ვაშინგტონის სმითსონის ინსტიტუტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სმითსონის ინსტიტუტი ვაშინგტონში
ინსტიტუტის ერთ-ერთი შენობა
საექპოზიციო დარბაზი

ვაშინგტონის სმითსონის ინსტიტუტი (ინგლ. Smithsonian Institution) — სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო ინსტიტუტი აშშ-ში, რომელიც აერთიანებს მუზეუმების კომპლექსს. დაარსებულია აშშს კონგრესის 1846 წლის 10 აგვისტოს აქტით. ოფიციალურად ითვლება სახელმწიფო დაწესებულებად. ფინანსირდება აშშს მთავრობის მიერ, ასევე, კერძო შემოწირულობების, აგრეთვე საგამომცემლო და კომერციული მოღვაწეობის ანგარიშებით. (ძირითადად, განმავითარებელი სასწავლო თამაშობების, პროგრამრბის, ვიდეომასალების, სუვენირების და ა.შ. გამოშვება-გაყიდვით) . დაწესებულებათა უმრავლესობა მდებარეობს ვაშინგტონში.

სახელწოდება ინსტიტუტმა მიიღო ინგლისელი მეცნიერის ჯეიმზ სმითსონის პატივსაცემად, რომელიც გარდაიცვალა უშვილოდ და მთელ თავის მემკვიდრეობას ანდერძის თანახმად, გადასცემდა აშშ-ს სასაწავლო დაწესებულების დასაარსებლად, რომელიც იზრუნებდა ცოდნის განვითარებასა და გავრცელებაზე.

ისტორია[რედაქტირება]

სმითსონის ინსტიტუტი — საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, მასთან დაკავშირებული მრავალი მუზეუმით წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე მსხვილ ექსპონატთა, სამუზეუმო ღირებულებათა და არტეფაქტთა საცავს. ინსტიტუტის შემადგენლობაში შედის 19 მუზეუმი,ზოოპარკი, 9 სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და აგრეთვე, 156 მუზეუმი, რომლებიც წარმოადგენენ ინსტიტუტის ფილიალებს. აქედან, 10 მუზეუმი მდებარეობს ეროვნულ პარკში.

თავის დაარსებას სმითსონის ინსტიტუტი უნდა უმადლოდეს ჯეიმზ სმითსონს, რომელიც გარდაიცვალა 1829 წელს. ეს იყო ინგლისელი ქიმიკოსი და მინერალოგი. მან თავისი ქონება დაუტოვა მემკვიდრეობით ძმისშვილს იმ პირობით, რომ თუ ძმისშვილი უმემკვიდრეოდ გარდაიცვლებოდა, მთელი ქონება უნდა გადასცემოდა აშშ მთავრობას განსაკარგავად ცოდნის გაზრდისა და გავრცელებს მიზნით. მიზეზი, თუ რატომ გამოაცხადა სმითსონმა ამერიკელი ხალხი საკუთარი ქონების მემკვიდრედ, უცნობია. აშს-ს მთავრობას მოუხდა ბრძოლა ამ ქონების მოსაპოვებლად 1835 წლიან სმითსონის ძმისშვილის გარდაცვალების შემდეგ, ქონებაზე მოდავე ნათესავებთან. აშშს მოუხდა ზალების მაქსიმუმის გაღება, იმისთვის რომ ეს ქონება მოეგო და ჩაეტანა ამერიკაში. ეს იყო ზუსტად 104960 ოქროს მანეთი, 8 შილინგი და 7 პენსი, რომელიც თანამედროვე კურსით გადაანგარიშებისას შეადგენს 10 მილიარდ დოლარზე მეტ ქონებას.

მეცნიერმა არ მიუთითა ანდერძში კონკრეტულად რაზე უნდა დახარჯულიყო თანხა, რამაც მრავალწლიანი დავა გამოიწვია სპეციალისტთა შორის. საბოლოოდ, 1846 წლის 10 აგვისტოს აქტით გადაწყდა, რომ ახლადდაარსებულ სმითსონის ინსტიტუტში უნდა შესულიყო მუზეუმი, ბიბლიოთეკა, ისტორიის, მეცნიერებისა და ხელოვნების საგნები, აგრეთვე, სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების წარმოება. 1901 წელს, შენობაში, რომელიც დღეისათვის წარმოადგენს დამთვალიერებლისათვის უმნიშვნელოვანეს საინორმაციო ცენტრს, დაკრძალული იქნა თავად ინგლისიდან გადმოსვენებული სმითსონის ნეშტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]