ბაქარ გიგინეიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბაქარ კონას ძე გიგინეიშვილი(დ. 16 მარტი, 1933, ბათუმი — გ. ...), ქართველი ენათმეცნიერი, ქართველური და კავკასიური ენების, ზოგადი ენათმეცნიერების სპეციალისტი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1973), პროფესორი (1975).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (1956). მისი ძირითადი შრომები ეხება ქართველურ შედარებით ენათმეცნიერებასა და ეტიმოლოგიას, კავკასიურ ენათმეცნიერებას, ძველი ქართული ენასა და ფილოლოგიას, ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერების მეთოდიკას. გიგინეიშვილი ავტორია მონოგრაფიისა "დაღესტნური ენების შედარებითი ფონეტიკა" (1977), ერთ-ერთი გამომცემელი X საუკუნის უმნიშვნელოვანესი ძეგლების - "შატბერდის კრებულისა" (1979) და ბიბლიის ძველი ქართული თარგმანებისა (1989-1990), რომელთაც დაურთო მნიშვნელოვანი გამოკვლევები. იგი თანამიმდევრულად და შედეგიანად იყენებს ისტორიულ-შედარებით მეთოდს თანამედროვე ენათმეცნიერების მიღწევების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანი გამოკვლევები აქვს ქართველური და კავკასიური ენების ფონოლოგიაში, მორფოლოგიასა და ლექსიკაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია "საქართველო", თბ. 1997, ტ. 1 გვ. 614