გეტიზბერგის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გეტიზბერგის კამპანია: წითელი – კონფედერატები, ლურჯი – იუნიონისტები

გეტიზბერგის ბრძოლააშშ-ის სამოქალაქო ომის (1861-1865 წწ.) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლა ქალაქ გეტიზბერგთან. გაიმართა 1863 წლის 1-3 ივლისს;

1863 წლის ივნისის ბოლოს სამხრეთელების არმიამ გენერალ რობერტ ლის სარდლობით ქ. ვაშინგტონის ხელში ჩაგდების მიზნით დასავლეთიდან შემოუარა ჩრდილოელთა არმიას და პენსილვანიაში შეიჭრა. ჩრდილოელთა არმია გენერალ ჯორჯ მიდის სარდლობით დედაქალაქის დასაცავად მდინარე პოტომაკის ნაპირებიდან ქალაქ გეტიზბერგისაკენ დაიძრა და მის სამხრეთით გამაგრდა. 3 დღის განმავლობაში იგერიებდნენ ჩრდილოელები სამხრეთელების შეტევას და აიძულეს ისინი უკან დაეხიათ. გეტიზბერგთან გამაარჯვებამ გარდატეხა შეიტანა სამოქალაქო ომში ჩრდილოელთა სასარგებლოდ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]