ილია მელია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ილია მელია (ფრანგულად: Élie Mélia) (20 თებერვალი, 1915 - 1988), ქართველი მღვდელი, ეკლესიის ისტორიკოსი და თეოლოგი.

მელია ქუთაისში დაიბადა, მაგრამ მისი ოჯახი საბჭოთა რუსეთის სამხედრო ინტერვენციას პარიზში გაექცა. მოგვიანებით, ილია იქვე მღვდლად ეკურთხა და იყო წმ. ნინოს სახელობის ქართული სამრევლოს წინამძღვარი; აგრეთვე ასწავლიდა წმ. სერგის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ინსტიტუტში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, იყო წმ. სერაფიმ საროველის ეკლესიის წინამძღვარი ნორმანდიაში.

გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი მართლმადიდებლობისა და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის შესახებ.