ტაკუბოკუ ისიკავა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ტაკუბოკუ ისიკავა (დ. 20 თებერვალი, 1885, სოფ. ტამაიამა, ივატეს პრეფექტურა — გ. 28 ოქტომბერი, 1912), იაპონელი პოეტი. მისი პირველი ლექსი 1902 გამოქვეყნდა, პირველი ლექსთა კრებული "მისწრაფებები" — 1905. იყო "ახალი პოეზიის" საზოგადოების წევრი. ავტორია ლირიკული, პეიზაჟური და პოლიტიკური ლექსებისა. ისიკავამ დემოკრატიული სულით გამსჭვალა და ხალხის სამსახურში ჩააყენა სასახლის დარბაზებში დაბადებული ტანკა. წერდა რომანებსაც ("ტალანტის ბედი", 1906; "ჩვენი ჯგუფი და იგი", 1912).
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქსე, ტ. 5, გვ. 228, თბ., 1980
სტატიის