ევროპის ერთა თასი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
2010-2012 წწ. ევროპის ერთა თასის დივიზიონები

ევროპის ერთა თასირაგბის ჩემპიონატი, რომელიც იმართება ევროპის ეროვნულ ნაკრებებს შორის.

სექციების სია

[რედაქტირება] ისტორია

ირბ-ის კონსერვატული მამებისაგან თავმობეზრებულმა ფრანგებმა 1934 წელს ჩამოაყალიბეს ფირა, რომელიც ფრანგთა აზრით მოწოდებული იყო ეხელმძღვანელა ირბ-საგან გარიყული რაგბის სამყაროსათვის. 1936,1937 და 1938 წლებში ფირა-მ ჩაატარა თავისი პირველი ჩემპიონატები. მეორე მსოფლიო ომმა რაღა თქმა უნდა ხელი შეუშალა ამ წამოწყებას და მხოლოდ 50-ანი წლების დასაწყისში შეძლო ფირა-მ აღდგინა ეს ტურნირი. 1952 და 1954 წლებში ჩატარდა კიდევ ორი ტურნირი, რომელმაც სამწუხაროდ პოპულარობა ვერ მოიპოვა და ეპიზოდად დარჩა ფირა-ს ისტორიაში. 1965 წლისთვის ფირა -ს წევრთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა და ფირა-მ გადაწყვიტა აღედგინა ტურნირი. ამჯერად ტურნირმა გაამართლა და იგი ყოველწლიური გახდა, თუმცა 1973 წლამდე ეს ტურნირები არაოფიციალურად ითვლებოდა. ამ წლიდან ტურნირს ოფიციალური სტატუსი მიენიჭა და ფირა-ს ევროპის ჩემპიონატად იწოდებოდა. ამ დროისთვის საგრძნობლად გაიზარდა მონაწილეთა რიცხვი და ტურნირი უკვე ორ და სამ ჯგუფად ტარდებოდა. გამარჯვებული ძირითადად ფრანგები ხდებოდნენ, რომლებიც ტურნირში მეორე, ხშირად კი მესამე გუნდებით ასპარეზობდნენ. იყო შემთხვევები როდესაც ზოგიერთი მატჩი ფრანგ სამხედრო მოსამსახურეთა ნაკრებსაც უთამაშია ხოლმე. ამ ხანებში, ერთდერთი გუნდი რომელიც ფრანგებს წინააღმდეგობას უწევდა, რუმინეთის ნაკრები იყო, რომელმაც რამდენჯერმე შეძლო კიდეც ჩემპიონატის მოგება.

1987 წლიდან ირბ-მ მსოფლიო თასის გათმაშება დაიწყო და თავის რიგებში ყველა მსურველი მიიღო. ირბ-ს მიერ პრივილიგირებული საფრანგეთი, რუმინეთი და იტალია უკვე აღარ მონაწილეობდნენ ფირა-ს ჩემპიონატებში, რომელიც ფაქტობრივად მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირის საკვალიფიკაციო რაუნდად იქცა. ამასობაში ევროპაში ახალი სახელმწიფოების გაჩენამ, რომლებიც ფირა-ში და ირბ-ში წევრიანდებოდნენ, მსოფლიოს რაგბის მამები აიძულა ძირეულ რეორგანიზაციაზე წასულიყვნენ. თავად ფირა ფირა-აერ-ად გადაკეთდა, ირბ-ს წევრი გახდა და ევროპული რაგბის ხელმძღვანელობა დაევალა. 1999 წელს ფირა-აერ-მა რეორგანიზაცია ჩაუტარა თავის ჩემპიონატს და 2000 წლიდან დაიწყო ევროპის ერების თასის გათამაშება.

[რედაქტირება] 30-იანები: პირველი სამი ტურნირი

წელი მასპინძელი ქალაქი გამარჯვებული მეორე ადგილი მეამე ადგილი
1936 ბერლინი საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
გერმანიის დროშა
გერმანია
იტალიის დროშა
იტალია
1937 პარიზი საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
იტალიის დროშა
იტალია
გერმანიის დროშა
გერმანია
1938 ბუქარესტი საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
რუმინეთის დროშა
რუმინეთი
გერმანიის დროშა
გერმანია

[რედაქტირება] 50-იანები: ევროპის თასი

წელი გამარჯვებული მეორე ადგილი მესამე ადგილი
1952 საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
იტალიის დროშა
იტალია
დასავლეთ გერმანიის დროშა
დასავლეთი გერმანია
1954 საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
იტალიის დროშა
იტალია
ესპანეთის დროშა
ესპანეთი

[რედაქტირება] ერთა თასი 1966-1973

წელი გამარჯვებული მეორე ადგილი მესამე ადგილი
1965/1966 საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
იტალიის დროშა
იტალია
რუმინეთის დროშა
რუმინეთი
1966/1967 საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
რუმინეთის დროშა
რუმინეთი
იტალიის დროშა
იტალია
1967/1968 საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
რუმინეთის დროშა
რუმინეთი
ჩეხოსლოვაკიის დროშა
ჩეხოსლოვაკია
1968/1969 რუმინეთის დროშა
რუმინეთი
საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
ჩეხოსლოვაკიის დროშა
ჩეხოსლოვაკია
1969/1970 საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
რუმინეთის დროშა
რუმინეთი
იტალიის დროშა
იტალია
1970/1971 საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
რუმინეთის დროშა
რუმინეთი
მაროკოს დროშა
მაროკო
1971/1972 საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
რუმინეთის დროშა
რუმინეთი
მაროკოს დროშა
მაროკო
1972/1973 საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
რუმინეთის დროშა
რუმინეთი
ესპანეთის დროშა
ესპანეთი

[რედაქტირება] ფირა-ს ჯილდო 1974-1997

წელი გამარჯვებული მეორე ადგილი მესამე ადგილი
1973/1974 საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
რუმინეთის დროშა
რუმინეთი
ესპანეთის დროშა
ესპანეთი
1974/1975 რუმინეთის დროშა
რუმინეთი
საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
იტალიის დროშა
იტალია
1975/1976 საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
იტალიის დროშა
იტალია
რუმინეთის დროშა
რუმინეთი
1976/1977 რუმინეთის დროშა
რუმინეთი
საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
იტალიის დროშა
იტალია
1977/1978 საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
რუმინეთის დროშა
რუმინეთი
ესპანეთის დროშა
ესპანეთი
1978/1979 საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
რუმინეთის დროშა
რუმინეთი
საბჭოთა კავშირის დროშა
სსრკ
1979/1980 საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
რუმინეთის დროშა
რუმინეთი
იტალიის დროშა
იტალია
1980/1981 რუმინეთის დროშა
რუმინეთი
საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
საბჭოთა კავშირის დროშა
სსრკ
1981/1982 საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
იტალიის დროშა
იტალია
რუმინეთის დროშა
რუმინეთი
1982/1983 რუმინეთის დროშა
რუმინეთი
იტალიის დროშა
იტალია
საბჭოთა კავშირის დროშა
სსრკ
1983/1984 საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
რუმინეთის დროშა
რუმინეთი
იტალიის დროშა
იტალია
1984/1985 საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
საბჭოთა კავშირის დროშა
სსრკ
იტალიის დროშა
იტალია
1985/1987 საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
საბჭოთა კავშირის დროშა
სსრკ
რუმინეთის დროშა
რუმინეთი
1987/1989 საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
საბჭოთა კავშირის დროშა
სსრკ
რუმინეთის დროშა
რუმინეთი
1989/1990 საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
საბჭოთა კავშირის დროშა
სსრკ
რუმინეთის დროშა
რუმინეთი
1990/1992 საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
იტალიის დროშა
იტალია
რუმინეთის დროშა
რუმინეთი
1992/1994 საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
იტალიის დროშა
იტალია
რუმინეთის დროშა
რუმინეთი
1995/1997 იტალიის დროშა
იტალია
საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
რუმინეთის დროშა
რუმინეთი

[რედაქტირება] ევროპის ერთა თასი (2000 - დღემდე)

წელი პირველი დივიზიონი დაბალი დივიზიონების ჩემპიონები
გამარჯვებული მეორე მესამე დაქვეითებული მე-2 დივიზიონი მე-3 დივიზიონი
2000 რუმინეთის დროშა რუმინეთი საქართველოს დროშა საქართველო მაროკოს დროშა მაროკო
2001 საქართველოს დროშა საქართველო რუმინეთის დროშა რუმინეთი რუსეთის დროშა რუსეთი
2001-2002 რუმინეთის დროშა რუმინეთი საქართველოს დროშა საქართველო რუსეთის დროშა რუსეთი ნიდერლანდის დროშა ნიდერლანდი ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
2003-2004 პორტუგალიის დროშა პორტუგალია რუმინეთის დროშა რუმინეთი საქართველოს დროშა საქართველო ესპანეთის დროშა ესპანეთი უკრაინის დროშა უკრაინა
2004-2006 რუმინეთის დროშა რუმინეთი საქართველოს დროშა საქართველო პორტუგალიის დროშა პორტუგალია უკრაინის დროშა უკრაინა ესპანეთის დროშა ესპანეთი ლატვიის დროშა ლატვია
2006-2008 საქართველოს დროშა საქართველო რუსეთის დროშა რუსეთი რუმინეთის დროშა რუმინეთი ჩეხეთის დროშა ჩეხეთი გერმანიის დროშა გერმანია შვედეთის დროშა შვედეთი
2009 საქართველოს დროშა საქართველო რუსეთის დროშა რუსეთი პორტუგალიის დროშა პორტუგალია გერმანიის დროშა გერმანია [1] უკრაინის დროშა უკრაინა ლიტვის დროშა ლიტვა
2010 რუმინეთის დროშა რუმინეთი საქართველოს დროშა საქართველო რუსეთის დროშა რუსეთი
2011 საქართველოს დროშა საქართველო რუმინეთის დროშა რუმინეთი პორტუგალიის დროშა პორტუგალია - [1] - -
2012

[რედაქტირება] შედეგები (2000-დან დღემდე)

ევროპის ერთა თასის ჩემპიონები
ნაკრები პირველი ადგილი მეორე ადგილი მესამე ადგილი
საქართველოს დროშა საქართველო 4 4 1
რუმინეთის დროშა რუმინეთი 4 3 1
პორტუგალიის დროშა პორტუგალია 1 0 3
რუსეთის დროშა რუსეთი 0 2 3
მაროკოს დროშა მაროკო 0 0 1

[რედაქტირება] ევროპის ერთა თასის პირველი გათამაშება - 2000

პირველი ტურნირის სტარტზე ევროპის 30 ქვეყნის ნაკრები დადგა. ისინი ფირა-აერ-მა წინასწარ დაყო ოთხ ჯგუფად. ეს ჯგუფები ევროპული რაგბის მამებმა წინა წლების შედეგების მიხედვით შეადგინეს. პირველ ჯგუფში, რომელიც უშუალოდ თასისათვის იბრძოდა მოხვდნენ რუმინეთის, ესპანეთის, საქართველოს, პორტუგალიის, ჰოლანდიის და მაროკოს გუნდები. (მაროკოელები, ისევე როგორც ტუნისელები მესამე ჯგუფში ,უკანასკნელად თამაშობდნენ ფირა-აერ-ის პირველობაზე და მათი შედეგები საერთო ჩათვლაში არ შედიოდა). ტურნირის დასკვნითი მატჩი თბილისში (საქართველო - რუმინეთი)ცენტრალურიც აღმოჩნდა. გამარჯვებული თასის პირველი მფლობელი გახდებოდა. რუმინელთა გამოცდილებამ თავისი გაიტანა და თასი ბუქარესტს გაემგზავრა.

ვინაიდან მაროკოს ნაკრები მომავალი წლიდან თავისი კონტინენტის ჩემპიონატში გადაერთვებოდა, იმ წელს პირველი დივიზიონი არავის დაუტოვებია. აფრიკელთა მიერ განთავისუფლებული ადგილი კი მეორე დივიზიონის გამარჯვებულმა, რუსეთის ნაკრებმა, შეავსო.

2000
გუნდები 1 2 3 4 5 6
რუმინეთი რუმინეთის დროშა 25-6* 23-20 39-10 33-3* 10-18 4 0 1 120-39(130-57) 8 (8)
ესპანეთი 6-25 ესპანეთის დროშა 36-32* 33-8* 19-21 15-19 2 0 3 64-86 (109-105) 4 (4)
საქართველო 20-23* 32-36 საქართველოს დროშა 41-6* 32-30 20-10 3 0 2 125-65 (145-105) 4 (6)
ჰოლანდია 10-39* 5-33 6-41 ნიდერლანდის დროშა 13-11* 15-44 1 0 4 37-124 (52-168) 2 (2)
პორტუგალია 3-33 21-19* 30-32* 11-13 პორტუგალიის დროშა 9-3* 2 0 3 65-97 (74-100) 2(4)
მაროკო 18-10 19-15 10-20 44-15 3-9 მაროკოს დროშა 3 0 2 94-69 6

[რედაქტირება] ევროპის ერთა თასის მეორე გათამაშება - 2001

თასის მეორე გათმაშებამ აჩვენა რომ, თასის ძირითდი მაძიებლები რუმინეთისა და საქართველოს ნაკრები გუნდები არიან. თუმცა ქართველებს რუსების სახით, ძველი და მეტად პრინციპული მეტოქე გამოუჩნდათ. საბჭოთა ხანაში მეზობლები მხოლოდ საკლუბო დონეზე ხვდებოდნენ ერთმანეთს, ახლა კი ნაკრებების ჯერი დადგა. ეს ამ გუნდების მეორე შეხვედრა გახლდათ და კრასნოდარში ქართველებმა რევანში აიღეს სოპოტში დამარცხებისათვის. ტურნირის ცენტრალური მატჩი კი შარშანდელივით მისი ბოლო შეხვედრა გამოდგა. მეტოქეებიც კვლავ იგივენი იყვნენ, ოღონდ ამჯერად ბრძოლა ბუქარესტში გაიმართა. ბორჯღალოსნებმა კარპატელებსაც აუღეს რევანში და თასი თბილისში ჩამოიტანეს. ფირა-აერ-მა მსოფლიოს თასის გათმაშების გამო თვისი ჩემპიონატი ამ თასის ევროპული ზონის შესარჩევი ტურნირის საკვალიფიკაციოდ გამოიყენა და ამ კლასიფიკაციას ორწლიანი ციკლით ადგენდა. ამიტომაც ამ წელს მეორე დივიზინის გამარჯვებულს (უკრაინა)მომავალ წელს პირველში თამაშის უფლება არ მისცა. თვისთავად არც პირველი დივიზიონი დაუტოვებია მის აუტსაიდერს - ჰოლანდიის ნაკრებს

2001
გუნდები 1 2 3 4 5 6
საქართველო საქართველოს დროშა 31-20 25-23 43-10* 36-12* 32-3 5 0 0 167-68 15
რუმინეთი 20-31* რუმინეთის დროშა 42-13* 27-12 47-0 52-15* 4 0 1 188-71 13
რუსეთი 23-25* 13-42 რუსეთის დროშა 30-29 45-27* 41-20 3 0 2 152-143 11
ესპანეთი 10-43 12-27* 29-30* ესპანეთის დროშა 31-15* 36-13 2 0 3 118-128 9
პორტუგალია 12-36 0-47* 27-45 15-31 პორტუგალიის დროშა 23-6* 1 0 4 77-165 7
ჰოლანდია 3-32* 15-52 20-41* 13-36* 6-23 ნიდერლანდის დროშა 0 0 5 57-184 5

[რედაქტირება] ევროპის ერთა თასის მესამე გათამაშება - 2001/2002

ამ ტურნირს მსოფლიოს თასის შესარჩვი ტურნირის საკვალიფიკაციო დატვირთვაც ჰქონდა და გუნდები ცდილობდნენ უფრო მოხერხებული და თავისთვის სასურველი მეტოქე და კალენდარი დაებევებინათ შესარჩევი ტურნირისათვის. კვალიფიკაცია კი წინა, 2001 წლის და ამ ჩემპიონატის ქულათა ჯამით დგებოდა. ქართველები ძირითდად ამ უკანსაკნელზე აკეთებდნენ აქცენტს, თუმცა რაღა თქმა უნდა არც ერთა თასზე ამბობდნენ უარს. გადამწყვეტი მატჩი კვლავ უკვე ტრადიციული მეტოქეებს შორის გაიმართა. თბილისში ამჯერადაც რუმინელებმა იმარჯვეს და თასი კვლავ დაიბრუნეს. ქართველები მეორე ადგილზე დარჩნენ. ამ მატჩში პირველად გათამაშდა ანთიმოზ ივერიელის თასი, რომელიც ქართული რაგბის მეოხთა ლიგამ დააწესა რუმინეთ - საქართველოს საცილოდ და რომელიც ვეტერანმა მორაგბემ, ირაკლი ჯაფარიძემ შექმნა.

2001/2002
გუნდები 1 2 3 4 5 6
რუმინეთი რუმინეთის დროშა 31-23 27-22 44-17* 34-12* 49-3 5 0 0 185-77 28
საქართველო 23-31* საქართველოს დროშა 12-12* 27-23 34-18 88-0* 3 1 1 184-84 27
რუსეთი 22-27* 12-12 რუსეთის დროშა 38-13 35-25* 73-10* 3 1 1 180-87 23
ესპანეთი 12-34 18-34* 25-35 ესპანეთის დროშა 10-13 63-3* 1 0 4 128-119 16
პორტუგალია 17-44 23-27* 13-38* 13-10* პორტუგალიის დროშა 27-11 2 0 3 93-130 16
ჰოლანდია 3-49* 0-88 10-73 11-27* 3-63 ნიდერლანდის დროშა 0 0 5 27-300 10

[რედაქტირება] ევროპის ერთა თასის მეოთხე გათამაშება - 2003/04

საქართველო - რუმინეთის საცილო - ანთიმოზ ივერიელის თასი

ტურნირს ახალი ჩემპიონი გამოუჩნდა. ეს პორტუგალიის ნაკრები გახლდათ. ბოლო წლებში პორტუგალიელებმა საკმაოდ მოუმატეს, თუმცა იყო ისეთი გარემოებებიც, რომელებმაც ხელი შეუწყვეს ლათინთა გაჩემპიონებას. ჯერ იყო და რუმინეთისა და საქართველოს ნაკრებები ამ ტურნირს მსოფლიო თსისათვის მოსამზადებელ ეტაპად განიხილავდნენ. მსოფლიო თასის დამთვრების მერე თაობათა ცვლა დაიწყო საქართველოს ნაკრებში, რომელმაც პირველად ვერ მიიღეო მონაწილეობა უშუალოდ თასისათვის ბრძოლაში. რუმინელებმა პირველ წრეში სათანადოდ ვერ შეაფასეს პორტუგალიელები და პირველად დამარცხდნენ ლისაბონში. კარპატელებს კიდევ შეეძლოთ თასის შენარჩუნება, მაგრამ ასევე მოულოდნელად დამარცხდნენ რუსეთთან, რამაც გადაწყვიტა კიდეც თასის ბედი პორტუგალიელთა სასარგებლოდ. აქვე უნდა აღინიშნოს რომ ეს ტურნირი პირველად ჩატარდა ორწლიანი ციკლით, თუმცა პირველი წრის ბოლო ტურისათვის ამის შესახებ არ იცოდა არავინ: არც გუნდებმა, არც ჟურნალისტებმა და რაღა თქმა უნდა არც გულშემატკივრებმა.

2003/2004
გუნდები 1 2 3 4 5 6
პორტუგალია პორტუგალიის დროშა 16-15 34-30 43-10 19-18 35-16* 9 0 1 245-180 28
რუმინეთი 36-6 რუმინეთის დროშა 25-18 55-11 23-12 50-10 8 0 2 320-123 26
საქართველო 14-19 6-19 საქართველოს დროშა 23-7 9-3 34-3 5 1 4 193-148 21
რუსეთი 14-25 33-24 17-23 რუსეთის დროშა 7-11 36-6 4 0 6 198-175 18
ჩეხეთი 8-13 5-42 15-30 27-13 ჩეხეთის დროშა 16-6 3 0 7 139-263 16
ესპანეთი 19-35 6-31 6-6 38-40 19-52 ესპანეთის დროშა 0 1 9 129-335 11

[რედაქტირება] ევროპის ერთა თასის მეხუთე გათამაშება - 2004/06

ეს ტურნირიც მსოფლიოს 2007 წლის თასის გათამაშების შესარჩევი ტურნირის საკვალიფიკაციო რაუნდად განიხილებოდა. ირბ-ს მრავალსაფეხურიანი შესარჩევი ტურნირების სისტემა საკმაო ფორას აძლევდა მაღალ ადგილებზე განლაგებულ გუნდებს. აქვე თუ გავითვალისწინებთ ირბ-ში გამეფებულ ,,უფროსთა და ნათესავთა” ფარული (მსაჯის ხელშეწყობით) დახმარების წესს, ქართველთათვის ეგებ ის მეორე ადგილიც ჯობდა პირველს, თუმცა ბორჯღალოსნებს ცდა არ დაუკლიათ თასის დასაუფლებლად. ცენტრალური მატჩი ამჯერადაც ქართველთა და რუმინელთა შეხვედრა აღმოჩნდა ბუქარესტში. მასპინძლებმა იგი მოიგეს და თასი კვლავ ბუქარესტში დააბრუნეს, ქართველებმა კი მეორე ადგილთან ერთად მსოფლიო თასის შესარჩევი თამაშების კარგი განრიგი მიიღეს და შემდგომში იგი გამოიყენეს კიდეც.

2004/2006
გუნდები 1 2 3 4 5 6
რუმინეთი რუმინეთის დროშა 35-20 27-3 33-10 50-3 97-0 8 0 2 389-95 26
საქართველო 20-13 საქართველოს დროშა 40-0 46-19 75-10 65-0 8 0 2 353-125 26
პორტუგალია 10-14 18-14 პორტუგალიის დროშა 19-19 19-13 36-6 6 1 3 193-173 23
რუსეთი 25-24 15-27 16-18 რუსეთის დროშა 52-12 72-0 4 1 5 290-202 19
ჩეხეთი 14-38 3-24 10-18 11-7 ჩეხეთის დროშა 42-5 3 0 7 164-296 16
უკრაინა 0-58 12-32 14-52 12-55 8-46 უკრაინის დროშა 0 0 10 57-555 10

[რედაქტირება] ევროპის ერთა თასის მეექვსე გათამაშება - 2006/08

ამ ტურნირმა თასის ახალი მოცილე დაასახელა. ეს რუსეთის ნაკრები გახლდათ. რუსებმა ორივე მატჩი მოუგეს ყველას საქართველოს გარდა. ქართველთა ყოფილმა დამრიგებელმა, კლოდ სორელმა, სულ სხვანაირად აათმაშა რუსები და შედეგიც საკადრისი მიიღო. სუსტად გამოვიდნენ რუმინელები. განსაკუთრბით მეორე წრეში, როცა უარი თქვეს ლეგიონერებზე და ახალი გუნდის შენებას შეუდგნენ. ახალი მწვრთნელით შეხვდა მეორე წრეს საქართველოს ნაკრებიც. ავსტრლიელი თიმ ლეინი ხელხვავიანი გამოდგა. მან სულ ექვს მატჩში უხელმძღვანელა ბორჯღალოსნებს და ორი თასი მოიგო. პირველი, ანთიმოზ ივერიელის თასი, თბილისში რუმინელთა ძლევის, ხოლო მეორე, ევროპის ერთა თასი, კრასნოიარსკში, თოვლიან მოედანზე რუსთა გაბიაბურების შემდეგ იქნა მოპოვებული. ამავდროულად ლეინი და მისი თანაშემწეები, ლევან ცაბაძე და ვიქტორ დიდებულიძე გეგმაზომიერად აძლევდნენ ახალგაზრდებს თავის გამოჩნის საშუალებას. ასე რომ, საფრანგეთის მსოფლიო თასზე წარმატებული გამოსვლა საქართველოს ნაკრებმა წარმატებით გააგრძელა და მეორედ დაეუფლა ევროპის ერთა თასს.

