ფლემინგ რასმუსენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფლემინგ რასმუსენი (დ. 1958) — დანიელი ხმის ინჟინერი, მუსიკალური პროდიუსერი სტუდიის Sweet Silence Studios (კოპენჰაგენი, დანია) და დამაარსებელი და მფლობელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

საკუთარი კარიერის განმავლობაში ფლემინგ რასმუსენი ძირითადად მძიმე მეტალის სფეროში მუშაობდა. ინჟინრისა და პროდიუსერის რეპუტაცია შეიქმნა და სახელი მოიხვეჭა მეტალიკის ალბომებზე Ride the Lightning (1984),[1] Master of Puppets (1986)[2] და ...And Justice for All (1988).[3][4] მუშაობით.

მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკოსების მიერ დადებითად იქნა შეფასებული მისი ჩატარებული სამუშაო პირველ ორ ალბომზე, ალბომმა ...And Justice for All დაიმსახურა დიდი კრიტიკა, რაც ძირითადად განპირობებული იყო ალბომიდან ბას გიტარის თითქმის ამოგდებით. რასმუსენის პროდუსირებითაა შექმნილი ჯგუფის Morbid Angel ალბომი Covenant,[5] Blind Guardian-ის ალბომები Imaginations from the Other Side,[6] The Forgotten Tales[7] და Nightfall in Middle-Earth,[8] Artillery-ის By Inheritance,[9] Ensiferum-ის Iron,[10] და სხვები.

რასმუსენმა მიიღო გრემი მეტალიკის მუსიკალური ვიდეოს One პროდუსირებისათვის 1989 წელს. 1994 წელს დანიურმა გრემიმ წლის საუკეთესო პროდიუსერად დაასახელა მისი ჩატარებული სამუშაოსთვის Sort Sol-ის ალბომზე Glamourpuss.

უკანასკნელად რასმუსენი მუშაობდა ჯგუფთან Evile მათ სადებიუტო ალბომზე Enter the Grave 2007 წელს.[11]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. ავტორები: Ride the Lightning. Allmusic. წაკითხვის თარიღი: 16 მარტი 2010.
  2. ავტორები: Master of Puppets. Allmusic. წაკითხვის თარიღი: 16 მარტი 2010.
  3. ავტორები: ...And Justice for All. Allmusic. წაკითხვის თარიღი: 16 მარტი 2010.
  4. სტივ ჰიუი. სიმღერის მიმოხილვა: One. Allmusic. წაკითხვის თარიღი: 16 მარტი 2010.
  5. ავტორები: Covenant. Allmusic. წაკითხვის თარიღი: 16 მარტი 2010.
  6. სტივ ჰიუი. მიმოხილვა: Imaginations from the Other Side. Allmusic. წაკითხვის თარიღი: 16 მარტი 2010.
  7. ავტორები: Forgotten Tales. Allmusic. წაკითხვის თარიღი: 16 March 2010.
  8. ავტორები: Nightfall in Middle-Earth. Allmusic. წაკითხვის თარიღი: 16 მარტი 2010.
  9. ავტორები: By Inheritance. Allmusic. წაკითხვის თარიღი: 16 მარტი 2010.
  10. ედუარდო რივადავია. მიმოხილვა: Iron. Allmusic. წაკითხვის თარიღი: 16 მარტი 2010.
  11. ედუარდო რივადავია. მიმოხილვა: Enter the Grave. Allmusic. წაკითხვის თარიღი: 16 მარტი 2010.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]