იაროსლავ ბრძენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იაროსლავ ბრძენი
იაროსლავ ბრძენის ქანდაკება

იაროსლავ ბრძენი (დ. 978 - გ. 1054), კიევის დიდი მთავარი 1019 წლიდან, ვლადიმერ სვიატოსლავის ძის ვაჟი. მთავრობდა ნოვგოროდში. დიდი ბრძოლის შემდეგ იაროსლავ ბრძენმა დაამარცხა თავისი ძმა სვიატოპოლკი და კიევის დიდი მთავარი გახდა. იაროსლავ ბრძენმა შეძლო ქვეყნის ცენტრალიზაცია. მის დროს კიევის რუსეთში გაჩაღდა დიდი კულტურული საქმიანობა. განვითარდა დამწერლობა, ითარგმნებოდა ბერძნული ლიტერატურა. შეიქმნა რუსული სამართლის ("რუსსკაია პრავდა") უძველესი ნაწილი - "იაროსლავის სამართალი", კიევში აიგო სოფიის ტაძარი, "ოქროს ჭიშკარი" და სხვა. 1051 წელს იაროსლავ ბრძენმა მიტროპოლიტად დანიშნა რუსი მღვდელი ილარიონი და ამით სცადა ბერძნული ეკლესიისაგან გათავისუფლება. იაროსლავ ბრძენის დროს კიევის რუსეთის საერთაშორისო კავშირი და ავტორიტეტი დიდად გაიზარდა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Греков Б. Д., Киевская Русь, М., 1953;