2006/2008
გუნდები 1 2 3 4 5 6
საქართველო საქართველოს დროშა 31-12 22-7 22-20 31-3 98-3 9 0 1 292-114 28
რუსეთი 12-18 რუსეთის დროშა 12-8 41-16 41-26 62-6 8 0 2 312-147 26
რუმინეთი 17-20 12-22 რუმინეთის დროშა 50-14 21-15 76-7 6 0 4 277-144 22
ესპანეთი 31-17 14-39 11-17 ესპანეთის დროშა 21-17 46-0 4 0 6 233-240 18
პორტუგალია 6-11 13-21 15-21 21-18 პორტუგალიის დროშა 42-6 3 0 7 174-196 16
ჩეხეთი 3-22 3-49 13-46 15-42 18-21 ჩეხეთის დროშა 0 0 10 59-506 10

[რედაქტირება] ევროპის ერთა თასის მეშვიდე გათამაშება - 2009

საქართველოს ნაკრები ერთა თასით

ქართველებმა თასი შეინარჩუნეს. მათი მთავარი მოცილე რუსეთის ნაკრები გახლდათ. რუსებმა გასვლაზე მოუგეს მატჩები პორტუგალიასა და რუმინეთს და ქართველებთან მატჩს ლიდერებად შეხვდნენ. შეხვედრა აგვისტოს ცნობილი მოვლენების გამო ნეიტრალურ მოედანზე ჩატარდა. რუსებმა, როგორც მასპინძლებმა, ასეთად უკრაინული ქალაქი, მარიუპოლი, აირჩიეს. ქართველებმა შანსი არ დაუტოვეს მეტოქეს და ზედიზედ მეორედ (სულ კი მესამედ) მოიგეს ევროპის ერების თასი. კვლავ სუსტად გამოვიდნენ რუმინელები, რომლებმაც ორი მარცხი განიცადეს შინ, რუსებთან და პორტუგალიელებთან. აღსანიშნავია რომ, ტურნირი ორწლიანი ციკლით იყო ჩაფიქრებული და ფირა-აერ-მა მხოლოდ მარიუპოლის მატჩის შემდეგ გამოაცხადა რომ ერთწლიან ციკლს უბრუნდებოდა და საქართველოს ნაკრები ჩემპიონად გამოაცხადა.

2009
გუნდები 1 2 3 4 5 6
საქართველო საქართველოს დროშა 29-21 20-20* 28-23* 55-11 38-5 4 1 0 170-80 14
რუსეთი 21-29* რუსეთის დროშა 24-19 28-19 42-15* 53-0 4 0 1 162-77 13
პორტუგალია 20-20 14-18* რუმინეთის დროშა 22-21 24-19* 44-6* 3 1 1 124-84 12
რუმინეთი 23-28 19-28* 21-22* ესპანეთის დროშა 19-10 22-0 2 0 3 104-88 9
ესპანეთი 11-55* 15-42 19-24 10-19* პორტუგალიის დროშა 22-11* 1 0 4 77-151 7
გერმანია 5-38* 0-53* 6-44 0-22* 11-22 გერმანიის დროშა 0 0 5 22-179 5

[რედაქტირება] ევროპის ერთა თასის მერვე გათამაშება - 2010

ქართველებმა თასი ვერ შეინარჩუნეს. გადამწყვეტი აღმოჩნდა მატჩი ბუქარესტში. რუმინელებმა მსოფლიოს ჩემპიონატის გარეშე დარჩენის საშიშროება იგრძნეს და 2010 წლის ერთა თასის ტურნირი, რომელიც ამავე დროს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე წრეც გახლდათ, ძლიერად ჩაატარეს და საერთო ჯამში მესამე ადგილზე გავიდნენ, რაც მათ რეპეშაჟიდან ზელანდიაში მოხვედრის შანსს უტოვებდა. ქართველებმა ამ თვალსაზრისით მეტად პრინციპული მატჩი მოიგეს ლისაბონში და ბუქარესტის მატჩს როგორღაც მოშებულად შეხვდნენ, რითც კარგად ისარგებლეს მოტივირებულმა რუმინელებმა. თუმცა ბოლო მომენტამდე კიდევ იყო შანსი რომ ერთა თასი ისევ ქართველებს დარჩებოდათ, მაგრამ ფირა-აერ-მა საპირველაპრილოდ გამოაცხადა რომ 2010 წლის ერთ თასის მფლობელი რუმინეთს ნაკრები გახდა და ერთა თასიც ბუქარესტში დარჩა.

2010
გუნდები 1 2 3 4 5 6
რუმინეთი რუმინეთის დროშა 22-10* 21-21 20-9 48-3* 67-5* 4 1 0 178-48 14
საქართველო 10-22 საქართველოს დროშა 36-8* 16-10 17-9* 77-3* 4 0 1 156-52 13
რუსეთი 21-21* 8-36 რუსეთის დროშა 14-10* 38-20 48-*11 3 1 1 129-98 12
პორტუგალია 9-20* 10-16* 10-14 პორტუგალიის დროშა 33-15* 69-0 2 0 3 131-65 9
ესპანეთი 3-48 9-17 20—38* 15-33 ესპანეთის დროშა 21-17 1 0 4 68-153 7
გერმანია 5-67 3-77 11-48* 0-69* 17-21* გერმანიის დროშა 0 0 5 36-282 5

[რედაქტირება] ქვედა დივიზიონები

ფირა-აერ-ის თასის გათმაშების ქვედა დივიზიონებში ჩამბული ჰყავს თითქმის თავისი ყველა წევრი. ისინი დაყოფილი არიან რამდენიმე დივიზიონად. იდეაში იყო ის რომ, დივიზიონების გამარჯვებულებს მომავალ გათმაშებაში შეეცვალათ ზემოთა დივიზიონის აუტსაიდერები, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ ხდებოდა. ტურნირები ძირითადად ერთწლიანი ციკლით, ანუ ერთ წრედ, იმართებოდა, თუმცა იყო გამონაკლისებიც. 2007/2008 წლების გათამაშებები კი ყველა დივიზიონისათვის ჩატარდა ორ წრედ. ამ დივიზიონებში გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გუნდებმა (უკრაინა, მოლდოვა, ლიტვა,ლატვია). სტაბილურად გამოდიან გერმანელები, ბელგიელები და პოლონელები. საერთოდ ეს ტურნირები ამ გუნდებისათვის პრაქტიკულად ერთდერთი შანსია საერთაშორისო სარბიელზე გასვლისა და ამიტომაც ფირა-აერ-ის თითქმის ყველა წევრი მონაწილეობს მასში.

ჯგუფები, ადგილები, ქულები
2000 2001 2002 2003 2004 2005/06 2007/08 2009
II II II - A II - A II - A II - B II - A
რუსეთი - 8 უკრაინა - 8 ჩეხეთი - 8 უკრაინა - 16* ესპანეთი - 8* გერმანია - 12 უკრაინა
ხორვატია - 6 პოლონეთი - 8 უკრაინა - 6 გერმანია - 10 ჰოლანდია - 6 ბელგია - 12 ბელგია
უკრაინა - 4 გერმანია - 5 ხორვატია - 4 ჰოლანდია - 9 მოლდოვა - 4 მოლდოვა - 10 მოლდოვა
დანია - 2 ხორვატია - 5 შვეიცარია - 2 პოლონეთი - 5 პოლონეთი - 2 უკრაინა - 6 პოლონეთი
გერმანია - 0 ჩეხეთი - 4 ბელგია - 0 შვედეთი - 0 ანდორა - 0 ჰოლანდია - 0 ჩეხეთი
დანია - 0
III III - A II - B II - B II - B II - B II - B
ჩეხეთი - 8 ბელგია - 10 პოლონეთი - 8 შვეიცარია - 13* გერმანია - 8* პოლონეთი - 14 ჰოლანდია - 8
პოლონეთი - 6 სლოვენია - 7 შვედეთი - 4 დანია - 10 ბელგია - 6 ლატვია - 10 ხორვატია - 6
ლატვია - 2 მოლდოვა - 6 დანია - 4 ხორვატია - 7 მალტა - 4 ხორვატია - 8 მალტა - 4
შვეიცარია - 2 ლიტვა - 5 გერმანია - 4 სლოვენია - 5 ხორვატია - 2 მალტა - 6 შვედეთი - 2
ბელგია - 2 მონაკო - 2 ლატვია - 0 ბელგია - 5 სერბეთი - 0 ანდორა - 0 ლატვია - 0
ტუნისი * - 8 მალტა - 0
IV - A III - B III - A III - A III - A III - A III - A III - A
სლოვენია - 8 შვეიცარია - 8 სლოვენია - 6 ლატვია - 6 მოლდოვა - 8 ლატვია - 8 შვედეთი - 14 ლიტვა - 8
ანდორა - 6 ანდორა - 6 იუგოსლავია - 6 მოლდოვა - 3 მალტა - 6 შვედეთი - 6 შვეიცარია - 8 სომხეთი - 4
უნგრეთი - 2 იუგოსლავია - 6 მოლდოვა - 5 უნგრეთი - 2 ლატვია- 4 შვეიცარია - 4 სომხეთი - 8 სერბეთი - 4
მონაკო - 2 უნგრეთი - 4 ანდორა - 3 იუგოსლავია - 1 სერბეთი - 2 დანია - 2 სერბეთი - 5 შვეიცარია - 2
ავსტრია - 2 ბულგარეთი - 2 ავსტრია - 0 უნგრეთი - 0 ავსტრია - 0 დანია - 3 ანდორა - 2
IV - B III - C III - B III - B III - B III - B III - B III - B
იუგოსლავია - 6 შვედეთი - 10 უნგრეთი - 8 მალტა - 8 ლუქსემბურგი - 8 სომხეთი- 8 ლიტვა - 16 სლოვენია -8
მოლდოვა - 4 ლატვია - 8 ლიტვა - 6 ლიტვა - 6 ავსტრია - 6 ლიტვა - 4 უნგრეთი - 10 უნგრეთი - 6
ისრაელი - 2 ავსტრია - 6 ბოსნია - 4 ლუქსემბურგი - 4 ლიტვა - 4 უნგრეთი - 4 ავსტრია - 7 დანია - 4
ბულგარეთი - 0 ისრაელი - 4 ლუქსემბურგი - 2 ნორვეგია - 1 ავსტრია - 2 ბულგარეთი - 2 ნორვეგია - 5 ნორვეგია - 2
ლუქსემბურგი - 2 ისრაელი - 0 ბოსნია - 0 ბოსნია - 0 სლოვენია - 2 ბულგარეთი - 4 ავსტრია - 0
ნორვეგია - 0
IV - C III - C III - C III - C III - C III - C III - C
შვედეთი - 6 მალტა - 5 ბულგარეთი - 4 სომხეთი - 4 ნორვეგია - 8 სლოვენია - 16 ისრაელი - 8
ლუქსემბურგი - 4 მონაკო - 4 ისრაელი - 2 ისრაელი - 2 ლუქსემბურგი - 6 ლუქსემბურგი - 8 საბერძნეთი - 6
ლიტვა - 2 ბულგარეთი - 2 ნორვეგია - 2 ნორვეგია - 2 ისრაელი - 4 ფინეთი - 7 ბულგარეთი - 4
ნორვეგია - 0 ნორვეგია - 1 ფინეთი - 0 ფინეთი - 0 ბოსნია - 2 ისრაელი - 6 ლუქსემბურგი - 2
აზერბაიჯანი - 0 ბოსნია - 5 ფინეთი - 0
III - D III - D III - D
საკვალიფიკაციო მატჩი:

ისრაელი - კვიპროსი 23-14

ფინეთი - 2 კვიპროსი - 4 კვიპროსი - 8
საბერძნეთი - 0 მონაკო - 2 ბოსნია-ჰერცოგოვინა - 6
სლოვაკეთი -2 მონაკო - 2
აზერბაიჯანი - 0 სლოვაკეთი - 2
აზერბაიჯანი - 2

შენიშვნა: 2003/3004 წლებში მეორე (II -A) და მესამე ( II - B) დივიზიონებისათვის ჩატარდა ორწლიანი ტურნირი. 2005/2006 წლებში ყველა ჯგუფისათვის ჩატარდა ორ წელზე გაწელილი ერთწრიანი ტურნირი. 2003 და 2004 წლებში III - C ჩატარდა ოლიმპიური სისტემით.

[რედაქტირება] საქართველოს ნაკრები ერთა თასზე

საქართველოს ნაკრები მონაწილეობდა ევროპის ერთა თასის ყველა, რვავე გათამაშების უმაღლეს დივიზიონში. ბორჯღალოსნების მონაგარი ამ ხნის მანძილზე არის სამი - პირველი, ოთხი - მეორე და ერთი მესამე ადგილი. სულ ქართველებმა ევროპის ერთა თასზე ჩაატარეს 55 შეხვედრა, საიდანაც მოიგეს 41, ფრედ დაამთავრეს 3 და წააგეს 11 მატჩი. სათამაშო ქულების შეფარდება 1665 - 776. ლელოების 222-65. საქართველოს ნაკრების შედეგები ცალკეულ მეტოქეებთან ასე გამოიყურება:


საქართველო და მეტოქეები
მეტოქე თამაში მოგება ფ რ ე წაგება ბურთები ლელოები
რუმინეთის დროშა
რუმინეთი
11 5 0 6 208-235 19-23
პორტუგალიის დროშა
პორტუგალია
11 7 1 3 271-175 35-12
რუსეთის დროშა
რუსეთი
10 9 1 0 255-142 30-10
ესპანეთის დროშა
ესპანეთი
9 6 1 2 260-144 39-15
ჩეხეთის დროშა
ჩეხეთი
6 6 0 0 272-41 40-2
ნიდერლანდის დროშა
ნიდერლანდი
3 3 0 0 161-9 25-0
უკრაინის დროშა
უკრაინა
2 2 0 0 97-12 15-0
მაროკოს დროშა
მაროკო
1 1 0 0 20-10 2-2
გერმანიის დროშა
გერმანია
2 2 0 0 115-8 6-1

გუნდს ამ წლებში ხელმძღვანელობდნენ: კლოდ სორელი - 2000-2003 წლები, მალხაზი ჭეიშვილი (ასისტენტები - პაატა ნარიმანაშვილი და დავით ჩავლეიშვილი)- 2004-2007 და თიმ ლეინი (ასისტენტები - ლევან ცაბაძე და ვიქტორ დიდებულიძე, შემდეგ - ჯონინ გაუამო და დამიენ ქამინსი) - 2008-დან საქართველოს ღირსებას ამ ტურნირებში იცავდა სულ 97 მორაგბე. შვიდივე ტურნირში მიიღეს მონაწილეობა ი.აბუსერიძემ, ა.გიორგაძემ, ი.ზედგინიძემ, გ.ლაბაძემ, მ.ურჯუკაშვილმა და გ.შველიძემ. ყველა ზემოთჩამოთვლილი მორაგბე ევროპის ერთა თასის სამგზის მფლობელია. ორ-ორჯერ ფლობდნენ ევროპის თასს ო.ბარკალაია, დ.ბასილაია, დ.ბოლღშვილი, ი.გიორგაძე, მ.გორგოძე, ლ.დათუნაშვილი, ვ.დიდებულიძე, თ.ზიბზიბაძე, დ.ზირაქაშვილი, ს.თოდუა, დ.კაჭარავა, მ.კვირიკაშვილი, ლ.მალაღურაძე, ი.მაჩხანელი, ზ.მჭედლიშვილი, ნ.ნატრიაშვილი, ბ.სამხარაძე, ბ.უდესეიანი, რ.ურუშაძე, კ.უჩავა, ა.ფეიქრიშვილი, დ.ქუბრიაშვილი, გ.შკინინი, გ.ჩხაიძე, ი.ჩხიკვაძე, ზ.ხამაშურიძე, დ.ხინჩგიშვილი, ლ.ჯაველიძე და პ.ჯიმშელაძე. მორაგბეებმა ჩაატარეს: 43 მატჩი - ირაკლი აბუსერიძე, 42 მატჩი - ილია ზედგინიძე, 37 - თედო ზიბზიბაძე, 34 - მალხაზ ურჯუკაშვილი, 33 - გოდერძი შველიძე, 32 - აქვსენტი გიორგაძე,31 - გია ლაბაძე, 29 - პავლე ჯიმშლიძე, 27 - ბესიკ ხამაშურიძე, 26 - ბიძინა სამხარაძე, 25 - ირაკლი გიორგაძე, ბესო უდესიანი, გიორგი ჩხაიძე, 24 - მერაბ კვირიკაშვილი, 23 - ვიქტორ დიდებულიძე, მამუკა გორგოძე, ირაკლი მაჩხანელი, 22 - რატი ურუშაძე, 21 - ზურაბ მჭედლიშვილი, ოთარ ბარკალაია, ლევან დათუნაშვილი, დავით კაჭრავა, 20 - დავით ბოლღშვილი, ვასილ კაცაძე, 18 - ბადრი ხეხელაშვილი, ვანო ნადირაძე, 17 - დავით ხინჩაგიშვილი, 16 - მევლუდ მთიულიშვილი, ლაშა მალაღურაძე, 15 - გიორგი შკინინი, დავით დადუნაშვილი, 14 - ლევან ცაბაძე, ირაკლი ნატრიაშვილი, დავით ზირაქაშვილი,13 - ტარიელ რატიანიძე, 12 - ზვიად მაისურაძე, დავით ქუმბრიაშვილი,11 - კახა ალანია, ავთნდილ კოპალიანი, 10 - მამუკა მაგრაქველიძე, კახა უჩა ვა, ირაკლი ჩხიკვაძე,9 - ნონო ანდღულაძე, მიხეილ სუჯაშვილი, დავით ბასილაია, 8 - გიორგი ელიზბარაშვილი, გრეგორ იაშვილი, ილია მაისურაძე, რეზო გიგაური, ვასილ აბაშიძე, გიორგი კუთრაშვილი, გიორგი ნემსაძე, 7 - სოსო ნიკოლაენკო, ლექსო გუგავა, ლევან ჯაველიძე, შოთა მოდებაძე, 6 - შალვა სუთიაშვილი, ლაშა ფირფილაშვილი, დავით გასვიანი,ანტონ ფეიქრიშვილი, 5 - ბუბა კვინიხიძე, თემურ სოხაძე, გიორგი ბუგიანაშვილი, ელგუჯა იოვაძე, სანდრო ესაკია, სანდრო თოდუა, 4 - ირაკლი გუნდიშვილი, შალვა პაპაშვილი, გიორგი კაჭარავა, სანდრო მაისურაძე, ოთარ ელოშვილი, სანდრო თოდუა, ლაშა თავართქილაძე, 3 - რევაზ ბელქანია, დავით ვართანიანი, ნიკა იურინი, დავით კიკნაძე, არჩილ ქავთარაშვილი, 2 - ირაკლი ყაისაშვილი, იოსებ პარწიკანაშვილი, დავით ჟღენტი, ნიკოლოზ ჭავჭავაძე, შოთა მელიქიძე, გიორგი ჟღენტი, სანდრო მჭედლიშვილი, დავით აშვეთია, ჯაბა ბრეგვაძე, 1 - ვახტანგ ახვლედიანი, დავით ბარამიძე, დავით გურგენიძე, ზვიად მათიაშვილი, ირაკლი მოდებაძე, გიორგი მჭედლიშვილი, სანდრო ნიჟარაძე, დენის პინჩუკოვი, ლევან ღვაბერიძე, დავით ჩიჩუა, შავლეგ ჯანელიძე, კოტე ჯინჭარაძე, ლუკა ხაჩირიშვილი. 1665 ქულა გუნდს შესძინეს: 227 - ჯიმშელაძე, 155 - ურჯუკაშვული, 124 - კვირიკაშვილი,90 - გორგოძე, 70 - ზედგინიძე, 65 - მაჩანელი, 60 - ზიბზიბაძე, 55 - მალაღურაძე, 50 - ა.გიორგაძე, 40 - ხამაშურიძე, 39 - ბარკალაია, 35 - ლაბაძე, 34 - კვინიხიძე, 30 - კაცაძე, უდესიანი, შველიძე, ცაბაძე, დ.კაჭარავა, დადუნაშვილი, აბუსერიძე, 25 - ურუშაძე, ხეხელაშვილი, ჩხაიძე, უდესიანი, 20 - ბოლღაშვილი, ჩხიკვაძე, 16 - კიკნაძე, 15 - ზ.მჭედლიშვილი, ზ.მაისურაძე, ქავთარაშვილი, შკინინი, ზირაქიშვილი, სამხარაძე, ნატრიაშვილი, 13 - ი.გიორგაძე, 10 - აბაშიძე, შ.მოდებაძე, დიდებულიძე, დათუნაშვილი, ელოშვილი, იაშვილი, ნემსაძე, 5 - ბასილაია, გიგაური, გუნდიშვილი, გუგავა, თავართქილაძე, ი.მაისურაძე, ნადირაძე, კოპალიანი,ნიკოლაენკო, ღვაბერიძე, ხინჩაგიშვილი, 4 - იურინი, ყაისაშვილი, 2 - სოხაძე, ელიზბარაშვილი.


გარდა ევროპის ერთა თასისა საქართველოს ნაკრები 90-იან წლებში ოთხჯერ მონაწილეობდა ფირა-ს ჩემპიონატებში. ამ ჩემპიონატებში საქართველოს ნაკრებმა ორჯერ დაიკავა I ადგილი (1993/94 - III ჯგუფი და 1994/95 - III ჯგუფი), ერთხელ - II ადგილი (1995/96 -II ჯგუფი) და ერთხელ IV ადგილი (1996/97 - I ჯგუფი). სულ გუნდმა ჩაატარა 11 მატჩი. საქართველოს მეტოქეები იყვნენ: ლუქსემბურგი (10-10), შვეიცარია (22021), ბულგარეთი (70-8), მოლდოვა (47-5), გერმანია (14-3), ჰოლანდია (3-55), ჩეხეთი (20-3 და 18-14), რუსეთი (29-20), პორტუგალია (17-21) და პოლონეთი(23-29). ამრიგად გუნდმა მოიგო 7, ფრედ დაამთავრა 1 და წააგო 3 შეხვედრა. სათამაშო ქულების შეფარდება: 273-189 (ლელოები:33-29). ამ ტურნირებში გუნდს ხელმძღვანელობდნენ თემურ ბენდიაშვილი (1 მატჩი), დუგლას კავთელაშვილი (3 მატჩი) და გურამ მოდებაძე (7 მატჩი). გუნდის ღირსებას იცავდა 50 მორაგბე: დიმა ობოლაძე (11 მატჩი/10 ქულა), კახა მაჩიტიძე (9/52), ნიკა იურინი (8/29), ლევან ჩიქვინიძე (8/2), ირაკლი ჩიქავა (8/5), არჩილ ქავთრაშვილი (7/30), კახა ალანია (7), შოთა მოდებაძე (6/24), პავლე ჯიმშელაძე (6/25), ლევან ცაბაძე (6), ზვიად ლიპარტელიანი (5), ზაზა ლეჟავა (5), ზაზა ხუციშვილი (5), ალეკო ღიბრაძე (5), მევლუდ მთიულიშვილი (5), აკაკი მაჭუტაძე (5/5), ელგუჯა იოვაძე (5/15), გელა ფირცხალავა (5/5), პაატა ძოწენიძე (4), ვანო ნადირაძე (4/10), ნუგზარ მგელაძე (4), გია ლაბაძე (4), კახა კობახიძე (4), გია გიუნაშვილი (4), ემზარ ძაგნიძე (4/8), ზურაბ რეხვიაშვილი (3), თამაზ ხუადე (3), იოსებ პარწიკანაშვილი (3), ნუგზარ ძაგნიძე (3/18), რეზო ჯაფარაშვილი (3), ვიქტორ დიდებულიძე (3/10), ვახტანგ ცქიტიშვილი (3), გიორგი ბუგიანაშვილი (3), ზურაბ მჭედლიშვილი (2), პაატა ტყაბლაძე (2), თენგიზ ტურძელაძე (2), ბესო ტეფნაძე (2), სპირიდონ ლიპარტელიანი (2/10), შავლეგ ჯანელიძე (2), გია რაფავა (2), გიორგი კახიანი (2), თამაზ ფხაკაძე (2), მერაბ ბესელია (2), გუგა ბაბუნაშვილი (2), დემირ ძნელაძე (1), მალხაზ ჭეიშვილი (1), დავით ვართანიანი (1), რატი ურუშაძე (1), ბადრი შვანგირაძე (1), ემზარ შანიძე (1), სანდრო საკანდელიძე (1), მერაბ მარჯანიშვილი (1), ვასილ კაცაძე (1/5), ირაკლი ლეჟვა (1), სანდრო ჩხენკელი (1), დავით ჩავლეიშვილი (1/5), გიორგი ბერიაშვილი (1), ნონო ანდღულაძე (1/5), აქვსენტი გიორგაძე (1).


[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

ყველაფერი ბორჯღალოსანთა შესახებ 1989-2010

ქართული რაგბის მატიანე 1959-2009

ზეპური რაგბის დღიური 2002-2011

11 Year (2000-2010) Aggregate


შეცდომა ციტირებაში არსებული ტეგისათვის <ref> ვერ მოიძებნა შესაბამისი ტეგი <references/>; $2

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე