კარლ ალბრეხტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კარლ ალბრეხტი (გერმ.: Karl Albrecht) (დ. 20 თებერვალი 1920, ესენი, გერმანია) – გერმანელი მრეწველი, მილიარდერი (21.5 აშშ დოლარი - 2009), ყველაზე მდიდარი ადამიანი გერმანიაში. ძმასთან თეო ალბრეხტთან ერთად გერმანიის უდიდესი დისქაუნტერის „ალდის“ მფლობელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

კარლ ალბრეხტის მამა პროფესიით მეშახტე იყო, შემდგომში პურის საცხობში მუშაობდა დამხმარედ. დედა მცირე სასურსათო მაღაზიის მფლობელი იყო ესენის მუშათა უბან შიონებეკში. კარლმა პროფესიული განათლება მიიღო საკონდიტრო ნაწარმის დარგში და 1946 წელს ძმასთან ერთად მშობლების მაღაზიის მართვა გადაიბარა. 1961 წელს ძმებმა „ალდის“ (ალბრეხტ-დისქაუნტი) პირველი ცენტრი გახსნეს.

კარლ ალბრეხტი ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობს. მის ჰობი არის გოლფი. მას ეკუთვნის სასტუმრო „იოშბერგჰოფი“ გოლფის მინდვრებით და ამასთანავე გატაცებულია ორქიდეების გამოყვანით. იგი დაქორწინებულია, ჰყავს 2 შვილი და ცხოვრობს დონაუეშინგენში.

1994 წელს კარლ ალბრეხტი ჩამოშორდა აქტიურ ბიზნეს და „ალდის“ დირექტორიის თავმჯდომარედ დარჩა. 2002 წელს იგი საერთოდ წავიდა ბიზნეს სფეროდან.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]