ბრენდონ პრასტი
| პოზიცია | მარცხენა შემტევი |
|---|---|
| კლუბი | ნიუ-იორკ რეინჯერსი |
| ლიგა | ნჰლ |
| სიმაღლე | 1.83 მ |
| წონა | 87 კგ |
| დაბ. თარიღი | 16 მარტი, 1984 ონტარიო, კანადა |
| კარიერა | 2005-–დღემდე |
| ყოფილი კლუბები | კალგარი ფლეიმსი (2006-07; 2008-09; 2009-10) ფენიქს კოიოტსი (2008-09) |
ბრენდონ პრასტი (ინგლ. Brandon Prust; დ. 16 მარტი, 1984), არის კანადელი პროფესიონალი ყინულის ჰოკეის მოთამაშე, რომელიც თამაშობს ფორვარდის პოზიციაზე, ხოლო ახლანდელი გუნდი კი ნიუ-იორკ რეინჯერსია რომელიც ნჰლ ეკუთვნის.
სექციების სია |
კარიერა [რედაქტირება]
პრასტმა სამი სეზონი ჩაატარა London Knights-ში, რომელიც ონტარიოს ჰოკეის ლიგას ეკუთვნის (OHL). მის ახალგაზრდულ წლებში მან OHL და Memorial Cup Championship ტიტულის მოპოვება შეძლო.
პრასტი 2004 წლის ნჰლ დრაფტზე, კალგარი ფლეიმის მე-3 არჩევანი (70-ე საბოლოო ჯამში) იყო. მაგრამ მალევე იქნა უკან გაშვებული ლონდონში რომ ბოლო OHL სეზონი ჩაეტარებინა. მისი Omaha Ak-Sar-Ben Knights გატარების შემდეგ, პრასტს ნჰლ დებიუტი 2006 წლის 1 ნოემბერს ჰქონდა დეტროიტ რედ ვინგსის წინააღმდეგ.
2008-2009 წლის სეზონში პრასტმა ტრავმა მიიღო (ყბის მოტეხილობა), მას შემდეგ რაც მხრით დაეჯახა სენტ ლუის ბლუზის მოთამაშე ქემ იანსენი.
2009 წლის 4 მარტს კი გაშვებული იქნა მეთიუ ლომბარდისთან ერთად ფენიქს კოიოტში ოლი იოკინენის და 2009 წლის პირველი რაუნდის არჩევის სანაცვლოდ.
2009 წლის 27 ივნისში კი, პრასტი უკან იქნა გაშვებული კალგარიში ჯიმ ვანდერმირის სანაცვლოდ.
2010 წლის 1 თებერვალს, პრასტი ოლი იოკინენთან ერთად გადავიდა ნიუ-იორკ რეინჯერსში, ალეს კოტალიკის და კრისტოფერ ჰიგინსის სანაცვლოდ. 2010 წლის 3 ივლისს კი რეინჯერსთან ხელახალი 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, სადაც ბრენდონი 1.6 მილიონს აიღებდა.
2010-2011 წლის სეზონში პრასტი ერთერთი მათგანი იყო 7 მოთამაშედან, რომელმაც 10 გოლის გატანა და სულ ცოტა 10 ჩხუბი ჰქონდა.
2011 წლის 7 აპრილს, პრასტი დაჯილდოებული იქნა Steven McDonald Extra Effort ჯილდოთი.
2011-2012 წლის სეზონის განმავლობაში, ნიუ-იორკ რეინჯერსი ვინთერ კლასიკის მატჩში ფილადელფია ფლაიერსს დაუპირისპირდა 2012 წლის 2 იანვარს, სადაც პრასტმა 2 ასისტენტი ჩაიწერა და გუნდს 3-2 გამარჯვებაში დაეხმარა.
პერსონალური ცოხვრება [რედაქტირება]
პრასტი არის ბიძა ბროდვეის მსახიობის, რომლის სანახაობებსაც ბრენდონი თავისუფალ დროს სიამოვნებით ესწრება. მის ინტერესებში ასევე გოლფის თამაში და ბეისბოლის ყურება შედის.
კარიერის სტატისტიკა [რედაქტირება]
GP = ჩატარებული მატჩი; G = გატანილი შაიბა; A = ასისტენტი; Pts = ქულა; PIM = პენალტი;
| რეგულარული სეზონი | პლეი-ოფი | |||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| სეზონი | გუნდი | ლიგა | GP | G | A | Pts | PIM | GP | G | A | Pts | PIM | ||
| 2002–03 | London Knights | OHL | 65 | 12 | 17 | 29 | 94 | 14 | 2 | 1 | 3 | 21 | ||
| 2003–04 | London Knights | OHL | 64 | 19 | 33 | 52 | 269 | 15 | 7 | 13 | 20 | 33 | ||
| 2004–05 | London Knights | OHL | 48 | 10 | 20 | 30 | 174 | 15 | 3 | 5 | 8 | 71 | ||
| 2005–06 | Omaha Ak-Sar-Ben Knights | AHL | 79 | 12 | 14 | 26 | 249 | — | — | — | — | — | ||
| 2006–07 | Omaha Ak-Sar-Ben Knights | AHL | 63 | 17 | 10 | 27 | 211 | 6 | 0 | 3 | 3 | 20 | ||
| 2006–07 | კალგარი ფლეიმი | NHL | 10 | 0 | 0 | 0 | 25 | — | — | — | — | — | ||
| 2007–08 | Quad City Flames | AHL | 79 | 10 | 27 | 37 | 248 | — | — | — | — | — | ||
| 2008–09 | კალგარი ფლეიმი | NHL | 25 | 1 | 1 | 2 | 79 | — | — | — | — | — | ||
| 2008–09 | ფენიქს კოიოტი | NHL | 11 | 0 | 1 | 1 | 29 | — | — | — | — | — | ||
| 2009–10 | კალგარი ფლეიმი | NHL | 43 | 1 | 4 | 5 | 98 | — | — | — | — | — | ||
| 2009–10 | ნიუ-იორკ რეინჯერსი | NHL | 26 | 4 | 5 | 9 | 65 | — | — | — | — | — | ||
| 2010–11 | ნიუ-იორკ რეინჯერსი | NHL | 82 | 13 | 16 | 29 | 160 | 5 | 0 | 1 | 1 | 4 | ||
| NHL totals | 197 | 19 | 27 | 46 | 456 | 5 | 0 | 1 | 1 | 4 | ||||