ბალტიმორი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ბალტიმორი
Baltimore
ბალტიმორის შიდა ნავსადგური
ბალტიმორის შიდა ნავსადგური
დროშა
დროშა
ქვეყანა აშშ
შტატი მერილენდი
კოორდ. 39°17′11″N 76°36′54″W / 39.28639, -76.615
ქალაქის მერი შეილა დიკსონი
დაარსდა 1729
ქალაქი 1796 წლიდან
ფართობი 238.5 კმ²
ცენტრის სიმაღლე 10
მოსახლეობა 637,455 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 3,045.7 კაცი/კმ²
აგლომერაცია 2,668,056
დროის სარტყელი UTC-5, ზაფხულში UTC-4
ტელ. კოდი 410, 443
საიტი http://www.baltimorecity.gov
ბალტიმორი (აშშ)
ბალტიმორი
ბალტიმორი (მერილენდი)
ბალტიმორი

ბალტიმორი დამოუკიდებელი ქალაქია მერილენდში აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე. 2005 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 641.943 ადამიანს შეადგენდა. ბალტიმორი მერილენდის უდიდესი ქალაქია და მისი კულტურული და ინდუსტრიული ცენტრია. ქალაქს სახელი მერილენდის კოლონიის დამფუძნებლის, ლორდ ბალტიმორის, პატივსაცემად დაერქვა. მე-19 საუკუნის დასაწყისში ბალტიმორი აშშ-ის სიდიდით მეორე პორტი გახდა ემიგრანტთათვის. ქალაქი დღესაც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი საზღვაო პორტია, რომელიც ყველაზე ახლოს მდებარეობს ქვეყნის შუადასავლეთის ბაზრებთან ვინემ ნებისმიერი სხვა აღმოსავლეთ სანაპიროს ქალაქი. ბალტიმორის უბე ერთ-ერთი ყველაზე უკეთ დაცული ღრმაწლყის საზღვაო პორტია მსოფლიოში, რომელსაც ტროპიკული შტორმებისა და ქარიშხლებისგან დელმარვას ნახევარკუნძული იცავს. აპალაჩის მთები უბეს ჩრდილოეთის სიცივისგან იფარავს, რის გამოც პორტში წყალი ზამთრის განმავლობაში არ იყინება.

ნიუ-იორკის შემდეგ, ბალტიმორი აშშ-ის მეორე ქალაქი იყო, რომელმაც 100.000-იანი ზღვარი გადალახა მოსახლეობის მიხედვით (მას მოჰყვა ნიუ-ორლეანი და ფილადელფია). 1980 წლამდე ბალტიმორი რჩებოდა ქვეყნის 10 უდიდეს ქალაქთა რიცხვში. ამჟამად ქალაქი მისი აგლომერაციის ჩათვლით მოსახლეობით უდიდეს ოცეულშია. ვინაიდან მას გარს ამავე სახელწოდების ქაუნტი აკრავს, ქალაქს ასევე ბალტიმორ სიტის უწოდებენ ხოლმე.


პირადი ხელსაწყოები