იერიქონი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქ იერიქონის ხედი სამხრეთიდან

იერიქონი მდებარეობა პალესტინა

Red pog.png
იერიქონი
იერიქოპნი პალესტინის რუკაზე

იერიქონი (არაბ. أريحا‎‎) მდებარეობს მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, პალესტინის ტერიტორიაზე. ეს ქალაქი არის იერიქონის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი და აქ ცხოვრობს 20,000 პალესტინელი.[1] იერიქონი მდებარეობს მკვდარი ზღვის ჩრდილოეთით, ქალაქიდან ზღვამდე მანძილი არის 16 კილომეტრი, იერიქონი ზღვის დონეზე დაბლა მდებარეობს. ეს ქალაქი ასევე ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ დასახლებულ ადგილად, რომელმაც დღემდე მოაღწია.[2][3][4]

ქალაქიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 30 კილომეტრში მდებარეობს იერუსალიმი.

[რედაქტირება] ისტორია

იერიქონი ბიბლიაში საკმაოდ ხშირად არის ნახსენები.

ქალაქში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად დადგინდა რომ, აქ მოსახლეობა ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე 9000 წლის წინ ცხოვრობდა. ამ ტერიტორიაზე მუდმივი დასახლება უკვე 8000 - 7000 წლის წინ ჩნდება. არქეოლოგიური მტკიცებულებები მიუთითებს რომ შუა ბრინჯაოს ხანაში, ქალაქის გალავანი მკვეთრად გაფართოებული და გაძლიერებული იყო. იერიქონი დროთა განმავლობაში სხვადასხვა იმპერიის შემადგენლობაში მოიექცა, ამ მიდამოებს ჯერ ასურეთი, ხოლო შემდეგ სპარსეთის იმპერია აკონტროლებდა. ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობების შემდეგ, იერიქონი შევიდა მაკედონიის იმპერიის შემადგენლობაში, აქ გავრცელდა ელინიზმი.

[რედაქტირება] დაძმობილებული ქალაქები

[რედაქტირება] სქოლიო

  1. Projected Mid -Year Population for Jericho Governorate by Locality 2004–2006 Palestinian Central Bureau of Statistics (PCBS).
  2. Gates, Charles (2003). "Near Eastern, Egyptian, and Aegean Cities", Ancient Cities: The Archaeology of Urban Life in the Ancient Near East and Egypt, Greece and Rome. Routledge, გვ. 18. ISBN 0415018951. „"Jericho, in the Jordan River Valley in Palestine, inhabited from ca. 9000 BCE to the present day, offers important evidence for the earliest permanent settlements in the Near East."“ 
  3. Murphy-O'Connor, 1998, p. 288.
  4. Freedman et al., 2000, p. 689–671.
  5. Pisa - Official Sister Cities. © Comune di Pisa, Via degli Uffizi, 1 - 56100 Pisa centralino: +39 050 910111. წაკითხვის თარიღი: 16 December 2008.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე