შავი ქორის ომი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შავი ქორის ომი
Battle of Bad Axe.jpg
შავი ქორის ომი
თარიღი მარტი-აგვისტო 1832
მდებარეობა ილინოისი და მიჩიგანის ტერიტორია
შედეგი შეერთებული შტატების გამარჯვება
მხარეები
Flag of the United States.svg შეერთებული შტატები, ჰო-ჩანკები, მენომინეები, სიოუქსები და პატავატომები შავი ქორის ბრიტანული ბანდა, ჰო-ჩანკები და პატავატომები
მეთაურები
ჰენრი ეტკინსონი
ჰენრი დოჯი
ისაიაჰ სტილმანი
შავი ქორი
ნეაპოპე
ვაბოკიეშიეკი
ძალები
6,000+ მილიციელი
630 სამხედრო
700+ მკვიდრი ამერიკელები
500 მებრძოლი
600 არასამთავრობო მებრძოლი
დანაკარგები
77 გარდაიცვალა (მათ შორის არასამთავრობო მებრძოლები) 450-600 გარდაიცვალა (მათ შორის არასამთავრობო მებრძოლები)

შავი ქორის ომი — ხანმოკლე კონფლიქტი, რომელიც დაიწყო 1832 წლის მარტში და დასრულდა ამა წლის აგვისტოში. კონფლიქტი წარმოებდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ამერიკის მკვიდრ მოსახლეობას შორის რომელთაც მეთაურობდა შავი ქორი საუკების ლიდერი. კონფლიქტი 1832 წელს მას შემდეგ დაიწყო რაც საუკებმა, მესკვაკებმა და კიკაპუებმა ცნობილებმა როგორც ბრიტანული ბანდა გადალახეს მდინარე მისისიპი და შევიდნენ ამერიკის შეერთებული შტატებში, ილინოისში. შავი ქორის მოტივები იყო ორაზროვანი, ის იმედოვნებდა, რომ აირიდებდა სისხლის ღვრას და ხელახლა დამკვიდრდებოდნენ მიწაზე, რომელიც 1804 წლის ხელშეკრულებით დაეთმო ამერიკის შეერთებულ შტატებს

შავი ქორი, ჩრდილოეთ ამერიკაში ინდოეთის ტომების ისტორიიდან.

ამერიკის ოფიციალური პირები დარწმუნებულები იყვნენ რომ შავი ქორის ბანდა იყო მტრულად განჭყობილი მობილიზებული სასაზღვრო ჯარი. საომარი მოქმედებები დაიწყო 1832 წლის 14 მაისს, როდესაც ამერიკის მილიციამ ცეცხლი გაუხსნა ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის დელეგაციას. ამის საპასუხოდ შავი ქორი თავს დაესხა მილიციას და მოიპოვა გამარჯვება ბრძოლაში, რომელიც სტილმანის გაქცევის ბრძოლის სახელითაა ცნობილი. ის თავის ხალხს უსაფრთხო ადგილისაკენ მიუძღოდა, სადაც დღეს სამხრეთ უისკონსინი მდებარეობს. როგორ შეერთებული შტატების არმია სდევნიდა შავი ქორის ბანდას, ისე ამერიკის მკვიდრი მოსახლეები თავს ესხმოდნენ ციხესიმაგრეებსა და დასახლებებს. იყო საჩივრები იმის შესახებ რომ ჰო-ჩანკები და პატავატომები მებრძოლები მონაწილეობდნენ დარბევებში, მაგრამ რეალურად ყველა ტომი ცდილობდა ამ კონფლიქტისგან თავი შორს დაეჭირა. ამ დროისთვის უკვე არსებობდა წინააღმდეგობა მენომინეებს, დაკოტის ტომებს (სიოუქსებს) ხალხებსა და საუკებისა და პატავატომების ხალხებს შორის, რის გამოც მენომინეები, დაკოტის ტომებს (სიოუქსები) გადნენ ამერიკელების მოკავშირეები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]