იპოლიტო I დ’ესტე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იპოლიტო I დ’ესტე (იტალ.: Ippolito I d’Este) ( * 20 მარტი 1479, ფერარა; † 3 სექტემბერი 1520, ფერარა) - იყო ფერარას, მოდენასა და რეჯოს ჰერცოგის ერკოლე I-ის უმცროსი ვაჟი. მისი და-ძმები იყვნენ: იზაბელა დ’ესტე (1474-1539), ბეატრიჩე დ’ესტე (1475-1497) და ალფონსო I დ’ესტე (1476-1534).

7 წლის ასაკში პატარა იპოლიტო უნგრეთის მეფემ მათიას I კორვინუსმა (მათიუშ I) ესტერგომის არქიეპისკოპოსად დანიშნა. 14 წლისა იგი უკვე კარდინალი გახდა, ხოლო 17 ქლის ასაკში - მილანის არქიეპისკოპოსი. 1502 წლიდან იპოლიტო I იყო კაპუას და 1503 წლიდან ფერარას ეპისკოპოსიც.

იპოლიტო I-ს უძღვნა თავისი ნაწარმოები „მქროლავი როლანდი" (იტალ.: Orlando Furioso) ლუდოვიკო არიოსტომ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]