს, ხოლო ამერიკელთა ცნობით თავად კი გაუნადგურდათ 24 ტანკი.

ტანკი ასევე გამოიყენებოდა ექვს დღიან ომში 1967 წელს, ასევე 1995 ბოსნიაში, ერაყსა და ავღანეთში. 2015 წელს კი გავრცელდა იემენში გადაღებული ფოტო, რომელშიც ჩანს ხუსიტების T-34-85.


ტანკი როგორც სიმბოლო

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მონუმენტი, რომელიც სლოვენიაში მდებარეობს. მარცხნივ T-34-85, მარჯვნივ Panzer 4. მონუმენტი ასახავს 1944 წლის აღმოსავლეთ კარპატების ოპერაციას

ათასობით T-34 შეიქმნა და თითქმის საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყანაში დგას მისი მონუმენტები, მათ შორის: ბელარუსში, გერმანიაში, მოსკოვში, კალინგრადში, უკრაინაში, პოლონეთში, ვოლგოგრადში, ჩეხეთში, ვლადივოსტოკში, კუნოვიცში, სლოვაკეთში, ამერიკაში. ეს კი მხოლოდ და მხოლოდ დაუსრულებელი სიაა .


ევროპა და ამერიკა

ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა

ახლანდელი და ყოფილი ოპერატორები 2012 წლის მონაცემებით.
წითელი = ყოფილი
შავი = დღემდე
ვარდისფერი = უცნობი



საბჭოთა კავშირი


ტანკები

  • Model 1940 - მის შეიარაღებაში იყო L-11 ტიპის 76.2მმ ქვემეხი.ტანკი იწარმოებოდა გორკის ქარხანაში.
  • Model 1941 - 1941 წლის მოდელი,გაძლიერებული ჰქონდა ჯავშანი და დაუყენდა უფრო ძლიერი F-34 ტიპის ქვემეხი
  • T-34/57 - დაუყენდა საზენიტო 57მმიანი ქვემეხი ZiS-4.
  • OT-34 - დაყენებული იყო ქვემეხის მაგივრად ცეცხლმტყორცნი.
  • T-34M - მოდერნიზებული ვარიანტი,შეცვლილი ჰქონდა კოშკურა,ძველისგან განსხვავებით ახალში 3 კაცი თავსდებოდა,ასევე გაეზარდა ამუნიცია და საწვავის მარაგი.
T-34-85M
  • T-34-85
  • Model 1943 - 1943 წლის მოდელი რომლის შეიარაღებაში იყო 85მმ გრძელი და ძლიერი ქვემეხი.
  • Model 1944 - 1944 წლის მოდელი რომლის შეიარაღებაში იყო 85 მმ ZiS-S-53,გარდა ამისა რადიო გადავიდა კოშკურაში.
  • Model 1945 - ქვემეხი ელექტრული ძალის წყალობით ტრიალებდა. გაიზარდა მეთაურის ადგილის ფართობი.
  • Model 1946 - 1946 წლის მოდელი, რომელსაც ჰქონდა ახალი ძრავა V-2-34M და ახალი დეტალები.
  • Model 1960 - დაყენებული ჰქონდა ახალი ძრავა V-2-3411,ჰაერ გამწმენდი,გენერატორი,ახალი BDSh კვამლის აერწინაღები და ახალი რადიო 10-RT 9-RT-ს ნაცვლად.
  • Model 1969 (ასევე ეძახდნენ T-34-85M) - მას ჰქონდა ახალი R-123 რადიო, T-54-ის სასიარულო გორგოლაჭები,გაუმჯობესდა ღამის ხედვა და გაეზარდა საწვავის მოცულობა.
1946 წლის მოდელი,2010 წლის აღლუმზე მოსკოვში

ტანკ-საწინააღმდეგო

  • SU-85 - შეიარაღებაში ჰქონდა 85მმ ქვემეხი, დამზადებულია 2644 ცალი.
  • SU-100 - შეიარაღებაში ჰქონდა 100მმ ქვემეხი. დამზადებულია 1800 ცალი.

თვითმავალი საარტილერიო დანადგარები

ანტი ტანკი SU-100
  • SU-122 - თვითმავალი საარტილერიო დანადგარი რომელიც შეიარაღებული იყო 122მმ ქვემეხით, 1184 ც.

საინჟინრო მანქანები

  • PT-34 - გამნაღმელი მანქანა.
  • T-34-T - ერთ-ერთი ყველაზე ძველი ვარიანტი,მას ევალებოდა ბრძოლიდან გამოსული დაზიანებული ტანკების შეკეთება.
  • SPK-5 - თვითმავალი ამწე რომელსაც შეეძლო აეწია 10 ტონა.
  • MT-34 - ხიდგამდები მანქანა

ბულგარეთი

  • T-34/85 - მისი კოშკურა გადაკეთებულია ბუნკერად

კუბა

  • T-34-85 - 85მმ ქვემეხის მაგივრად ჰქონდა 122მმ საარტილერიო ქვემეხი D-30.

ჩეხეთი

ტანკები

  • T-34-85CZ - T-34-85 Model 1944 წლის მოდელი? დამზადდა 3000 ცალი.

ეგვიპტე

  • T-100 - აღჭურვილი იყო BS-3 ტიპის 100მმ ქვემეხით,ამის გამო მთლიანად შეეცვალა კოშკურა.
  • T-122 - საცდელი მოდელი. აღჭურვილი იყი 122მმ D-30 ტიპის ქვემეხით,რის გამოც მთლიანად შეეცვალა კოშკურა.

ნაცისტური გერმანია

თვითმავალი საზენიტო ქვემეხი

  • Flakpanzer T-34 - მის შეიარაღებაში ჰქონდა 2 საზენიტო ქვემეხი Flakvierling 38.

ჩინეთი

  • Type 58 - T-34-85 –ს ზუსტი ასლი.

თვითმავალი საზენიტო ქვემეხი

  • Type 63 - შეიარაღებული იყო 2 37მმ საზენიტო ქვემეხით

პოლონეთი

  • WPT-34 - ტანკ სარემონტო მანქანა

სირია

სირიული თვითმავალი საარტილერიო დანადგარი T-100
  • T-34/55 - საბჭოთა წარმოების T-34-85-ის მოდერნიზებული ვარიანტი რომელსაც დამატებული ჰქონდა კოშკურაზე ჰაერსაწინააღმდეგო ტყვიამფრქვევი.

თვითმავალი საარტილერიო დანადგარი

  • T-34/122 - შეიარაღებაში ჰქონდა 122 მმ D-30 ტიპის ქვემეხი და სხვადასხვა დეტალები

იუგოსლავია

  • Teski Tenk Vozilo A - 1949 წლის მოდელი რომელიც იყო T-34 მოდერნიზებული ვარიანტი მას ჰქონდა შეცვლილი ტყვიამფრქვევი და დაუყენეს M-47 Patton-ის ქვემეხი.


  • დიმიტრი ლავრინენკო - განადგურებული ჰყავს 52 მტრის მსუბუქი ჯავშანტექნიკა 1941 წ/
  • მ.კუჩენკოვი - 32 ჯავშანტექნიკა
  • ნ.დიაჩენკო - მტრის 31 ჯავშანტექნიკა
  • კონსტანტინ სამოხინი - ჰყავდა BT-7 და T-34 . გაანადგურა 30+ ჯავშანტექნიკა
  • ალექსანდრ ბურდა - განადგურებული ჰყავს 30+ ჯავშანტექნიკა ამათგან 8 ტანკი გაანადგურა 1941 წლის 4 ოქტომბერს
  • ნ.ნოვიცკი - 29 მტრის ჯავშანტექნიკა
  • მაიორი ვასილი სტოროჟენკო - ჰყავდა T-34 და T-34/85 - გაანადგურა 29 მტრის ჯავშანტექნიკა და დიდი ოდენობით ქვემეხები
  • ვასილი ბრუიჰოვი - მტრის 29 ჯავშანტექნიკა
  • ნიკოლაი ანდრეევი - გაანადგურა 27 მტრი ჯავშანტექნიკა,ნაალაფარად დატოვა 2 ტანკი და ათეულობით ქვემეხი
  • ვლადიმირ ჰაზოვი - გაანადგურა 26 მტრი ჯავშანტექნიკა,ასევე 1 თვითმფრინავი თავისი საზენიტო ტყვიამფრქვევით


რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=T-34&oldid=4685235“-დან