რუსეთის მეცნიერებათა აკადემია

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რმა-ს პრეზიდუმის ახალი შენობა ვორობიოვის მთებზე მოსკოვში

რუსეთის მეცნიერებათა აკადემია (რუს. Росси́йская акаде́мия нау́к, РАН) — რუსეთის ფედერაციის უმაღლესი სამეცნიერო ორგანიზაცია, საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერებების დარგებში ფუნდამენტალური კვლევების წამყვანი ცენტრი ქვეყანაში. დაარსდა როგორც პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემია 1724 წელს, იმპერატორ პეტრე I-ის გადაწყვეტილებით. დაარსებიდანვე, ის იყო არაკომერციული სახელმწიფო დაწესებულება, განსხვავებით დასავლეთ ევროპული მოდელებისგან. 1747 წლიდან მეცნიერებათა და მხატვრობათა საიმპერატორო აკადემიად გადაკეთდა. დღევანდელი სახელი 1917 წელს მიიღო, ხოლო საბჭოთა ხანაში (1924-1991 წწ) სსრკ მეცნიერებათა აკადემია ეწოდება.

აკადემიაში სულ ირიცხება (2008 წლის ივლისის მდგომარეობით) 470 სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, 55 ათ. მეტი მეცნიერ-თანამშრომელი, მათ შორის 522 აკადემიკოსი და 822 წევრ-კორესპონდენტი.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები