პიერ ჟან ჟუვი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პიერ ჟან ჟუვი (დ. 11 ოქტომბერი, 1887, არასი – გ. 8 იანვარი, 1976, პარიზი) — ფრანგი მწერალი, მის პირველ პოეტურ ნაწარმოებებს სიმბოლიზმის გავლენა ეტყობა. შემდეგ უნანიმიზმის თეორიებმა გაიტაცა, მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესით დაინტერესდა. პირველი მსოფლიო ომის პერიოდის ლექსები პაციფისტური ხასიათისა იყო. 20-იან წლებში ჟუვის შემოქმედებაში გაძლიერდა რელიგიური, ფროიდისტული ტენდეციები და მისტიკურ-თეოლოგიური მოტივები (რომანების სერია: "პაოლინა 1880" (1925), "უდაბური სამყარო" (1927), "სისხლიანი ამბები" (1932) და სხვა). მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ნაწარმოებებში (ესეების კრებულები "დაცვა და დიდება" (1943), "პარიზის ღვთისმშობელი" (1944) იგი წინააღმდეგობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პოეტად და პუბლიცისტად გვევლინება; ომის შემდეგ გამოაქვეყნა ლექსთა კრებულები: "ჰიმნი" (1947), "დიადემა" (1949), "ენა" (1952), "ლირიკული" (1956) და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება]